აშშ სავიზო სანქციებს უწესებს სამართალდამცავებისა და მუნიციპალური ჩინოვნიკების ნაწილს

ვახტანგ გომელაურისთვის ფინანსური სანქციების დაწესების გარდა, სავიზო შეზღუდვებს უწესებს სამართალდამცავებისა და მუნიციპალური ჩინოვნიკების ნაწილს, ასევე მათ ოჯახის წევრებს. სანქციები უწესდებათ ძალოვნებს, რომლებიც „მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში“ და „მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით“. „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი […]

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გომელაური და კეზევაძე განისაზღვრენ, როგორც უცხოელი პირები, რომლებიც არიან ან იყვნენ უწყების ლიდერები ან თანამდებობის პირები, მათ შორის ნებისმიერი სამთავრობო უწყების, რომელიც ჩაერთო ან რომლის წევრებიც ჩაერთნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. ეს სანქციები […]

Human Rights Watch-ი და “ექიმები უსაზღვრებოდ” თვლიან, რომ ღაზაში ომს აქვს გენოციდის და ეთნიკური წმენდის ნიშნები

19 დეკემბერს ისრაელს ბრალად დასდეს “გენოციდის ქმედებები” ღაზის სექტორში, რაც ამ ქვეყნის მთავრობამ “სიყალბედ” შეაფასა. ამავე დღეს სამედიცინო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიისთვის მიყენებული “განადგურებას” ეთნიკური წმენდის ნიშნები აქვს. Human Rights Watch-ი, ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია თავის ახალ ანგარიშში დეტალურად აღწერს როგორც ის უწოდებს, ისრაელის ხელისუფლების წინასწარგანზრახულ მცდელობას, რასაც “სისტემატური ხასიათი” ჰქონდა, არ მიეწოდებინათ ღაზის […]

აშშ სამართალდამცავებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს სამოგზაურო შეზღუდვას დაუწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამართალდამცავებსა და მუნიციპალური თანამდებობის პირებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სამოგზაურო შეზღუდვას დაუწესებს. ეს ხდება იმის პარალელურად, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე, მირზე კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბრუტალურ და ძალადობრივ ქმედებებზე მედიის, ოპოზოციისა და დემონსტრანტების მიმართ 2024 წლის აქციების პერიოდში. “სახელმწიფო დეპარტამენტი […]

იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 316.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 261.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 212.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის […]

საშუალო ხელფასის სიდიდით თბილისი და მცხეთა ლიდერობს – რეგიონების სტატისტიკა

2024 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით); მშენებლობა – 3 198.2 ლარი (გაიზარდა […]

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის “სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია”-ში (SDN List) მოხვდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები […]

კარგი ამბავი. ხვიჩა გამოჯანმრთელდა – ითამაშებს “ჯენოასთან”?

Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია იმაზე ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და დღეს საერთო ჯგუფთან ერთად სრულად ივარჯიშა. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა, შაბათს “ჯენოასთან” მატჩისათვის მზად იქნება და ახლა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უნდა გადწყვიტოს, გენუაში ათამაშოს თუ არა. თუ კონტე არ გარისკავს და ხვიჩას “ჯენოასთან” შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანს, მას 29 […]

გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთ მაღალჩინოსანს აშშ-მა სანქციები დაუწესა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის (“ხარებას”) მოადგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში არიან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მირზა კეზევაძის გლობალური მაგნიტსკის სიაში შეყვანის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციები […]

დიდი ბრიტანეთი ამ უკანონო ქმედებით ნამდვილად ჩრდილს აყენებს საკუთარ იმიჯს

დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები ხუთ მაღალჩინოსანს დაუწესა:შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს. სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია რომ ეს პირები პასუხისმგებელი არიან საპროტესტო გამოსვლების დროს საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებაზე,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. მისი […]