კახა კალაძე – ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე არც ამერიკაში მოგზაურობის სურვილი მაქვს

აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა. კახა კალაძის თქმით, აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს და ჩიხში შეიყვანოს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ურთიერთობებს გადატვირთავს. „არ […]
კახა კალაძე – ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, საღამოს აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი, დილის საათებშია დაგეგმილი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება, აქცია-მანიფესტაცია კი რუსთაველის გამზირზე დილის საათებშია დაგეგმილი. ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საახალწლო განწყობის შექმნას განსაკუთრებით პატარები ელოდებიან. „არაერთი განმარტება გავაკეთეთ ახალ წელთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი პატარები განსაკუთრებით ელოდებიან. მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მერიამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, […]
კახა კალაძე – არსებობენ დაჯგუფებები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში დაპირისპირება შემოიტანოს, თუნდაც ვიღაცის მკვლელობა იმისთვის, რომ უფრო დაძაბონ და გაართულონ მდგომარეობა

არსებობენ დაჯგუფებები, ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაპირისპირება, თუნდაც ვიღაცის მკვლელობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაძაბონ და გაართულონ მდგომარეობა, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ქმნის ოპოზიცია მოლოდინს, რომ შესაძლოა, აქციებთან მიმართებაში ხელისუფლების ქმედებებს მსხვერპლი მოჰყვეს. „ჩვენ არაერთი […]
კახა კალაძე კეზერაშვილზე – მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, წავიდა ქვეყნიდან და გააგრძელა ყაჩაღობა – 2008 წლის ომის დროს თავდაცვის მინისტრი დაკავებული იყო ბრილიანტების შეძენით, რაც წარმოუდგენელია

კეზერაშვილი რომ კრიმინალია, მგონი, ეს არ ახალია და ყველამ კარგად ვიცით, მან გაძარცვა ბიუჯეტი, ქართული ჯარი, შემდეგ უკვე როდესაც წავიდა ქვეყნიდან, გააგრძელა ყაჩაღობა, მერე უკვე ევროპელ პენსიონერებს დაერია, ძარცვავდა და ძარცვავს ამ ადამიანებს, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მედიასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ 2008 წლის ომის დროს ბრილიანტების სავარაუდო შეძენას. კახა […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კანონპროექტი წესრიგდება, მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის პირველი […]
შალვა პაპუაშვილი – აშშ-ს ამ ადმინისტრაციამ არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ურთიერთობას აფუჭებენ საქართველოსთან, მნიშვნელოვან პარტნიორთან

ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო. დღეს დილით ვნახეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. […]
„ხალხის ძალამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

„ხალხის ძალამ“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა „ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, „ხალხის ძალა“ სათავეს დაუდებს საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. „სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი […]
საპროტესტო აქციის შემდეგ, სტარტაპერები GITA-ს თავმჯდომარეს ხვდებიან

სტარტაპების მიერ “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან” (GITA) გამართული პროევროპული საპროტესტო აქციის შემდეგ, აქციის მონაწილეები სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან შეხვედრას მართავენ. როგორც სტარტაპერები BMG-სთან აღნიშნავენ, ინდუსტრიისთვის, რომლის შენების პროცესშიც GITA ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მნიშვნელოვანია ტექნოპარკის ხელმძღვანელი პირების პოზიციების მოსმენა და მსჯელობა საკითხზე, თუ რა გავლენას იქონიებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სტარტაპ ეკოსისტემაზე. “ტექნოპარკი ერთგვარი აკვანია საქართველოში […]
ევროკავშირის ელჩი: ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს. შეხვედრა “ევროპული ბიზნეს ასოციაციის” ინიციატივით გაიმართა. „ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ დაასრულოს საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და […]
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო იერიშზე – ეს არის პუტინის „სამშვიდობო გეგმა“ – გაანადგუროს ყველაფერი – მსოფლიოს შეუძლია შეაჩეროს ეს სიგიჟე

რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმა უკრაინაზე. ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები. წინასწარი ინფორმაციით, 93 რაკეტა გაუშვეს, მათ შორის მინიმუმ ერთი ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, უკრაინამ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით 81 რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის 11 ფრთოსანი რაკეტა. „გარდა ამისა, რუსებმა ამ შეტევაში 200-მდე დრონი გამოიყენეს. […]