IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლა

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“. ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
ათანასიოს ორფანიდისი – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცალსახადაა გაწერილი, რაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდისი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. მისივე შეფასებით, პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო. ამის შედეგად, საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია. „ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის […]
“თეატრში რომ გევლო, იქნებ, პასუხიც უფრო დახვეწილი გქონოდა…“- ნანკა კალატოზიშვილი სალომე გოგიაშვილს

ნანკა კალატოზიშვილი აზიარებს სალომე გოგიაშვილის კომენტარს მსახიობის ადრინდელ მოსაზრებასთან დაკავშირებით, როცა მან ურჩია შოპინგის მაგივრად თეატრში ევლო. სალომემ მსახიობს უპასუხა, რის შემდეგაც ნანკამ კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა: “მრავალშვილიან დედა სალომე გოგიაშვილს, სხვების შვილები რომ არც ახსენდება ასეთ დროს, როცა მსგავსი, მდაბიო პასუხი აქვს, თეატრში იარეზე, იქნებ გადასცეთ, რომ მისი მეგობარი ნიკუშა კაცია დაიჭირეს, ჩაუდეს 14 […]
საფრანგეთის ახალი პრემიერი ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ გახდა

საფრანგეთის პარლამენტმა 4 დეკემბერს გამოუცხადა უნდობლობა მიშელ ბარნიეს მთავრობას, რომელმაც სამი თვე იმუშავა. ეს ამ ქვეყანაში დეპუტატების მიერ მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა 1962 წლის შემდეგ. პრემიერი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დეპუტატების თანხმობის გარეშე მიიღო სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის შესახებ კანონი 2025 წლისთვის. დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის ხარჯები 40 მილიარდი ევროთი უნდა შეკვეცილიყო, გადასახადები კი 20 მილიარდი ევროთი […]
შამბას თქმით, რუსეთში აფხაზი სტუდენტების სამხედრო გაწვევას გეგმავენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა. შამბა ამბობს, რომ საუბარია “ორმაგი მოქალაქეობის მქონე სტუდენტებზე – აფხაზური და რუსული”. მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, რადგან საჭიროა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება. საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე, შამბამ ისიც აღნიშნა, […]
„ქართული ოცნება“ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სისტემურ წმენდას გეგმავს – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

საქართველოს პარლამენტის ცნობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი განიხილა. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ დაასუსტებს საჯარო მოხელის უფლებებს და სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოიყენებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში პროევროპული აქციების პარალელურად საჯარო სექტორში განვითარებული მოვლენების შემდეგ. პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან ასობით საჯარო მოხელემ მოაწერა ხელი განცხადებებს, […]
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ფრანსუა ბაირუ დაასახელა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ცენტრისტი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს. ფერანსუა ბაირუ ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს უკვე შეხვდა. ცნობისთვის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ ბარნიემ თანამდებობა დატოვა. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მემარცხენე „ახალმა სახალხო ფრონტმა“ ძალისხმევა გააერთიანეს და მიშელ ბარნიეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ბოლო 60 წლის განმავლობაში ეს პირველი […]
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8448 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8512 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9842 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9946 ლარს შეადგენდა. […]
პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა

პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა „ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით მიიღო „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, […]
სოზარ სუბარი ე.წ. ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერად აირჩიეს

სოზარ სუბარი ე.წ. ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერად აირჩიეს სოზარ სუბარი „ოცნების“ პარლამენტში, ე.წ. ოპოზიციის კვოტით წარადგინა ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციამ „ხალხის ძალამ“ და მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.