უკრაინა პენტაგონის მარაგიდან კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კიდევ 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტებმა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის “ჰაიმარსი” (HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, “ჯაველინის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს (Javelin) და რაკეტებს, ასევე, სხვა […]

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას ფრთოსანი რაკეტებით და დრონებით მასიური დარტყმა მიაყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პარასკევს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასიური საჰაერო იერიში განახორციელა და მათი მისამართით 93 ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, ასევე თითქმის 200 დრონი გაუშვა. პრეზიდენტმა ეს თავდასხმა აღწერა, როგორც ყველაზე ძლიერი დაბომბვა, რომელიც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ენერგოსექტორის წინააღმდეგ მიმართა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 81 რაკეტა, მათ შორის 11 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. […]

ილია მეორე: უმნიშვნელოვანესია დიალოგი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დიალოგი. თუმცა, ის არ აზუსტებს, ვის შორის უნდა შედგეს იგი. პატრიარქის თქმით, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის „ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს!“ „ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი – […]

მთავრობამ Starring Georgia-ს სუბსიდირებული კონცერტების შესყიდვების წესი დაამტკიცა

პროექტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 2025 წელს, შეკვეთილში Black Sea Arena-ზე დაგეგმილი Guns N’ Roses-ის კონცერტი, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაიმართება. კონცერტი 2025 წლის 30 მაისს გაიმართება, ამის შესახებ ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი. Black Sea Arena-მ Starring Georgia-ს კამპანია საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო – ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, […]

ვლადიმერ პუტინის აგრესიის ნიმუში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიმოქმედეთ – მარკ რუტე

ვლადიმერ პუტინის აგრესიის ნიმუში ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიმოქმედეთ – საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „კიდევ რამდენი მაღვიძარის ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებული. ვიცი, […]

„არანაირად არ მართლდება საკუთარი თავის უსაფრთხოების და აქციის რეპუტაციის უაზრო რისკის ქვეშ დადება“ – ნატა ფერაძე

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე მშენებლების პროტესტს ეხმაურება: „არანაირად არ მართლდება საკუთარი თავის უსაფრთხოების და აქციის რეპუტაციის უაზრო რისკის ქვეშ დადება ამწეზე აძრომით და მსგქვსი სრულიად დაუფიქრებელი ქმედებებით.

ელჩი დანიგანი “კოკა-კოლას” ეწვია

მუხრანის ველზე მდებარე “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” აშშ-ის ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი და საელჩოს დელეგაცია ესტუმრნენ. როგორც კომპანია იტყობინება, ქარხანაში გამართულ ტურს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, თემურ ჭყონია მასპინძლობდა. მან ელჩს ამერიკის სიმბოლოდ წოდებული – “კოკა-კოლას”, “მაკდონალდსისა” და განახლებული ქართული ბრენდის, წყალი “მთის” წარმოების სრული პროცესი გააცნო. “ვიზიტის დროს, ამერიკის ელჩი შეეხო კოკა-კოლასა და მაკდონალდსის […]

ათანასიოს ორფანიდისი – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცალსახადაა გაწერილი, რაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდისი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. მისივე შეფასებით, პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო. ამის შედეგად, საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია. „ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 დეკემბერს 12:00-იდან 13:30 საათამდე და 14:00-იდან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში შერმადინის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის და მიმდებარე ქუჩებზე; 15 დეკემბერს 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელ სიონში; […]