საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას მოუწოდებს, გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით იარონ და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ. „ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია […]
112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

112-მა პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეისყიდა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია. აქციებზე სახის დაფარვა იკრძალება ახალი რეგულაციებით, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე მიიღო და რომელიც ძალაში შესასვლელად ხელმოწერას ელოდება. 112 განმარტავს, რომ რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების დროს არაერთი კამერა დაზიანდა და მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო. კონტრაქტის ღირებულება თითქმის […]
საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ბიულეტენები სახელობითია. პრეზიდენტის პოსტზე, “ქართული ოცნების” მიერ, წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა. ოპოზიცია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. ოპოზიციურ პარტიებს არ წარუდგენიათ კანდიდატი და პროცესშიც არ მონაწილეობენ. 300-კაციანი კოლეგიიდან, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმაა საჭირო. ცესკოს წარმომადგენელი ანბანური პრინციპით აცხადებს […]
რკინიგზამ დასავლეთის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა – ნახეთ “საქართველოს რკინიგზის” საგანგებო განცხადება

რიკოთი უღელტეხილზე საშინელი უამინდობაა. დიდთოვლობას ძლიერი ქარიც ერთვის. საქართველოს რკინიგზა რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების […]
საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მივიდა. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შენობის შიგნით კი პარლამენტი, ახალ პრეზიდენტს ირჩევს. სალომე ზურაბიშვილის ადგილზე გამოჩენას მოქალაქეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. ხალხი მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირის გავლით, ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში მივიდა

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა, ორბელიანების სასახლისკენ მიემართება. მას კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა მხოლოდ ის თქვა, რომ მიდის სამსახურში. ხალხი კი მას შეძახილებით აცილებს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. „ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, – ასე მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები – „დიპლომი ყაველაშვილს“. […]
29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან სალომე ზურაბიშვილს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია – პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები პირველად ტარდება და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღევანდელ კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით 211 წევრის ადგილი აქვს, ოპოზიციას 69. ამას ემატება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან 20 წევრი. კენჭისყრის პროცედურა 09:00 […]
საქართველოს რკინიგზამ 14 დეკემბრის რეისები გააუქმა

უამინდობის გამო, დღევანდელი რეისები გაუქმებულია, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს კომპანიის განმარტებით, ბილეთების დაბრუნება მგზავრებს 10 დღის ვადაში შეუძლიათ. „ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და […]
რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ – კანონპროექტის დეტალები

საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება. პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან – მათი დანიშვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან სსიპ-ში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირები. კანონპროექტის წარმდგენმა, […]