Boeing–ი 787 Dreamliner-ის წარმოების გასაფართოებლად, 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი Boeing Co. ახორციელებს 1 მილიარდ დოლარს ინვესტიციას სამხრეთ კაროლინას წარმოების ქარხნის გაფართოებისთვის, სადაც 787 Dreamliner არის აშენებული. ოპერაციების გაფართოება დაეხმარება Boeing-ს ამ თვითმფრინავების წარმოების მიზნების მიღწევაში, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. 787 Dreamliner-ის წარმოების პროგრამა ითვალისწინებს 2026 წლისთვის წარმოების გაზრდას თვეში 10 თვითმფრინავამდე. ამ წლის ბოლოსთვის Boeing ელოდება 5 თვითმფრინავი 787 Dreamliner-ის წარმოების მაჩვენებელს […]
პრეზიდენტი: პროვოკაციაა ხვალ საღამოს ნაძვის ხის რუსთაველზე ანთება, კალაძეს ვთავაზობ, გადაიტანოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს თბილისის მერის მიერ მთავარი ნაძვის ხის ანთება – მაშინ, როდესაც 2 კვირაზე მეტია, იქ საპროტესტო დემონსტრაციები იმართება, – „პროვოკაციაა“. პრეზიდენტი კახა კალაძეს მოუწოდებს, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. 14 დეკემბერსვე გეგმავს „ქართული ოცნება“ ახალი პრეზიდენტის არჩევას. თბილისის მერმა კახა კალაძემ 12 დეკემბერს […]
სალომე ზურაბიშვილი – აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად მივდივარ – თუ ვინმეს ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა, რომ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, არჩევნების გზა

აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები. „ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, […]
სალომე ზურაბიშვილი – პაროდიაა, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება

პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება – ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური! – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში დაგეგმილ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებს. ზურაბიშვილის შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო პაროდიად აქცია. “ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, რომ “ოცნებიდან“ გადის “ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, იქედან ნიშნავენ […]
პრეზიდენტი – უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება – თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!

დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა. მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება. “დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო […]
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აქტივისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციაზე დაკავებული აქტივისტის ს.ქ.-ს პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით „Facebook”-ზე ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, […]
„სახელმწიფო პოლიტიკა ქართული ღვინისთვის დამღუპველია“ – ღვინის სექტორის პროტესტი

„ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია!“ – ამ გზავნილით მევენახეებმა, მეღვინეებმა – მცირე, თუ დიდი მარნების წარმომადგენლებმა, სომელიეებმა, ღვინის კრიტიკოსებმა, ღვინის გიდებმა, ღვინის ბარებისა და მაღაზიების თანამშრომლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. „საქმის კურსთან“ საუბრისას „თბილღინოს“ თანადამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც აქციას შეუერთდა განაცხადა, რომ ქართულ ღვინოსთან ერთად […]
“ვაპირებთ, მხოლოდ ევროპულ გზაზე ვიაროთ”- მეწარმეების პროტესტი “აწარმოე საქართველოსთან”

„ქართველი მეწარმეები ევროპულ გზაზე“ – ამ იდეით შეიკრიბა დღეს მეწარმეების ნაწილი სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ოფისთან. მათ ამ გზით გააპროტესტეს „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხის შეჩერების შესახებ და პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ოფისთან შეიკრიბა, სწორედ ამ სააგენტოს ბენეფიციარია, შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ სააგენტო, რომელიც მეწარმეებს განვითარებაში და […]
IPM: მოსახლეობის 65% მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს

კითხვაზე, დღევანდელ რეალობაში ვის უჭერთ მხარს, ოპოზიციას თუ “ქართულ ოცნებას”? მოსახლეობის 65% ირჩევს ოპოზიციას, “ქართულ ოცნებას” კი მხოლოდ გამოკითხულთა 22% ასახელებს. ასევე, კვლევის შედეგად ჩანს, რომ მოსახლეობის 65% მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს. აქვე, კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და მას 76% უჭერს მხარს. კიდევ ერთ შეკითხვაზე, გაყალბდა თუ არა […]
სანიოლი: მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრის შემდეგ, სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა: “რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი […]