ბაიდენმა დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ყურადღება უკრაინასა და სირიაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა

უკრაინა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 13 დეკემბერს დიდი შვიდეულის ლიდერებს ვირტუალურად შეხვდა და ესაუბრა. მას სურდა მხარდაჭერის გარანტირება უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის აგრესიას უკვე თითქმის 3 წელია ებრძვის. ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს ექვს კვირაზე ნაკლებ დროში დატოვებს, თეთრ სახლს კი 20 იანვრიდან არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს, რომელიც ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, უკრაინის მასშტაბური დახმარებისადმი უფრო სკეპტიკურადაა […]
ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ, კაია კალასსა და მარტა კოსს მიმართავენ, ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალურ პირთა მიმართ დაუყოვნებლივ დააწესონ სანქციები

ევროპარლამენტარები, რომლებიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდნენ, კაია კალასსა და მარტა კოსს მიმართავენ, ევროკავშირმა საქართველოს ოფიციალურ პირთა მიმართ დაუყოვნებლივ დააწესონ სანქციები ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს სანქციები ყველა იმ წამყვანი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს დემოკრატიულ უკანდახევაში. მოვუწოდებთ საბჭოს და კომისიას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დააწესონ ცალმხრივი ინდივიდუალური სანქციები, – […]
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ავტომობილები, მოგლეჯილია ხეები

ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, სხვადასხვა ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. თუნუქის ნარჩენები, კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა და დააზიანა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას და სახურავების აღდგენას ითხოვენ. ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ცალკეულ უბნებში მწვანე ნარგავებიც დაზიანდა, ასევე ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოიგლიჯა, დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
რკინიგზა: უამინდობის გამო 14 დეკემბერს დაგეგმილი სამგზავრო მატარებლების რეისები უქმდება

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. კომპანიაში განმარტავენ, რომ უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მგზავრობის საფასურის სრულად ანაზღაურებას ჰპირდება. კომპანია […]
14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე ნაძვის ხე აინთება – კალაძე გეგმას არ ცვლის

14 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე ნაძვის ხე აინთება – კახა კალაძე გეგმას არ ცვლის. ამის შესახებ ის თავის ვიდეო-მიმართვაში ამბობს. შეგახენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მას შესთავაზა, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ღონისძიება ბარბარობას ორბელიანის სასახლესთან გადაეტანა.
რა შუაში ხართ თქვენ ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან, მართლა სკლეროზი კი არ გვაქვს! – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,რელიგიის სახელით ისეთი ხალხი უპირისპირდება ახალგაზრდებს და ქრისტეს სახელს ისეთი ხალხი ამოფარებია, სირცხვილით ვიწვი ხალხო, ქალი 53 წლის ვარ და დავბერდი ამ ქალაქში, ტეხავს! რა შუაში ხართ თქვენ ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან, მართლა სკლეროზი კი არ გვაქვს! სტატუსებს მაინც ნუ წერთ))))) მინიმუმ უხერხულია”
ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია – ირაკლი კობახიძე

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების 90 %-ზე მეტი 2028 წლისთვის შესრულებული ექნება. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ საბოლოოდ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და ვფიქრობთ, რომ 2030 […]
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მე-16 დღე დასრულდა. გამზირზე “თბილსერვისის” ჯგუფი დასუფთავებით სამუშაოებს დაიწყეს, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობაც აღდგება. თბილისის მასშტაბით, დღეს აქციები დილიდან დაიწყო. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტი სხვადასხვა წერტილში დააანონსეს, საიდანაც რუსთაველის მიმართულებით მსვლელობები გამართეს. კერძოდ, დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას აქციებს მართავდნენ: IT, HR, ტრენერები, ფინანსური სფეროს წარმომადგენლები, მარკეტერები, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები; ფსიქოლოგები, […]
ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ – ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, არ მინდა დღეს დავაკონკრეტო, რომ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ ქცევა

ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გავლენიანი ძალები მოქმედებენ, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ – ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ძალების სახელით კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ. “ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო […]
ნუ წვალობთ მეგობრებო, აუცილებლად მოვა ახალი წელი, თბილისი იქნება ულამაზესი და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად

თბილისის მერი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დედაქალაქში დაგეგმილ ხვალინდელ ღონისძიებას. მისი თქმით, არავის აქვს უფლება ბავშვებს წაართვას ის ბედნიერება, რაც მოაქვს საახალწლოდ მორთულ ქუჩებს, ლამაზ ნაძვის ხეს და ზეიმს. „ხვალ აინთება მთავარი ნაძვის ხე და დაიწყება საზეიმო დღეები დედაქალაქში. ვპირდებით თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებას და დაუვიწყარ წუთებს. […]