მარკო მიხელსონი – საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ეხმაურება. „საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“, – წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.

საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა

საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, ხედავთ ახალ რიტუალს ამ აქციაზე – აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ […]

ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის” – კახა კალაძე

თბილისის მერისაქართველოს პრეზიდენტის არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის. მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს […]

მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს – მიხაილ როთი

მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს, – წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, სოციალურ ქსელში და ეხმიანება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“ კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში არსებული ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის „გლაიხშალტუნგისკენ“. მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას […]

იმ ადამიანებს მოგმართავთ, ვინც ჩემ მიმართ ხართ ცუდად განწყობილი – მზად ვარ, ნებისმიერ თქვენგანთან შეხვედრისთვის – მამა შალვა

ჩემს მეგობრებს მოგიწოდებთ, მათ უნდა ანახოთ სიყვარული, რადგან პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული დღეს სიმშვიდეზე გადის. დღეს ყველაზე დიდი რამ არის მოთმენა, – განაცხადა აქციის მონაწილეებზე საუბრისას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში. მან შენდობა ითხოვა გუშინ, ტაძართან მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებთან ხმამაღლა მოუწია საუბარი. „ადამიანურად უკვე დიდი ხანია ამას ვითმენ […]

112-მა პარლამენტთან აქციების ფონზე სახის და ემოციების ამომცნობი 30 კამერა იყიდა

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ 112-მა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა შეისყიდა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. 112 განმარტავს, რომ რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების დროს არაერთი კამერა დაზიანდა და მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო. კონტრაქტის ღირებულება თითქმის 85 000 ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულმა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა“ (112-მა) 30 […]

“არის ეს იარაღი, პოლიციელო?” – ფორმიანები ცეცხლსასროლი იარაღით და პასუხის გაცემის უფლების გარეშე – ვიდეოა

ტვ პირველის ცნობით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, სადაც ხალხი “ქართული ოცნების” უდიპლომო პრეზიდენტის დანიშვნას აპროტესტებს, გომელაურის უწყების თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ. სამთავრობო კვარტალი ამ დრომდე ნიღბიანი ძალოვნების ალყაშია მოქცეული. პარლამენტის ტერიტორიას გომელაურის უწყების თანამშრომლები ამაგრებენ, თავისუფლების მოედანზე ნიღბიანები ავტობუსებში ჰყავთ მობილიზებული. გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანებიც. ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვას, რატომ არღვევენ კანონს და რატომ არიან […]

ალიევი ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წერილს უგზავნის. ეს არის ამ დროისათვის პირველი მილოცვა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისგან მიიღო. ალიევი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება: “მჯერა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ქვეყნებისა და […]

ინტელექტუალური რესურსის გადინება, უცხოური დაფინანსების შეჩერება – რა რისკებს ხედავენ სოციალურ საწარმოთა ალიანსში?

სოციალურ საწარმოთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე კუსიანი BM.GE-სთან იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის წინაშეც დადგებიან, თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალა. მისი თქმით, პირველი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ინტელექტუალური რესურსის გადინებას უკავშირდება, რაც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა. ამასთან არსებობს საფრთხე, რომ უცხოური დაფინანსება შეჩერდება და ოპერირება ვეღარ გააგრძელებენ. „პირველ რიგში ყველაზე დიდი საფრთხე ინტელექტუალური რესურსის გადინებას […]

სალომე ზურაბიშვილი: არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია

არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია, – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან გავიდა და მადლობა გადაუხადა. „მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ყველანი ვართ დედები და ყველა ჩვენი შვილია. ვინც აქ დგანან, დგანან ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან […]