გაეროს ექსპერტები: პროტესტს მოჰყვა სასტიკი პასუხი სახელმწიფოსგან. …რეპრესიები შესაძლოა გაძლიერდეს…

13 დეკემბერს გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკა საქართველოში, ვინაიდან მთავრობა ცდილობს ჩაახშოს სპონტანური, სახალხო პროტესტი ქვეყანაში. ამის შესახებ ვკითხულობთ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. „ვხედავთ ყოველდღიურ ძალადობას სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და კრიმინალიზაციას, აგრეთვე მთავრობისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების […]

“მგონი ამ ბოროტების სათავე მამუკა მდინარაძის მათემატიკის მასწავლებელია” – დათო გორგილაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ დღეს რუსთაველზე 48 პროფესიის 1500 ადამიანი შეიკრიბა, ჟურნალისტი და მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მგონი ამ ბოროტების სათავე მამუკა მდინარაძის მათემატიკის მასწავლებელია.“- წერს დათო გორგილაძე.

გიორგი მარგველაშვილი – „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე პერფორმანსშია – პერფორმანსია მათი პრემიერობა, მინისტრობა და დეპუტატობა

„ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე პერფორმანსშია – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია, ხალხს სალომე ზურაბიშვილი ფიზიკურად დასაცავი გაუხდეს, 29 დეკემბრის შემდეგ. “მახსოვს, როდესაც მე შევედი საპრეზიდენტო სასახლეში, დავიკავე სასახლე, მეკავა ბოლომდე და არ დავთმე, ანალოგიური შემოთვლები იყო ჩემს მიმართ და ჩემი პოზიცია ყოველთვის […]

ვალერი ჩეჩელაშვილი – თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხისტი ხაზი გააგრძელა და მიუხედავად ყველა გართულებისა, ყაველაშვილი პრეზიდენტად მაინც დანიშნა, 16 დეკემბერს უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მოლოდინში უნდა იყოს – ჯერ კიდევ რჩებათ შანსი

თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხისტი ხაზი გააგრძელა და ხვალ, მიუხედავად ყველა გართულებისა, ბატონი ყაველაშვილი მაინც დანიშნა პრეზიდენტად, მაშინ 16 დეკემბერს უფრო ხისტი გადაწყვეტილებების მოლოდინში უნდა იყოს „ქართლი ოცნება“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა არალეგიტიმური გადაწყვეტილებების ჯაჭვის ერთი შემდეგი რგოლი იქნება. „მაკრონის განცხადებას მე […]

ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას – სალომე ზურაბიშვილი

ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, არც ყველა ეს ზომა, ხერხი, რომელიც არის გამოცდილი სხვადასხვა ტოტალიტარულ რეჟიმის მიერ, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება ევროპული საქართველოს იდეამ გააერთიანა და შედგა ეროვნული თანხმობა. “მთავარი არის ის, რომ ყოველ დღე გამოდის უფრო და […]

ბუდუ ზივძივაძემ მეათე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში “კარლსრუესა” და “რეგენსბურგის” შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, კომპენსირებულ დროში კი ბუდუ ზივზივაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა. ქართველმა სამმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და 10 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

ზურაბიშვილი მადლობას უხდის მაკრონს მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს, მხარდაჭერისთვის. მაკრონმა დღეს, 13 დეკემბერს, ქართველ ხალს მიმართა. „ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის. ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია. ხალხს არ მიუცია მანდატი “ქართული ოცნებისთვის”, ამ გზიდან გადაუხვიოს. მადლობა, ქართველი ხალხი არ შეშინდება!“, — წერს იგი. · ზურაბიშვილი: „ვერ დააშინებთ, ვერ დააპატიმრებთ ყველას“ · მაკრონი: მსურს, გავიმეორო […]

„ბოიკოტს ვუცხადებ პრეზიდენტის არჩევნებს“ — აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომელთა ჩატარებასაც ხელისუფლება ხვალ, 14 დეკემბერს გეგმავს. „ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელიც უკიდურესი დაპირისპირებით ხასიათდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, და აქედან ნასაზრდოები დესტაბილიზაციური პროცესები საზოგადოებრივი ურთიებთობების თითქმის ყველა სფეროში, მაიძულებს მივმართო როგორც ჩემს დევნილ თანამემამულეებს, ასევე […]

პატიმრობა შეუფარდეს ფოტოგრაფს, რომელსაც ეგონა, რომ “ტიტუშკები” მისდევდნენ და პოლიციას დახმარება სთხოვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 22 წლის ფოტოგრაფს, ლუკა ღვინიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თავად ღვინიაშვილი კი ამბობს, რომ პირიქით, პოლიციას დასახმარებლად მიმართა ღვინიაშვილი 12 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე დააკავეს. ის მეგობრის სახლიდან გამოვიდა და საკუთარ სახლში მიდიოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა BMW-ს მარკის, თეთრი, დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში […]

პოლონეთმა COSAC-ზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა

პოლონეთმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატის – სეიმის – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომაშ გროძკი და პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის – ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, აგნიეშკა პომასკა ავრცელებენ. “დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო მოვლენებს საქართველოში, […]