ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად

თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დედაქალაქში დაგეგმილ ხვალინდელ ღონისძიებას. მისი თქმით, არავის აქვს უფლება ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს და ზეიმს. „ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები დედაქალაქში. ვპირდებით თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს. […]
კახა კალაძე – ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად! – 19:00 საათზე, გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე

სალომე ზურაბშივლმა ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ, რა პროვოკაციაზე საუბრობს, ალბათ, თავად უკეთ იცის – 19:00 საათზე, გელოდებით ყველას რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართვაში განაცხადა. კალაძის თქმით, წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის. […]
„საქართველოს რკინიგზა“ – უამინდობის გამო 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მატარებლების რეისები უქმდება

უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ და რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. “ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და […]
კობახიძე: ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულებებსაც ვასრულებთ. არის ასოცირების დღის წესრიგიდან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ვფიქრობთ, რომ 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი შესრულებული გვექნება. თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გამოიყენება შანტაჟისთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ევროპული […]
EU-ის მაღალჩინოსანი: კაია კალასი სანქციების დაწესების პროცესის დაწყებაზე მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი EU-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თანხმობას მოითხოვს, რათა ქართველი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მიაწოდა. წყაროს ცნობით, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კალასი აღნიშნული საკითხის წამოწევას გეგმავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის ქართველი ხალხის გვერდით დგომა და პასუხისმგებლობის […]
ყაველაშვილის დანიშვნა

სახელმწიფო გაგვიხადეს პაროდიად, – არალეგიტიმურ არჩევნებსა და ნაძვის ხის ანთებას ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა პროვოკაცია უწოდა, სრულ პასუხისმგებლობას კი აკისრებს ოლიგარქის გუნდს. ხვალ არალეგიტიმური პარლამენტი ე.წ-ლ პრეზიდენტს აირჩევს. არადა ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური არჩეული პირია, რომელსაც ნდობას დასავლეთი და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური წრეები თუ სამოქალაქო საზოგადოება უცხადებს. პრეზიდენტის ე.წ. არჩევნებში ცხადია, ოპოზიცია […]
კობახიძე აანონსებს „უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების“ სიას – „ესეც რუსული სახელმძღვანელოდანაა“

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს საქართველოს მთავრობისადმი უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების სიაზე. ანალიტიკოსების თქმით, ეს ინიციატივა ჰგავს რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიას და „რუსული სახელმძღვანელოდანაა“. „ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ინტერვიუში აზერბაიჯანულ პროსახელისუფლებო ტელევიზია Real TV-სთან. ინტერვიუ, რომელიც 12 დეკემბერს ჩაიწერა, 13 დეკემბერს გავიდა პირდაპირ […]
სიცრუე და სიძულვილი ორი მთავარი იარაღია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე, ჩვენ უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ

სიცრუე და სიძულვილი ორი მთავარი იარაღია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე, ჩვენ უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ სიცრუე და სიძულვილი არის ორი მთავარი იარაღი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ […]
ჩინეთის ღვინის იმპორტში საქართველო უმსხვილესი ქვეყნების ათეულშია

საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში, ღირებულების თვალსაზრისით, ტოპ 10 ქვეყანას შორისა. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) ანგარიშში წერია. 2023 წელს ჩინეთმა საქართველოდან 11.69 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა, რაც, წინა წელთან შედარებით, 3.33 მლნ დოლარით ნაკლებია. ჩინეთს ყველაზე მეტი ღვინო საფრანგეთიდან შეაქვს, 2023 წელს ქვეყანაში 559.72 მლნ დოლარის ღვინო შევიდა. […]
საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება – ემანუელ მაკრონი

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს, – ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართველი ხალხისადმი ვიდეომიმართვაში აცხადებს. მაკრონის განცხადებით, გზა დასახულია, საქართველოს ახლა შეუძლია ხელიხელჩაკიდებულმა იმუშაოს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, თავდაჯერებულად, რათა ააშენოს ეს ევროპული მომავალი, ან დაელოდოს და გადაავადოს. „ძვირფასო ქართველო მეგობრებო, საქართველოსთვის […]