სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან ბურთის თამაშზე – საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს

საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საპროტესტო აქციიდან ვიდეო კადრებს აზიარებს, სადაც აქციის მონაწილეები ფეხბურთს თამაშობენ. „საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად […]
აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ამისა, მოქალაქეებმა 9 აპრილის ქუჩაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საფეხბურთო მაისური მიიტანეს, რომელიც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დაწვეს.
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით – კალენდარი და თავისუფალი ივნისი

საქართველოს ნაკრებს 2025 წელს ჯერ “ერთა ლიგის” B ლიგაში დასარჩენად ბრძოლა მოუწევს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება. მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს, რომელმაც ხელშეკრულება გაახანგძლივა, ბევრი რამის ახლებურად გააზრება მოუწევს. ორგანიზებული, გეგმაზომიერი ცვლილებები გვჭირდება და არა ქაოსური სვლები. საქართველოს ეროვნული გუნდი მარტში სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრას ჩაატარებს. საშინაო სტადიონად ამ ეტაპზე “დინამო არენაა” მითითებული. […]
საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი – გაეროს ექსპერტები

სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით შაბათს, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა დაეფუძნოს, – ამის შესახებ გაეროს ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს უფლებადამცველების მდგომარეობაზე საგანგებო მომხსენებელი მარი ლოულორი, მშვიდობიანი შეკრებისა და […]
პრეზიდენტის არჩევნებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორი დეპუტატი არ მონაწილეობს – დეპუტატები ბოიკოტს აცხადებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ერთ-ერთი ხმოსანი, ზურაბ ჯგუბურია, პროტესტის ნიშნად, დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ესწრება. როგორც მან სოციალურ ქსელში აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. “მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან უნდა დავდგე – მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ – თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის: ჩემი დიდი ოჯახის, შვილების/შვილიშვილების […]
აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ

საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. პარალელურად ისმის შეძახილები: „დიპლომი ყაველაშვილს“, […]
ჩვენ შევცვალეთ ამინდი ქვეყანაში – გადავარჩინეთ საქართველო ომში ჩართვას და განადგურებას, დავაბრუნეთ სიამაყე ხალხში
„ხალხმა იგრძნო, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ კოლონიას, სადაც რომელიმე ელჩი თითის გატკაცუნებაზე, მთელი მთავრობა და ქვეყანა უკანა თათებზე დადგება და უსიტყვოდ დაემორჩილება მის ბრძანებებს. არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ვინმე რასა იუკნევიჩიანეს ან მარკეტა გრეგოროვას თითის დაქნევაზე შიშით აკანკალდება, როგორც არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა ხოლმე,“ – განაცხადა პარტია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, […]
ანტიფაშისტურად განწყობილი უმრავლესობა თუ დროზე არ გამოფხიზლდება და არ დაანახვებს საკუთარ ძალას, ლიბერალ-ფაშისტებს, ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების სურვილი, კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, რაც ქვეყნის რყევასა და ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს
ანტიფაშისტურად განწყობილი უმრავლესობა თუ დროზე არ გამოფხიზლდება და არ დაანახვებს საკუთარ ძალას, ლიბერალ-ფაშისტებს, ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების სურვილი, კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, რაც ქვეყნის რყევასა და ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს ლიბერალ-ფაშისტები დღეს ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოადგენენ და წინააღმდეგობას აწყდებიან კონსერვატორულად განწყობილი უმრავლესობის მხრიდან, რის გამოც ისინი მაქსიმალურად ამწვავებენ ბულინგს და საზოგადოებიდან მოკვეთის მცდელობებს, ცილისწამებებსა და პროვოკაციებს. ამაში ისინი […]
სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ თუ მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლად ვართ მონათლულები, გვყავს პატრიარქი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისი კურთხევა შევასრულოთ

სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ თუ მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლად ვართ მონათლულები, გვყავს პატრიარქი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისი კურთხევა შევასრულოთ როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში „ჭმუნვაში“ მყოფმა ადამიანმა უცებ მოიცალოს იმისთვის, რომ აქციაზე მიდიხარ და უცებ ეკლესიაში მლოცველებს, მრევლს თუ სასულიერო პირს შეუვარდე. ვინმე გამოვიდა, შეურაცხყოფა მიაყენა, რაიმე უთხრა, ეს ხომ წარმოუდგენელია, – განაცხადა რეჟისორმა, […]
მედია – უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ათამდე დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ კიევის მიმართულებით გაშვებული ათამდე დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსულმა ჯარებმა უკრაინის მშვიდობიანი დედაქალაქის მიმართულებით დრონები კვლავ გაუშვეს. საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა“, – აცხადებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო. პოპკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ დრონები სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს.