ნიღბიანთა იდენტიფიცირება რომ შეუძლებელია, სისტემური დაუსჯელობის გამოვლინებაა – სსც

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ „აქციებზე ნიღბიანი სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა სისტემური დაუსჯელობის გამოვლინებაა“. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მოქალაქეებზე სისტემური ძალადობის და წამების ოპერაციის აღსრულების გარდა, წინასწარ და განზრახ შექმნა სისტემური დაუსჯელობის წინაპირობები და არ უზრუნველყო სპეცრაზმელებისა და მასობრივ დანაშაულში ჩართული სხვა თანამშრომლების იდენტიფიცირებისთვის საჭირო პირობების შექმნა“, – აცხადებს ორგანიზაცია. აქციების დაშლის დროს შინაგან […]

საქართველოს მოსახლეობა ისწრაფვის ევროპისკენ, ეს არის ნება, რომელიც იქ არსებობს – შოლცი

ისწრაფვის ევროპისკენ. ეს არის დემოკრატიული ნება, რომელიც იქ არსებობს, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ დასმულ კითხვას. „ჩვენ ეს გზა ამიტომ გავხსენით და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს]. ევროპა და ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელიც საერთო პრინციპების – კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ერთგულია“, – ამბობს შოლცი. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, […]

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან სროლას დეპუტატი ვახტანგ გოლანძია ემსხვერპლა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლა იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დაშავებულია ე.წ. დეპუტატი, კან კვარჩია, ხოლო როგორც Apnsypress-ი წერს, ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია სროლის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები იმყოფებიან.

Volkswagen–ი და პროფკავშირები გერმანიაში ქარხნების გადარჩენის შეთანხმებასთან ახლოს არიან – Bloomberg

ავტომწარმოებელი Volkswagen AG და პროფკავშირული მოძრაობის ლიდერები ახლოს არიან შეთანხმებამდე მიაღწიონ ბრენდის რესტრუქტურიზაციას გერმანიაში ქარხნების დახურვის გარეშე, იტყობინება Bloomberg–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, კომპანიის მენეჯმენტი მზადაა შეინარჩუნოს ქარხნები და დააბრუნოს სამუშაოს შენარჩუნების პროგრამა მოქმედი 2030 წლამდე, თანამშრომლების მიერ ბონუსებზე უარის თქმის სანაცვლოდ.

“აქ მოსვლას ძალიან ვნანობ, ყველაზე ცუდი მწვრთნელი ჰყავთ” – ზიეჩი “გალათასარაიზე”, რომელ გუნდსაც მიქაუტაძე სურს

“გალათასარაის” 31 წლის შემტევ ჰაკიმ ზიეჩს სტამბოლური გუნდიდან სასწრაფოდ წასვლა სურს და ამას იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს. AS-მა მაროკოელი ფეხბურთელის სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ “გალათასარაის” ამჟამინდელი დამრიგებელი ოკან ბურუქი ყველაზე ცუდი მწვრთნელია, ვინც კი აქამდე შეხვედრია. “ჩემთვის “გალათასარაი” დამთავრებულია! აქ თამაში აღარ მინდა და იანვარში მივდივარ. მე არასოდეს მინახავს ისეთი დაბალი პროფილისა და […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, – ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.

ელენე ხოშტარია ევროსაბჭოს გენმდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს ამბობს. „გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო. ევროსაბჭო არა არის ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში […]

“დავასპონსორებ გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველზე” – ოქრიაშვილი

გვიახლოვდება ახალი წელი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების მთელი სტრატეგია საცივს უკავშირდება – იმედი აქვთ, საახალწლოდ ხალხი საცივში ჩაყოფს თავს და ჩვენც გადავრჩებითო. მე კი მსურს, რომ ყველა ქართველი და ჩვენი საყვარელი საქართველო გადარჩეს. სამწუხაროდ, ასე არამარტო ფიქრობენ, არამედ ამას ოფიციალურად აცხადებენ კიდეც, რაც ძალიან სახალისოა. დიდი სიამოვნებით ვიქნები ახალი, მართალი საქართველოს მეკვლე რუსთაველზე. თუ ვინმე […]

“უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს; უნდა შედიოდეს ციხეზე; უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე”– ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს არ შეხვდება

დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში: ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც […]

“უნდა დავიწყოთ იმ კომპანიების ბოიკოტი, რომლებიც არ უერთდებიან ბიზნესების ერთობლივ განცხადებას!” – ბატიაშვილი

ხალხმა უნდა დავიწყოთ იმ კომპანიების ბოიკოტი, რომლებიც არ უერთდებიან ბიზნესების ერთობლივ განცხადებას!