როდესაც შს მინისტრს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ნიშნავს, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აშშ-ის ახალი სანქციები იმის მაჩვენებლია, რომ “ბიძინა ივანიშვილის გარშემო წრე ვიწროვდება.“ როგორც ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “გომელაური უბრალოდ შს მინისტრი არ არის, ის არის ამ მთავრობაში ივანიშვილის ყველაზე ახლო ადამიანი.“ მისი დასანქცირება არის საშინელი განაჩენი ქართული სახელმწიფოსთვის, ეს არის განაცხადი იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ. შს მინსიტრის მაგნიტსკის […]

ლონდა თოლორაია – დაკავებულთა 70% ამბობს, რომ გახდნენ არაადამიანური მოპყრობის, რიგ შემთხვევაში კი წამების მსხვერპლი, ასევე, ჰპარავენ ნივთებს, ემუქრებიან გაუპატიურებით, რასაც ემატება შეურაცხმყოფელი მოქმედებების მოთხოვნა და გადაღება

დაკავებულია 400-ზე მეტი პირი, აქედან 70% ამბობს, რომ არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, რიგ შემთხვევაში კი წამების – შსს-ს წინასწარი გარანტიები აქვს მიღებული, რომ შეუძლიათ ჩაიდინონ ყველაფერი და ამათზე პასუხს არავინ მოსთხოვს , – ამის შესახებ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა და საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტთა დაკავებაზე ისაუბრა. […]

აშშ-მა ვახტანგ გომელაური დაასანქცირა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა

აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტმა მათ ფინანსური სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გომელაურსა და კეზევაძეს სანქციები მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და დემონსტრანტების მიმართ სასტიკის რეპრესიების გამო დაუწესა. როგორც დეპარტამენტი მიუთითებს, აღნიშნული ქმედება გაერთიანებულ სამეფოსთან იყო შეთანხმებული. “საქართველოში არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა […]

ამერიკამ ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს – ეს “გლობალური მაგნიტსკის” აქტის ფარგლებში ხდება. “შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის და დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის მთელი 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციებისას. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დგამს შემდგომ ნაბიჯებს იმისთვის, […]

ახალი სახელი, 96 კლუბი, 4 დივიზიონი – ევროპის სუპერლიგის რებრენდინგი

ევროპის სუპერლიგა ახალი სახელწოდებით გააგრძელებს არსებობას – ახლა მას გაერთიანებული ლიგა (The Unify League) ჰქვია. ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ფიფასთან და უეფასთან ტურნირის აღიარებაზე. განახლებული ფორმატი იქნება მონაწილეების ყოველწლიური შერჩევა ეროვნული ჩემპიონატების შედეგების საფუძველზე. ჩამოყალიბდება ოთხი დივიზიონი, რომელშიც 96 კლუბი გაერთიანდება. პირველი ორი დივიზიონი (Star и Gold) – ევროპის საუკეთესო კლუბებისთვისაა. თითოში 16 მონაწილე, რომლებიჩ ორ […]

“ძალიან გამიკვირდა, რომ საქართველომ ENKA-სთან დავა წააგო” – ჩხობაძე

მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ “ნამახვანჰესის” ინვესტორმა კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში გაიმარჯვა და კომპანიამ სახელმწიფოსგან 383.2 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა მიიღოს. BMG-ის კითხვაზე, ექვემდებარება თუ არა გადაწყვეტილება გასაჩივრებას და როდის მოხდება აღნიშნული კომპენსაციის გადახდა, რომელიც ლარის უკანასკნელი გაუფასურების ფონზე უკვე 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, იუსტიციის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ დავა ჯერ […]

გიგა ბოკერია – გვჭირდებოდა მთავრობა, რომელიც ისარგებლებდა გეოპოლიტიკური ვითარებით, საფრთხეებითა და შესაძლებლობებით, რომ წინ წავეწიეთ, ამის ნაცვლად თვითონ შექმნეს კრიზისი – მოღალატეობრივი ამოცანა აქვთ

ჩვენ დღვანდელ ვითარებაში გვჭირდებოდა ისეთი მთავრობა, რომელიც ისარგებლებდა გეოპოლიტიკური ვითარებით, საფრთხეებითა და შესაძლებლობებით, რომ წინ წავეწიეთ, ამის ნაცვლად თვითონ შექმნეს კრიზისი , – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” დამფუძნებელმა გიგა ბოკერიამ პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ბოკერიას შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დასახული ამოცანა, რომელიც კრიზისის გადაჭრას ითვალისწინებს, მოღალატეობრივია. “ეს კრიზისი შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა თვითონ ყველა ეტაპზე […]

ნინო ლომჯარია განმარტავს, რას ითვალისწინებს „მაგნიტსკის სანქციები“

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურსა და მირზა კეზევაძისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და განმარტავს, თუ რას ნიშნავს ე.წ. მაგნიტსკის სანქციების ქვეშ მოხვედრა. როგორც ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. ამასთან, განმარტავს, […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტარტამენტმა ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის “მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის” ფარლებში დასანქცირებას აღნიშნავს (რაც ფინანსურ სანქციებს მოიცავს) და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს. “სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები […]

მარგუს ცაჰკნა – მივესალმები, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები შემოიღო საქართველოს სამთავრობო ოფიციალური პირების წინააღმდეგ – იმედი მაქვს, ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

მივესალმები, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები შემოიღო საქართველოს სამთავრობო ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის , -ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს. „იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა პასუხი აგებინოს მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. სოლიდარულები ვართ ქართველ ხალხთან,” – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა […]