მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო – დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, 4 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ამასთან, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები და დანიშნულია ექსპერტიზები. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით […]
IT, HR, PR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები და სხვა შემოქმედებით სფეროში დასაქმებულები მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდნენ

IT, HR, PR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები და სხვა შემოქმედებით სფეროში დასაქმებულები მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდნენ. მათი ნაწილი ვაკის პარკიდან, მეორე ნაწილი კი რესპუბლიკის მოედნიდან მართავდა მსვლელობას. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც ფანჯრებიდან იყურებოდნენ, აქციის შემოერთებისკენ მოუწოდებდნენ და სკანდირებდნენ „ჩამოდი! ჩამოდი!“.
„დღეს ქოცები მორიგი მავნებლობის ჩადენას აპირებენ!“ – ზვიად ტომარაძე

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე: „დღეს ქოცები მორიგი მავნებლობის ჩადენას აპირებენ! დღეს პარლამენტში შეყრილი ჯოგი აპირებს მესამე მოსმენით დაამტკიცოს: 1) ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდა! 2) სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. სამართალდამრღვევს ჯარიმასთან ერთად 1 წლის ვადით მართვის უფლებაც შეუჩერდება! 3) შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების […]
„სულ რაღაც 3 საათი იდგა ამაყად, 3 საათში ისეთი პოპულარობა მოიპოვა როგორც არცერთმა“ – მამუკა ღლონტი

„მაესტროს“ დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი: „სულ რაღაც 3 საათი იდგა ამაყად, 3 საათში ისეთი პოპულარობა მოიპოვა როგორც არცერთმა, გავა წლები და ის არავის დაავიწყდება, ის იქცა ჩვენი დროების სიმბოლოდ, ამდენი არავისზე უმსჯელიათ, ის მუდამ ამოტივტივდება ჩვენს თვალებში როდესაც ამ პერიოდს გავიხსენებთ, ის არ არის მხოლოდ ერთი ქალაქის საკუთრება, ის მთელი ქვეყნის საკუთრებაა, ის მუხთლად მოაშორეს სამშობლოს, […]
ოპოზიციის კვოტით სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ვიცე-სპიკერის ერთი თანამდებობა ოპოზიციას ეკუთვნის – სწორედ ეს ადგილი დაიკავა მან. დადგენილებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. სხდომას არ ესწრებოდა არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია. ისინი არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. რამდენიმე საათის წინ „ხალხის ძალა“ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი იყო, თუმცა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე. ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის […]
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილი მიხეილ ყაველაშვილზე – ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი

კონკრეტულად ნუ განმახილვინებთ ამ კანდიდატურას [მიხეილ ყაველაშვილს] იმიტომ, რომ კანდიდატურის განხილვას არაფერი აზრი არ აქვს, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მარგველაშვილი განმარტავს, ხელისუფლებას საერთაშორისო აღიარება არ აქვს. „არის ადამიანების რაღაც ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს, შემდეგ ამ ჯგუფმა პარლამენტის შექმნის იმიტაცია გააკეთეს, შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების იმიტაცია […]
კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აქციებზე სახის ნიღბით დაფარვა და პიროტექნიკის გამოყენება იკრძალება, საბოლოო მოსმენით დამტკიცდა – მათი გამოყენების შემთხვევაში მომიტინგე 2 000 ლარით დაჯარიმდება

პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აიკრძალა. აკრძალული ნივთების ჩამონათვალს დაემატა პიროტექნიკა, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალება. მათი გამოყენების შემთხვევაში, აქციის მონაწილე 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოო, მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. შეკრება – მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა […]
გიორგი ვაშაძე – მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო – ივანიშვილს ე.წ. კარის ინტელიგენცია შემოეცალა და რამდენიმე ათასი დაქირავებული ავაზაკის ამარა დარჩა

არ დარჩა ქართულ საზოგადოებაში არცერთი პროფესიული თუ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც პროტესტს ღიად არ გამოხატავს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ივანიშვილის თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ ფიქციური პრეზიდენტის არჩევა არაფერს ცვლის. „ჩვენი მოქალაქეების უწყვეტმა, მრავალკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო ოფიციალურ დოკუმენტებში […]