თურქული Southwind Airlines-ი თურქეთში სასტუმროების ქსელის მფლობელმა იყიდა

თურქული ჩარტერული ავიაკომპანია Southwind Airlines შეიძინა მსხვილი სასტუმროების ქსელის Kilit Group-ის მფლობელმა სულეიმან კილიტმა, იუწყება Airport Haber თავის ინფორმაციაზე დაყრდნობით. მედია წერს, რომ Kilit Group არის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ჰოლდინგი თურქეთში, მასში შედის სასტუმროების ცნობილი ქსელები Crystal Hotels და Nirvana Hotels. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი მფლობელი კომპანიის საკადრო და საოპერაციო სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას აპირებს. […]

საქართველოს მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს – ალენ ბერსე

მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კანონის ცვლილებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. „მთავრობამ, გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის […]

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს – ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს – მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც […]

სალომე ზურაბიშვილი იტალიის სენატში სიტყვით გამოდის

იტალიის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი იტალიის სენატის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საუბრობს.

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – ამ წუთებში გარეთ უორდთან შეხვედრა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება დიდი ბრიტანეთის მიერ შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას უკავშირდება.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! – გლდანის ციხესთან აქციაა

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! – ამ წუთებში გლდანის საპყრობილესთან სოლიდარობის აქცია იმართება. სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ციხესთან დაკავებულთა დედები, ნათესავები სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. სისხლიანი ნოემბრის შემდეგ რეჟიმმა ოლიგარქის ტყვეობაში ათობით ადამიანი მოაქცია, მათ შორის მსახიობები, ექიმები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები. გლდანის ციხესთან ამ წუთებშიც სიმბოლურად აქვთ გაშლილი დაკავებულთა ფოტოსურათები. “საქართველოში საბჭოთა კავშირი არ უნდა დაბრუნდეს” – […]

პრეზიდენტი იტალიის სენატში სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, 20 დეკემბერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით, იტალიის სენატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტყუილად ჰგონიათ ნეოკოლონიალისტებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება შეირყევა შანტაჟით, უსაქციელო მუქარით და უსამშობლო სექტანტების დესტრუქციით

ტყუილად ჰგონიათ ნეოკოლონიალისტებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და თავისუფლება შეირყევა შანტაჟით, უსაქციელო მუქარით და უსამშობლო სექტანტების დესტრუქციით ფარისეველი დასავლელი აქტორების დროებით “სანქციობანაზე” პასუხად პრემიერ-მინისტრ კობახიძის ძალიან მართებული გადაწყვეტილება – ღირსეული შსს-ს თავკაცი, გენერალი გომელაური ვიცე-პრემიერიც გახდა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ. აბაშიძის თქმით, როცა საზოგადოება და მის მიერ […]

ჩეხეთის სენატმა რეზოლუციით მოუწოდა მთავრობას, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს და მოსამართლეებს

ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩეხეთის მთავრობას, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებსა და მოსამართლეებს. კერძოდ, სენატის რეზოლუცია მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს: · ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ან მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დემონსტრაციების ძალადობრივად ჩახშობაში; · მოსამართლეებს, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებს იღებენ. ამასთან, რეზოლუცია, – რომელიც სავალდებულო არ არის, – მოუწოდებს […]

გლდანის ციხესთან ლოზუნგით – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხესთან ლოზუნგით – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტში როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათი თქმით, აქციების დროს დაკავებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, ისინი პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებებით „რუსული რეჟიმი ხალხის დაშინებას ცდილობს“, თუმცა, მათივე თქმით, ხალხს არა თუ ეშინია, არამედ პირიქით – ბრაზდება.