კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება

“კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დიდმა ბრიტანეთმა ხუთ, ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. საბაბი კი ამ კომედიის არის ქართველი ძალოვნების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიან დემონსტრანტებზე”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ ეს სანქციები ვინმეს შეაშინებს. “უკვე კომედიის ჟანრს სცილდება სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. […]
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის “სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია”-ში (SDN List) მოხვდნენ. როგორც ცნობილია, SDN List-ი “ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის” საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე 22-ე დღეა პროტესტი მიმდინარეობს. მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტ აქციებს, მარშებს და მსვლელობას მართავენ. დღეს, მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. „მამების მარში“, კალათბურთელებისა და კალათბურთის მოყვარულების მარში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მარში – ეს ის მსვლელობა, რომლებიც დღის მეორე-ნახევარში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. გარდა ამისა, დღეს […]
პუტინი უკრაინაზე ტრამპთან მოსალაპარაკებლად, კომპრომისისთვის მზადაა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, კომპრომისზე წავიდეს, თუკი ამ საკითხზე ამერიკის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება გაიმართება. 19 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან შესაძლო მოლაპარაკების წინ, მას წინაპირობები არ ექნება. პუტინი ამერიკული საინფორმაციო არხის ჟურნალისტს პასუხობდა, რომელსაც აინტერესებდა, მზად იყო თუ არა ის ტრამპთან […]
ნოემბერში შვეიცარიული საათების ექსპორტი 3,8%-ით შემცირდა

ნოემბერში შვეიცარიული საათების ექსპორტმა კლება განაგრძო: წლიურად შემცირდა 3,8%-ით, 2,4 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე (2,68 მილიარდი დოლარი). ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის ყოველთვიურ ანგარიშში. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საათების მიწოდება საზღვარგარეთ შემცირდა 2,7%-ით – 23,9 მილიარდ ფრანკამდე. შეერთებული შტატები იყო შვეიცარიული საათების ერთადერთი ძირითადი ბაზარი, რომელმაც აჩვენა ზრდა ნოემბერში, ექსპორტი შეერთებულ შტატებში 4,7%-ით […]
კვირიკაძე აქციიდან: ახალ წელს აქ შევხვდები

საქართველოში პროტესტის 22-ე დღეა – დედაქალაქის მთავარ გამზირზე რიგითი მოქალაქეები კვლავ გამოსულები არიან, რომელთაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც უერთდებიან. ამ წუთებში პარლამენტთან მსახიობი ირაკლი კვირიკაძე იმყოფება, რომელიც “პირველებთან” აცხადებს, რომ ახალი წლის შეხვედრას სწორედ რუსთაველის გამზირზე აპირებს -“მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო, მინდა, აქ ვიყო”. რა თქმა უნდა, რომ აქ შევხვდები ახალ […]
“უნდა შევებრძოლოთ ბოლომდე” – ალექსანდრე კუზანოვი აქციიდან

გუგა კუზანოვის ძმა, ალექსანდრე კუზანოვი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარშზე იმყოფება – ექიმი “პირველებთან” ამბობს, რომ თითოეული ქართველის ბედი ახლა წყდება. “მშვიდობიანად ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის” – აცხადებს ალექსანდრე კუზანოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. “ჩვენი მომავალი ევროპაა. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ბავშვების მომავალი დღეს წყდება. უნდა ვიდგეთ და ვიაროთ წინ. […]
აშშ-მა ვახტანგ გომელაური დაასანქცირა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა მათ ფინანსური სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული. “საქართველოში არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა […]
“ენგურჰესის წყალსაცავში პრაქტიკულად წყალი არ არის,” – მებონია აფხაზეთში ელექტროენერგიის დეიფიციტზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წარმოქმნილ ენერგეტიკული კრიზისის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლევან მიქაამ და ილია გუნიამ ენგურჰესის დირექტორ ლევან მებონიასთან ისაუბრეს. შეხვედრის დასაწყისში მიქაამ აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში “კრიტიკული ენერგეტიკული მდგომარეობაა. “არა კრიტიკული, არამედ უკიდურესად კრიტიკული,” – განმარტა მებონიამ. აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო ნოემბრისთვის ენგურჰესის ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე […]
“მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, თვითონვე არიან პარალიზებულნი” – ნოდიკო ტატიშვილი აქციიდან

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა, რომელიც პარალამენტის წინ, საპროტესტო აქციაზეა, განაცხადა: “მე მახსოვს 100 და 200 ათასობით კაცი რომ იდგა გარეთ, “ოცნების“ წარმომადგენლები იძახნდნე 6 ათასი კაცი დგასო. ესენი არაფერში არ არიან ძლიერები, განსაკუთრებით იმაში უჭირთ, რომ თავიანთ ხალხს ვერ უსმენენ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხელისუფლების წყარო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიკვეთა, მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, იმიტომ რომ […]