სიმღერები, რომლებიც პროევროპულ აქციებს ეძღვნება

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციას 4 წლით აჩერებდა, საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა მოჰყვა, რასაც ხელისუფლებამ ძალადობრივი დარბევებითა და დემონსტრანტების, ცემით, დასახიჩრებითა და დაკავებებით უპასუხა. საპროტესტო აქციებში აქტიურად არიან ჩართულები ხელოვანები, მათ შორის მუსიკოსები, რომლებიც არა მხოლოდ აქციებზე დადიან, არამედ სიმღერებსაც ქმნიან. ამ კუთხით განსაკუთრებით რეპერები აქტიურობენ. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ მუსიკალურ ნაწარმოებს. […]
„ხელისუფლებას ვერასდროს ვაპატიებ, ახალგაზრდებზე ხელი რომ აღმართა“ — ნაირა გელაშვილი

მწერალი ნაირა გელაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციები და ძალადობა მომიტინგეების მიმართ „უნდა შეფასდეს როგორც გახანგრძლივებული 9 აპრილი“. „უკიდურესად კრიტიკული პოზიცია მაქვს ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალგაზრდებზე ხელი აღმართა. პირადად, ამას მათ ვერასოდეს ვაპატიებ. იმ ჩამსხვრეულ სახეებს და გაუბედურებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ტრავმა მთელი ცხოვრება გაჰყვებათ, ვერ ვაპატიებ ვერც წარსულ და ვერც ახლანდელ ხელისუფლებას. ეს [დღეები] […]
ფუტსალი | საქართველო 3:1 კოსოვო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისი არენაზე, კოსოვოს ნაკრები 3:1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან მე-11 წუთზე გატანილ გოლს, საქართველოს ნაკრებმა გიორგი ღავთაძის დუბლით და არჩილ სებისკვერაძის ეფექტური გოლით უპასუხა. მატჩის შესვენებისას, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, არჩილ სებისკვერაძეს ეროვნულ გუნდში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა სამახსოვრო […]
იქნება ზეიმი, სრულად უსაფრთხო გარემოს უწყებები გააკონტროლებენ – კალაძე ნაძვის ხის ანთებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ დადგმული ნაძვის ხის ანთებაზე ეპატიჟება და ღონისძიებაზე, თბილისელებს “ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა” და “სრულად უსაფრთხო გარემოს” ჰპირდება. “იქნება სადღესასწაულო განწყობა, ზეიმი, სრულად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია და ვითარება სრულად კონტროლდება”, – განაცხადა მან ფეისბუქლაივში, სადაც, ასევე უპასუხა, პრეზიდენტ სალომე […]
კახა კალაძე – უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ, ამის დამანგრეველი შედეგები საბჭოთა წარსულიდან ვიცით

უმძიმესია საერთოდ სიძულვილი და მით უფრო სიძულვილი ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ. ამის დამანგრეველი შედეგები ვიცით საბჭოთა წარსულიდან, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე აქციის მონაწილეებსა და ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარ შალვა კეკელიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას. როგორც კალაძემ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, შალვა კეკელია გამორჩეული სასულიერო პირია, რომელიც მართლაც თავდაუზოგავად ემსახურება ეკლესიასა […]
ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ახალქალაქი – კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება […]
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე – მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება

მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელმაც ხვალ პარლამენტის წინ დაანონსებულ ღონისძიებას პროვოკაცია უწოდა. “დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე […]
მერია – თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

მოსული ნალექის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი იყრება: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში. „დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, […]
ბუდუს დუბლი და გამოუყენებელი პენალტი – “კარლსრუემ” გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „რეგენსბურგი“ 4:2 დაამარცხა. სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, კომპენსირებულ დროში კი ბუდუ ზივზივაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარგად ვერ დაარტყა და მეკარე მაქს ვეისი დაეუფლა. სწრაფი კონტრშეტევისას „რეგენსბურგმა“ ისევ მოახერხა წინ გასვლა, თუმცა დროებით. მალე მარვინ ვანიტცეკმა თერთმეტმეტრიანით […]
„ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის“ – ირაკლი კობახიძე

12 წელია, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ძალიან დიდი წარმატების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წელიწადში შეადგინა 9,8%, რაც არის მსოფლიოში ერთ-ერთი […]