რა მესიჯები დაეგზავნათ საჯარო მოხელეებს?

რა მესიჯები დაეგზავნათ საჯარო მოხელეებს? ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ტვ პირველმა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს “ქართული ოცნება” ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს.

უცხოელი ლიდერებიდან ყაველაშვილს პრეზიდენტობას ჯერ მხოლოდ ალიევი ულოცავს – განახლებადი სტატია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წერილს უგზავნის. ეს არის ამ დროისათვის პირველი მილოცვა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისგან მიიღო. ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება: “მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და […]

პარლამენტი ზოოპარკს დაემსგავსა – პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი

პარლამენტი დაემსგავსა ზოოპარკს – ეს განცხადება ოთარ ზურაბიშვილმა”ტვ პირველთან”, “ოცნების” მერ საქართველოს პრეზიდენტად, მიხეილ ყაველაშვილის დასმის შემდეგ გააკეთა. პრეზიდენტის ძმა ფიქრობს, რომ “ოცნებას” უდიპლომო პრეზიდენტის დანიშვნით, ბოლო თავისუფალი ინსტიტუტიც მიტაცება უნდა. “ქუჩაში არიან გულანთებული ადამიანები, რომლებიც გაშლილი თვალებით უყურებენ მომავალს. მეორე მხარეს არის ზოოპარკი, სადაც არ არიან ნამდვილი ადამიანები, რომლებიც არიან ჩამწკრივებული ერთმანეთთან ბინას ბრძანებით. […]

მომიტინგეთა სასტიკი დარბევა Amnesty International-ის დოკუმენტში მოხვდა – რას წერს საერთაშორისო ორგანიზაცია

“მომიტინგეების დარბევის ფონზე, პოლიცია ადამიანის უფლებებს შოკისმომგვრელად არღვევს”- ამ სათაურით აქვეყნებს Amnesty International საქართველოში განვითარებული სისხლიანი მოვლენების შესახებ ვრცელ სტატიას. Amnesty International წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში ასობით დემონსტრანტი სასტიკად დაარბიეს, თვითნებურად დააკავეს, აწამეს და არაადამიანურად მოეპყრნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობს, აღნიშნავს, რომ მათ მიერ მომზადებული დეტალური დოკუმენტი, სადაც […]

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების გაყიდვა აკრძალა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს ოკუპირებულ აფხაზეთში ტურების გაყიდვა აუკრძალა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. როგორც რუსული მედია იუწყება, ტურების გაყიდვა ოკუპირებულ აფხაზეთში იქამდე იქნება აკრძალული, ვიდრე რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული. „ვიდრე აფხაზები იმ ნორმების დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან, რასაც მათი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, აფხაზეთის ბიზნესთან „აღმზრდელობითი სამუშაო“ ჩატარდება, ისინი რუსეთიდან ტურისტულ ნაკადს დაკარგავენ, […]

ALDE და Liberal International – ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიღწევების აღიარებას – ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ. „ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია – მისი არჩევით ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს

ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“. „2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და […]

“ვინც მღვდლისადმი კრიტიკას აიგივებს ქრისტესთან ბრძოლას, ის არც მორწმუნეა, არც მაცხოვრის ესმის რამე” – არჩილ გამზარდია

ვინც მღვდლისადმი კრიტიკას აიგივებს ქრისტესთან ბრძოლას ან ნებისმიერ გამოსახულებას ხატთან ან საეკლესიო იერარქის კრიტიკას ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ის არც მორწმუნეა, არც მაცხოვრის ესმის რამე, არც ეკლესიის და არც მართლმადიდებლობის. მსგავსი თვალთმაქცობა, როგორც ფარისევლობა, ქრისტესგან არის უარყოფილი პირველ რიგში. ცხონდა მეზვერე და არა ფარისეველი. ქრისტე ცრუ წინასწარმეტყველებს და ცრუ სასულიერო იერარქებს, საეკლესიო მოვაჭრეებს დაუპირისპირდა და მეგობრობდა […]

დელეგატებმა 224 ხმით პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში პარტია “ქართული ოცნებით” დომონირებულმა საარჩევნო კოლეგიამ და მასში შემავალმა დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი. „საქართველოს პრეზიდენტად არჩეული არის მიხეილ ყაველაშვილი“ – გამოაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, რომელმაც პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელი […]

“მთავარი, რაც მინდა მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება“- პაპუაშვილი

დღეს საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგორც ის აცხადებს, უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა. “საქართველოში დღეს […]