17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება

17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. საქართველოში მშვიდობიანი პროევროპული აქციების ჩახშობის შესახებ მოხსენებით გამოვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვას მოჰყვება პოლიტიკური ჯგუფების სპიკერთა გამოსვლები. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების […]

ეუთოს თავმჯდომარეობის სამეული საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და ფინეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: ჩვენ, ეუთოს თავმჯდომარეობის სამეული კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელი მედიაზე და პოლიტიკოსებზე, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა – დაშინების, თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას შეკრების […]

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად ერთი კვირის შემდეგ ცნო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე. ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის […]

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება აკრძალა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომელიც აქციის მონაწილეებს პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უკრძალავს. მათი გამოყენების შემთხვევაში, დემონსტრანტს 2000 ლარით დააჯარიმებენ. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის აუცილებელია დოკუმენტს ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა. თუ ის ცვლილებებს არ ეთანხმება, შეუძლია გამოიყენოს ვეტო, სხვა შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აქციებზე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენება კანონის […]

სათამაშო ბიზნესსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, იზრდება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი საწარმოების საქმიანობებიდან მიღებული დასაბეგრი მოგების განაკვეთი. კერძოდ, მოგების გადასახადი ნაცვლად 15 პროცენტისა იქნება 20 პროცენტი. კანონის პროექტის თანახმად, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების […]

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საფრთხის შემცველი მაფინის ფორმების მოძიება დაიწყო

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა შეტყობინება იტალიური წარმოების (Novacart S.p.A.) მაფინის ქაღალდის საცხობი ფორმებიდან ნაჯერი არომატული ამინების საკვებ პროდუქტებში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა გერმანიის კომპეტენტური ორგანოს მიერ- სურსათთან შეხებისას აღნიშნული ნივთიერების შემცველი ინვენტარის გამოყენება არ არის […]

„არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობს კობახიძე, როცა ამბობს, რომ ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია აქვს, მე არავინ შემხვედრია; არც ისეთს ვიცნობ, ვინც რაიმეში იყო ჩართული“

„არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობს კობახიძე, როცა ამბობს, რომ ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია აქვს, მე არავინ შემხვედრია; არც ისეთს ვიცნობ, ვინც რაიმეში იყო ჩართული“ BDO Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარება, რუსული კანონი და მთავრობის მიერ ბოლო წლებში, ევროპელი პარტნიორების მისამართით გაკეთებული ნეგატიური განცხადებები საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახა. მისი განმარტებით, 9-თვიანი მაჩვენებელი, […]

IT, HR, PR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები და სხვა შემოქმედებით სფეროში დასაქმებულები მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდნენ

IT, HR, PR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები და სხვა შემოქმედებით სფეროში დასაქმებულები მსვლელობით თბილისის მერიასთან მივიდნენ. მათი ნაწილი ვაკის პარკიდან, მეორე ნაწილი კი რესპუბლიკის მოედნიდან მართავდა მსვლელობას. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც ფანჯრებიდან იყურებოდნენ, აქციის შემოერთებისკენ მოუწოდებდნენ და სკანდირებდნენ „ჩამოდი! ჩამოდი!“.

ნინო წილოსანი – როცა ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა – ომში ნაყიდმა ბრილიანტებმა საბოლოდ დაასათაურეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი

როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც საქართველოს უმძიმესი დღეები ედგა, კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა და აგროვებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აგვისტოს ომში ნაყიდმა ამ ბრილიანტებმა და გამდიდრებულმა ადამიანებმა უკვე საბოლოდ დაასათაურეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და მისი წარმომადგენლები. „როდესაც ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში, […]

ჯიმ რიში – საქართველოსთან დაკავშირებით მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ – მოდით, დავიწყოთ

საქართველოში რუსეთის იმპერიის აჩრდილები ჯერ კიდევ არიან და ჩნდებიან იმაში, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯიმ რიშმა კონგრესში განაცხადა, სადაც ქართველი ხალხისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტაქტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იყენებს, არის ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება რუსეთში. „ეს არის სისასტიკე. ის მოიცავს წამებას, მოიცავს დაპატიმრებებს. ყველაფერს, რასაც […]