ვლადიმერ პუტინი – ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს

მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. […]
დიმიტრი ცქიტიშვილი – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე აქცენტები გავაკეთეთ დაპატიმრებულ, ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე – ავტორიტარიზმის უკიდურეს სიღრმეში შევდივართ

აქცენტები გავაკეთეთ უკანონოდ დაპატიმრებულ, ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე, ასევე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში ავტორიტარულ დიქტატურას აკანონებს – ავტორიტარიზმის უკიდურეს სიღრმეში შევდივართ, რომლიდან გამოსვლაც ძალიან გაგვიჭირდება, თუ ახლა არ გაკეთდა სწორი აქცენტები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებულ „მოცემულობაზე […]
ინგოროყვას კლინიკა – აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები, რის შემდეგაც, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ განმეორებითი კვლევების პასუხები დამაკმაყოფილებელი იქნება, შესაძლებელია ექიმებმა მისი კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღონ. „მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს, ამ ეტაპზე, განმეორებითი კვლევები კეთდება არამხოლოდ ლაბორატორიული, არამედ გამომსახველობითი. თუ ყველა პასუხი იქნება დამაკმაყოფილებელი, ალბათ, გავწერთ ბინაზე. ამ პასუხის […]
“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში არიან დახოცილები, იყო სისხლიანი შეტაკებები” – კახა კვეკვესკირი

ამ წუთს მომწერეს ოკუპირებული აფხაზეთიდან. შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა ე.წ.პარლამენტზე, სისხლიან შეტაკებებს აქვს ადგილი და არიან დახოცილები. ვინ, ვის და როგორ არ ვიცი. დეტალებს ვარკვევ ! ამბავი აფხაზურ გარჩევებზე ე.წ. პარლამენტში დეპუტატებს შორის სროლის შედეგად “დეპუტატი” ვახტანგ გოლანძია გარდაიცვალა. დაჭრილია “ოპოზიციის” ლიდერი (ასევე “დეპუტატი”) კან კვარჭია. სროლაში მონაწილეობდა ასევე “დეპუტატი” ადგურ ხარაზია. დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ […]
ერთ წელში პლუს 9 პოზიცია – FIFA-მ 2024 წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა

FIFA-მ 2024 წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების მდგომარეობა უცვლელია და კვლავ 68-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებმა 2024 წელი 77-ე პოზიციაზე დაიწყო და საბოლოდ წინ 9 პოზიციით წაიწია. სანიოლის გუნდმა ყველაზე მაღალი რეიტინგი კი ამა წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა, როდესაც 66-ე პოზიციას იკავებდა. მსოფლიო რეიტინგს კვლავ არგენტინა ლიდერობს. “ალბისელესტეს” შემდეგ საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი […]
შაბათს არაგველების მარში დაიგეგმა

შაბათს, 21 დეკემბერს, 18:00 საათზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა მსვლელობა გაიმართება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები ახალი არჩევნების ჩატარებას, რუსული რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ქვეყნის ევროპული კურსისკენ დაბრუნებას მოითხოვენ.
“ცემისგან მხედველობა დამაკლდა” – კიდევ ერთი სასტიკი ისტორია და მოსამართლე ბრალმდებლის როლში

ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩუტკერაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აქტივისტს, რომელსაც სპეცრაზმის სასტიკად ცემის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა, მოსამართლე ლელა მილდენბერგერს პროცესზე იმ სასტიკ ანგარიშსწორებაზე უყვება, რაც მის მიმართ განხორციელდა, თუმცა სანქცირებული მოსამართლე, ჩუტკერაშვილს ყოველ ჯერზე აჩუმებს, ეუბნება, რომ სხდომაზე პოლიციელების მხირდან ჩადენილი დანაშაული არ განიხილება. “მე ძირითადად ზურგის და თავის არესი მქონდა დაზიანება. ოქმში ჩაწერილი […]
შოლცი ქართველ ხალხს მიმართავს

ევროპა და ევროკავშირი ერთგულია საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე პლაფ შოლცს ჰკითხეს, „რას ეტყოდა საქართველოს ქუჩებში გამოსულ ხალხს, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის”. „ევროპა და ევროკავშირი წარმოადგენს სახელმწიფოთა საზოგადოებას, რომელიც საერთო პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ერთგულია“, – თქვა ოლაფ შოლცმა.
რას ნიშნავს “ქოცობა”? – პეტრე კოლხის განმარტება

ქოცობა ნიშნავს უწიგნურობას, გაუნათლებლობას, სიბნელეს, სიყალბეს, ფარისევლობას, ორპირობას, დაუნდობლობას, ბოროტებას, სიცრუეს, სიბეცეს, გონებაშეზღუდულობას, უტვინობას, მონობას!.. ქოცობა სიგოიმის აღზევებაა!… ქოცობა უგემოვნობის კივილია!.. ტვინდეგრადირებულო ქოცებო, თქვენი აზრი რომ მაინტერესებდეს, თქვენი პრიმიტიული იდეოლოგიის წინაამდეგ არ გავილაშქრებდი…
გიორგი აბაშიშვილი თიბისისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის

გიორგი აბაშიშვილი თიბისისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის დღეს საქართველოში ბიზნესი არის ყველაზე თავისუფალი და ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის, – განაცხადა Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა. „საქართველოში ბიზნესმა ძალიან კარგად იცის მისი […]