მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე – თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება

მე-11 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გახსნამდე – თებერვლის პირველ სამშაბათამდე აღარ შეიკრიბება. დღეს საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სხდომები საგაზაფხულო სესიამდე აღარ ჩატარდება. ამასთან, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით დეკემბრის მესამე პარასკევს – 20 დეკემბერ პარლამენტის ბიურო შეიკრიბება და საშემოდგომო სესია ბიუროს ფორმატში დაიხურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მე-11 […]
ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული. „ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების შესახებ. ევროპული კინოაკადემია […]
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ.პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე საპროტესტო მსვლელობები რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები უკვე მე-16 დღეა, ყოველდღიურად გამოდიან და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. პარლამენტთან შეიკრიბილი არიან სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე წერტილში იყვნენ შეკრებილები და მსვლელობით მივიდნენ რუსთაველის გამზირზე. დედაქალაქშო პროტესტი და მსვლელობები დილიდან მიმდინარეობს. მოქალქეები სხვადასხვა ლოკაზიაცე იკრიბებოდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ გზები. უფრო კონკრეტულად, დღის განმავლობაში […]
თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასსა და ევროკომისარ მარტა კოსს მიმართავენ და ინდივიდუალური სანქციები დაწესებას ითხოვენ

“ქართულმა ოცნებამ” ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ვალდებულება გათელა და ევროპულ მისწრაფებებს უღალატა. ამის შესახებ ერთობლივ წერილს შვიდი ევროპარლამენტარი აქვეყნებს, რომლებიც 12 დეკემბერს ვიზიტით თბილისში იმყოფებოდნენ. ევროპარლამენტარები ერთობლივი წერილით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს მიმართავენ. “ჩვენ, ევროპარლამენტის წევრების მრავალპარტიული დელეგაცია, ვეწვიეთ თბილისს 2024 წლის 12 დეკემბერს, რათა მხარდაჭერა გამოგვეხატა ქართველი […]
პრეზიდენტი – ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას – საქართველო დგას და იდგება

ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, არც ყველა ეს ზომა, ხერხი, რომელიც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარულ რეჟიმის მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება ევროპული საქართველოს იდეამ გააერთიანა და შედგა ეროვნული თანხმობა. “მთავარი არის ის, რომ ყოველ დღე გამოდის უფრო და […]
ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ცალკეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალეს საბაჟო) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო […]
ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს “ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

“ევროპის უნივერსიტეტის” და “სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტის” (ესპანეთი) მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრულ პროფესორს ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს, აქტიური თანამშრომლობისა და აკადემიური სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის “ევროპის უნივერსიტეტისგან” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს. მათივე ცნობით, პროფესორ არჩეს საპატიო დოქტორის დიპლომი “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გადასცა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა […]
,, ხანდახან სასულიერო პირია გახრწნილი და კორუმპირებული, და იმათ შეიძლება ვინმე შეებრძოლოს, მაგრამ თქვენ პირად რწმებას არავინ ერჩის” – ლუკა ნაჭყებია

,, ხანდახან სასულიერო პირია გახრწნილი და კორუმპირებული, და იმათ შეიძლება ვინმე შეებრძოლოს, მაგრამ თქვენ პირად რწმებას არავინ ერჩის” – ლუკა ნაჭყებია
ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე და მღვდლები გალანძღო-ქრისტანობისა და სამშობლოს, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის მოუგია, ეს უღმერთობი და უსამშობლოებიც სასტიკად დამარცხდებიან

ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე და მღვდლები გალანძღო-ქრისტანობისა და სამშობლოს, სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ ჯერ არავის მოუგია, ეს უღმერთობი და უსამშობლოებიც სასტიკად დამარცხდებიან “ამას, ხომ მოხერხება და მზაკვრული დაგეგმვა უნდა, საქართველოში ეკლესიაში მივარდე და მღვდლები გალანძღო”- წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარ შემთხვევაზე. […]