“რა ტყუილად მათვლევინებენ” – კომისიის წევრი, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ითვლიდა

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდა. საპრეზიდენტო არჩევნების ერთდადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იყო. “რა ტყუილად მათვლევინებენ” – კომისიის წევრი, რომელიც ყაველაშვილის პრეზიდენტად დასმის არჩევნების შედეგებს ითვლიდა. სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 […]

ვატო ბჟალავას, რომელიც სახლთან ძაღლს ასეირნებდა და უფორმო პოლიციელებს “არ დაემორჩილა”, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელმაც გუშინწინ ვატო ბჟალავა დააკავა, ერთგვარად აღიარა, რომ დაკავებისას ის სამოქალაქო ფორმაში იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, ეცვა თუ არა პოლიციის […]

გუკეშ დომარაჯუ ჭადრაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა – საპრიზო ფონდი 2,5 მილიონ დოლარს შეადგენდა

ინდოელი გუკეშ დომარაჯუ ჭადრაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, – წერს BBC. სიმბოლურია, რომ ის 18 წლის ასაკში მეთვრამეტე მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. დომარაჯუმ დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ჩინეთიდან დინგ ლიჟენი. შეხვედრა სინგაპურში გაიმართა. საპრიზო ფონდი 2,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. დომარაჯუ 12 წლის ასაკში გახდა გროსმაისტერი და ყოველთვის ოცნებობდა ჩემპიონობაზე. მისი მშობლები ექიმები არიან. მამა ქირურგია, დედა […]

ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანთან ერთად, უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ

ევროპელი ლიდერები, ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსების საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. Politico-ს ცნობით, შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტესა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა მას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ევროპული […]

“კალაძემ ახალი კაბის ჩასაცმელად სხვა ადგილი იპოვოს – ჩვენ ვიდგებით მშვიდობიანად. და ვიდგებით რუსთაველზე” – იაკობ ჯანგავაძე

აქციის ადგილი არის რუსთაველი. კალაძემ ახალი კაბის ჩასაცმელად სხვა ადგილი იპოვოს. თუ რამე შელაპარაკებას ექნება დღეს პარლამენტთან ადგილი, მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა იქნება. არ შეიძლება რეჟიმს დაუთმო ყველაფერი – ნაძვის ხის დადგამზე არავის ჰქონია პროტესტი. ახლაც იქაა. ეს საკმარისი პროვოკაცია არ იყო, დღეს ნაძვის ხის გახსნის ცერემონია ჩანიშნა იმ ადგილას, სადაც 2 კვირაზე მეტია აქცია იმართება. […]

პოკროვსკზე რუსეთის ჯარების სწრაფი შეტევის გამო უკრაინაში დაჯგუფება “დონეცკის” სარდალი გადააყენეს

უკრაინულ საიტ “უკრაინსკა პრავდასა” და Financial Times-ის თანახმად, დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისკენ რუსეთის არმიის ელვისებური წინსვლის გამო პარასკევს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება “დონეცკის” სარდალი ოლექსანდრ ლუცენკო, რომლის ნაცვლად ბრიგადის გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი დაინიშნა. წყაროს ცნობით, ლუცენკოს მეთაურობით უკრაინულმა ჯარებმა ვერ შეძლეს რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეტევის შეჩერება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა 13 დეკემბრის ცნობაში “დაძაბული უწოდა […]

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის – Marao

ანდრო ჭიჭინაძეს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია, იცნობს. ის თეატრისა და კინოს მსახიობია და ახალგაზრდა ხელოვანს უკვე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი. ანდრო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახლა არა პროფესიული საქმიანობის, არამედ სამოქალაქო აქტივიზმის გამო მოექცა – ის 5 დეკემბერს დააკავეს, ბრალი ოფიციალურად კი 6 დეკემბერს წარუდგინეს – პროკურატურამ დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით […]

რასა იუკნევიჩიანე – დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა, რაც მოხდა ფარსი იყო – ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა. რაც მოხდა ფარსი იყო, ისევე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ივანიშვილი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას აგრძელებს“, – […]

კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის – როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი

როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კალაძე წერს, ყაველაშვილი ქვეყნის ღირსებას იცავდა ყოველთვის. „ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. […]

მარკო მიხელსონი – საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება. „საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, – წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.