სალომე ზურაბიშვილი – აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად მივდივარ – თუ ვინმეს ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა, რომ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, არჩევნების გზა

აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები. „ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, […]

მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც – მოქალაქეები მერიის წინ შეიკრიბნენ

მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. შეკრების ადგილი კვლავ მერიის მიმდებარე ტერიტორიაა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ახალი არჩევნების და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით იკრიბებიან. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა არ დაბრუნდება ევროპულ გზაზე, არ დაინიშნება არჩევნები და არ გათავისუფლდებიან დაკავებულები წვიმის გამო დღესაც ტერიტორიაზე კარვები გაიშლება.

ფსიქოლოგები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან

ფსიქოლოგები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიემართებიან. პროტესტის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”. როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აუცილებელია ყველა სფეროს წარმომადგენელმა განაცხადოს იმის შესახებ, რომ ქვეყანამ ევროპულ გზას გადაუხვია. “პროტესტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის რეგრესს. აუცილებელია, რომ […]

ხვალ თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალაქის მერზე იქნება – სალომე ზურაბიშვილი

რაღაც უაზრო პროვოკაციაა, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, შვიდ საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა მთლიანად თბილისის მერს ეკისრება. „აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა, უწყვეტად იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი და ხვალ რადგანაც […]

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს ხელისუფლებას, “დაუყოვნებლივ და უპირობოდ” გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “დაუყოვნებლივ და უპირობოდ” გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. 13 დეკემბერს გავრცელებული განცხადებით, კინოაკადემია მოუწოდებს კინოსა და კულტურის ყველა სხვა ინსტიტუტს მთელს მსოფლიოში, იგივე გააკეთოს. “საპროტექტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ, ხუთი პირი, მათ შორის, 28 წლის კინოსა და თეატრის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე 5 ნოემბერს დააკავეს “ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობისა და საჯარო მოწოდების“ […]

„აქ ვარ და აქ ვრჩები“ – ზურაბიშვილი ყაველაშვილის არჩევას პროვოკაციას და პაროდიას უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდებს „პროვოკაციას“ და „პაროდიას“. „ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას და არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური, მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ამას დიდხანს და დიდი ანალიზი არ სჭირდება“, – განაცხადა მან 13 დეკემბერს ბრიფინგზე. „ყველაფერი არის პაროდია, რაც დღეს ხდება, […]

,, მე აქ ვრჩები და არსად მივდივარ” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი კალაძისთვის მიმართვის შემდეგ 14 დეკემბერს ,,ოცნების” პრეზიდენტის არჩევაზე: ,,მეორე პროვოკაცია არის ხვალ რაც ხდება პარლამენტში – პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ უფრო პაროდია რადგან ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მოკლებული არის მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმური, ეს მოკლებულია მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ამიტომ ამაზე დიდხანს არც დიდი ანალიზი არ სჭირდება, არც […]

,, ხვალ, პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთება არის პროვოკაცია” – ზურაბიშვილი კალაძეს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს მიმართავს: ,,დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე, ნაძვის ხის ანთება. ეს აშკარად პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი. ხვალ რადგან იმართება პარლამენტში პაროდია, რომელზედაც მერე მოგახსენებთ, იმ დღეს უფრო იქნება პროტესტი. იმ ადგილას ამ ღონისძიების […]

ზურაბიშვილი: „ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას“

დღეს, 13 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ბრიფინგი ჩაატარა. მან ისაუბრა ხვალ დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებზე, ნაძვის ხის ანთებასა და პროტესტზე. „დავიწყებ ხვალინდელი დღით — უაზრო პროვოკაციით, რასაც გვიწყობს ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა შვიდ საათზე ვითომც ნაძვის ხის ანთება, ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ უკვე ორი კვირაა, იმ ადგილას და იმ დროს, პროტესტი მიდის. რახან ხვალ […]

გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან – ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც „ჯვაროსნების“ მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული იქნებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. E ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება. წილისყრის შესახებ Championat-თან კომენტარი თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მეკარემ ოთარ გაბელიამ გააკეთა: „ესპანელები მუდამ ჩვენთან […]