ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს – ანდრია ჯაღმაიძე

ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს – ანდრია ჯაღმაიძე ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს. დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი -ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, […]

შენგელიას ორმაგი დუბლით “ვირტუსმა” ვიტორიაში “ბასკონია” ქულით დაამარცხა

დიდი ამბები მოხდა წუხელ ვიტორიაში, სადაც თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით “ვირტუს ბოლონიამ” ადგილობრივი “ბასკონია” დაამარცხა და ევროლიგაში 6-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ბოლონიელებმა ბოლოს ევროლიგაში 8 ნოემბერს, თელ ავივის მაკაბისთან გაიმარჯვეს, რის შემდეგაც მოგების სიხარული აღარ განუცდიათ. ვიტორიაში გამართული მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ვირტუსის გამარჯვებით – 82:81 დასრულდა. ამ მატჩში შედგა დუშკო ივანოვიჩის სამწვრთნელო დებიუტი ბოლონიურ […]

ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (ახალციხე-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8448 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8448 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8448 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8512 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9842 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9946 ლარს შეადგენდა. […]

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაინაცვლა

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „საქართველო“, „გაიფიცე“. ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება. დედაქალაქის მასშტაბით დღის […]

გიორგი მარგველაშვილი – რა თქმა უნდა, ეს პროცესი მივა ბოლოს პოლიტიკურ დიალოგამდე და ამ დიალოგში მთავარია, ოპოზიცია არ გატყდეს, არ დაიწყოს ივანიშვილთან ვაჭრობა, ვაჭრობაში ივანიშვილს ნამდვილად ვერ მოუგებ

ჩემს მოლოდინზე მეტია მაკრონის ზარი ივანიშვილთან – გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ქართული შემთხვევით შეწუხდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. „უაღრესად კმაყოფილი ვარ, იმ ადეკვატურობის, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს მიმართ იჩენენ. ბევრი წლის მინელებული დამოკიდებულების შემდეგ, მათ აბსოლუტურად ადეკვატური დამოკიდებულება […]

ოცნებამ მიიღო კანონი, რომლითაც ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა არ ეყოლება

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება. კანონპროექტს ოცნების 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცვლილების თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აღარ ეყოლება პერსონალური დაცვა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისი დასკვნით დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა […]

ოცნებამ მიიღო კანონი, რომლითაც აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერის ქონა, ნიღბების ტარება იკრძალება

ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც აქციებზე იკრძალება პიროტექნიკის, ლაზერების ქონა და ნიღბების გაკეთება. პაკეტს ქართული ოცნების 82-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, […]

საგამოძიებო TV პირველის ჟურნალისტს, ოპერატორის თავდასხმის გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ჩიხლაძე და შეწირული დაზარალებულად ცნო. საგამოძიებოს განმარტებით, სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები მოიპოვეს, ასევე, რამდენიმე ადამიანი გამოკითხეს. “ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის […]

ვიდეო: “ვინაა რუსი?!“ — დეკანოზმა შალვა კეკელიამ რუსეთის პოლიტიკის მომხრეები დაწყევლა

მამა შალვა კეკელიასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ, ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს ვიდეოს სადაც დეკანოზი რუსეთის პოლიტიკის მომხრეებს წყევლის. “ვინაა რუსი, ვინც რუსეთის პოლიტიკის მომხრეა ყველა წყეული იყოს.”- თქვა მამა შალვა კეკელიამ. ნახეთ კადრები: