ალექსანდრე დარახველიძე – ძალადობა მიუღებელია და უნდა მოხდეს ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობა – არ შეიძლება, ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ქმედება არის ცუდი და მეორეზე საერთოდ რეაქცია არ გვქონდეს

რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ თუკი ხდება ძალადობის დაგმობა, უნდა მოხდეს ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობა – არ შეიძლება, რომ ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ ერთი ქმედება არის ცუდი და მეორეზე საერთოდ რეაქცია არ გვქონდეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, […]
IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობით მიდიან

IT სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან. თავდაპირველად აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ორივე მხარის დაკავება მოახერხეს. შესაბამისად, გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „საქართველო“. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათ ადგილზე საქართველოსა […]
“ნაპოლისთვის” კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს” – პრანდელი კვარაცხელიაზე

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. “რომას” ყოფილმა თავკაცმა კომენტარი ტრავმირებულ კვარაცხელიაზეც გააკეთა. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ქართველის მოედანზე არყოფნა “ნაპოლის” უფრო არაპროგნოზირებადს გახდის. “უდავოა, რომ კონტემ შემტევების გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს, რადგან დაცვითი ხაზი შედარებით საიმედოდ თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ანტონიო ამ ასპექტზე ყურადღებას გაამახვილებს. კვარაცხელიას არყოფნა? რა […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 13:00 საათისთვის 2.8375 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 13:00 საათისთვის 2.8375 ლარად ივაჭრება. · 1 აშშ დოლარი – 2.8512 ლარი. კურსის ცვლილება -1.89 თეთრი. · 1 ევრო – 2.9946 ლარი. კურსის ცვლილება -2.04 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.6359 ლარი. კურსის ცვლილება -3.07 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0817 ლარი. ცვლილება -0.05 თეთრი; · 100 რუსული რუბლი – […]
„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად ფასების სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება“ – ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვა და ანალიზი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდესი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის დირექტორი ტობიას […]
ტელევიზიებმა 2023 წელს რეკორდული ₾145 მილიონით იზარალეს – მედია ბიზნესის შემოსავლებისა და ზარალის რეიტინგი

საქართველოს სატელევიზიო ბაზარი სხვა სექტორებისგან იმით განსხვავდება, რომ ბაზრის ყველა ძირითადი მოთამაშე წლიდან წლამდე ათობით მილიონი ლარის ზარალს განიცდის. არხების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 6 ძირითადი ეროვნული მაუწყებლის ჯამური ზარალი 2023 წელს 61 მილიონი ლარით, ანუ 73%-ით გაიზარდა და მან რეკორდულ 145 მილიონ ლარს მიაღწია. ტელევიზიებს შორის როგორც სარეკლამო შემოსავლით, ასევე ზარალის მოცულობით პირველ […]
„ოცნება“ აქციებთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე ჯარიმებს ზრდის

მასშტაბური პროევროპული პროტესტის ფონზე „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ამკაცრებს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ახალი რეგულაციები ითვალისწინებს: · სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის გაზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას; · ქალაქის […]
აგრესიული კომერციული საქმიანობის გამო სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს ჯარიმა დაეკისრა – რას ედავება მომხმარებელი კლინიკას?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს შპს “მედ სტატუსს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის – აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა,რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას. კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების […]
თინა ხიდაშელი – არჩევნები, რომელსაც ხვალ პარლამენტში ჩაატარებენ უკანონო და ანტიკონსტიტუციური იქნება – მისი ჩატარებით კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა

არჩევნები, რომელსაც ხვალ, საქართველოს პარლამენტში ჩაატარებენ, იქნება უკანონო და არის ანტიკონსტიტუციური, ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ხდება ყაველაშვილის პრეზიდენტად პრეზიდენტად განწესება, არამედ იმიტომაც, რომ ამ არჩევნების ჩატარებით კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევა კონსტიტუციით და კანონით დადგენილი ვადების დარღვევით […]
შს მინისტრის მოადგილე – დაშავებული 150-ზე მეტი პოლიციელიდან უმრავლესობას აღენიშნება ნახეთქი ჭრილობები და დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან – ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც პარლამენტი ადგენს

150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან – ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც საქართველოს პარლამენტი ადგენს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასაც. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ […]