ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ოპოზიცია და ეს ვიქნებით ჩვენ – „ხალხის ძალა“

ის ხალხი, რომელიც თავს ოპოზიციად ასაღებს, რეალურად, აგენტურული ქსელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ოპოზიცია და ეს ვიქნებით ჩვენ – „ხალხის ძალა“ „ვფიქრობთ, რომ დადგა ის დრო, როცა ქვეყანას უნდა ჰყავდეს რეალური ოპოზიცია და ის პატარ-პატარა უთანხმოება თუ აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხება, არ უნდა დარჩეს კულისებში, უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე და ამის […]

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. “საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო […]

ექიმები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან მედიცინოს ფაკულტეტის სტუდენტებიც. ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქციების მიმდინარეობისას მოქალაქეების ცემასა და დაპატიმრებას აპროტესტებენ. „მე ვაპროტესტებ ჩემი კოლეგების ცემას, დასახიჩრებას, უცნაურ სიტუაციებში დაპატიმრებას და გატაცებას ვაპროტესტებ, არამარტო ჩემი კოლეგების, არამედ სხვა პროფესიის ადამიანებისას. ვემიჯნები ამ პროცესს, […]

ეკონომიკის სამინისტროსთან მეღვინეები აქციას ლოზუნგით – „ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია“ მართავენ

ეკონომიკის სამინისტროსთან ქართველი მეღვინეები საპროტესტო აქციას მართავენ. მეღვინეები ადგილზე სხვადასხვა ბანერებით არიან მისული: „ქართული ღვინო ევროპისკენ“; „ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია“; „მცირე მარნები ევროკავშირის მეშვეობით გავძლიერდით“. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ქართული ღვინოს ადგილი ევროპაშია და ევროინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს. ამასთან, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აქციების დროს დაშავებულ და დაკავებულ ადამიანებს. „მეღვინეების მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქართული […]

დუგლას ლაქსტონი – ქვეყანაში გრძელვადიანად არის შენარჩუნებული მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია და ფასების სტაბილურობა – საქართველო ძალიან მაგარ ფორმაშია

ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომით ხელმძღვანელობს, რის შედეგადაც ფასების სტაბილურობას წარმატებით უზრუნველყოფს. სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად კი ეფექტურად მართავს არსებულ რისკებს, – განაცხადა მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტმა და ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტმა დუგლას ლაქსტონმა, სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები”. ლაქსტონმა ხაზი გაუსვა, რომ განვითარებადი ქვეყნების ნებისმიერი ცენტრალური ბანკი, […]

„პარლამენტმა მიიღო კანონები, რომელთაგანაც რამდენიმე, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“ – სახალხო დამცველი

„პარლამენტმა მიიღო კანონები, რომელთაგანაც რამდენიმე, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს“ – სახალხო დამცველი სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს: „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პარლამენტმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაგანაც რამდენიმე, სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების არსებითი ხასიათის მიუხედავად, ეს საკანონმდებლო პროცესი წარიმართა […]

შპს “ჯეუ გრუპმა” 14 მილიონის ტენდერები მოიგი იმის მიუხედავად, რომ 9 თვით დააგვიანა ჭავჭავზის გამზირის რეაბილიტაცია, ხოლო უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისას სამჯერ დაჯარიმდა – ფლანგვის დეტექტორი

შპს “ჯეუ გრუპმა” 14 მილიონის ტენდერები მოიგი იმის მიუხედავად, რომ 9 თვით დააგვიანა ჭავჭავზის გამზირის რეაბილიტაცია, ხოლო უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისას სამჯერ დაჯარიმდა – ფლანგვის დეტექტორი „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, შპს “ჯეუ გრუპმა” 14 მილიონის ტენდერები მოიგი იმის მიუხედავად, რომ 9 თვით დააგვიანა ჭავჭავზის გამზირის რეაბილიტაცია, ხოლო უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციისას სამჯერ დაჯარიმდა: „ შპს “ჯეუ გრუპმა” 2024 […]

ჩელენჯ თასი | სამი ცვლილება “სქარლეთსისთვის”

“შავი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ჩელენჯ თასის მეორე შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. გასულ კვირას ტოპ 14-ის “ვანთან” მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (22:19) შემდეგ, 23-კაციან შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. შერკინების პირველ ხაზში, კვაჭის პოზიციაზე თამაშს ირაკლი ქვათაძე იწყებს, რომელიც პირველ მატჩში მარქაფაში იყო. მის შემცვლელად თადარიგში თენგიზ ზამთარაძე გამოჩნდა. სხვა მხრივ შერკინების შემადგენლობა უცვლელი დარჩა. მოედანზე პირველივე წუთებიდან […]

ის, რაც ვაკის ტაძარში მოხდა, ეკლესიის დარბევას უტოლდება – დეკანოზი ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან – რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა – დღეს მომხდარი მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას“. „ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე 13 დეკემბერს. იგი აცხადებს, რომ […]

საფრანგეთის ახალი პრემიერი ცენტრისტი ფრანსუა ბაირუ გახდა

ემანუელ მაკრონმა – საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დანიშნა ცენტრისტული პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და თავისი მომხრე, ფრანსუა ბაირუ. საფრანგეთის პარლამენტმა 4 დეკემბერს გამოუცხადა უნდობლობა მიშელ ბარნიეს მთავრობას, რომელმაც სულ სამი თვე იმუშავა. ეს ამ ქვეყანაში დეპუტატების მიერ მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა 1962 წლის შემდეგ. პრემიერი გაათავისუფლეს მას მერე, რაც დეპუტატების თანხმობის გარეშე მიიღო სოციალური დაზღვევის […]