“ყველაფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში” – სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე გამოჩნდა

14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს გამოჩნდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ “ქართული ოცნების” დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები. პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ის ქუჩაში კომენტარებს არ აკეთებს, ორბელიანების სასახლეში სამსახურში მიდის. “ყველაფერი ვთქვი, ახლა […]

გერმანიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს – Spiegel

გერმანული გამოცემა Spiegel წერს, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მხარს უჭერს და საკითხს, სავარაუდოდ, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს. Spiegel-ის მიხედვით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ლიურმანი ცდილობს, ამ საკითხზე კოლეგების მხარდაჭერა მოიპოვოს. როგორც გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საუბარია მხოლოდ ინდივიდუალურ სანქციებზე, რათა ზომები მთლიანად მოსახლეობაზე […]

პარლამენტთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა

პარლამენტთან, სადაც მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტის არჩევის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა. პარლამენტის მიმდებარედ მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ. ამ წუთებში კანონმდებლები პრეზიდენტად ქართული ოცნების კანდიდატს – მიხეილ ყაველაშვილს ირჩევენ. პარალელურად, მიმდინარეობს აქცია – “აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს”. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. […]

შალვა პაპუაშვილი – მინდა მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, დემოკრატია – დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი, უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ეს ტესტი ჩააბაროს

მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ ქართველი ხალხის ნება, დემოკრატია. დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. უნდა ვნახოთ შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილმა […]

პრეზიდენტი – უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც 14 დეკემბერს, 19:00 საათზე, დაგეგმა ვითომდა ნაძვის ხის ანთება – თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!

დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა. მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება. “დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო […]

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა – პარლამენტის მიმდებარედ მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან აღნიშნა, „სამსახურში მიდიოდა“, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, სალომე ზურაბიშვილს არ უპასუხია. საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ“. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ – სალომე ზურაბიშვილის […]

Reuters – სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება

სამხრეთ კორეის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ოპოზიციური პარტიები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრას დღეს ჩაატარებენ. მმართველმა პარტიამ იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც, კვორუმი ვერ შედგა. სამხრეთ კორეის ოპოზიციურ […]

აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ

საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. პარალელურად ისმის შეძახილები: „დიპლომი ყაველაშვილს“, […]

რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ – მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი – გაეროს ექსპერტები

რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ – მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი – გაეროს ექსპერტები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით შაბათს, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა დაეფუძნოს, – […]

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება – შალვა პაპუაშვილი

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება – შალვა პაპუაშვილი მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები პირველად ტარდება და ვფიქრობ, რომ საპარლამენტო დემოკრატიის გამყარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღევანდელ კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით 211 წევრის ადგილი აქვს, ოპოზიციას 69. ამას […]