გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „კოჭლ იხვს“ უწოდებს

კარგად ვიცით, ტერმინი „კოჭლი იხვი“, რომელიც უკვე არის ამერიკაში მოქმედი ადმინისტრაცია – საქართველოში „კოჭლი იხვი“ სალომე ზურაბიშვილის სახით კიდევ უფრო რთულ სიტუაციაშია, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტები დღეებს ითვლიან, რომ ადმინისტრაციებიდან გამობარგდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამერიკაში ერთი თვის შემდეგ სხვა ადმინისტრაცია იქნება, რომლის […]

“ნონსენსი იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებს გაუუქმებს” – ზვიად ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია და აზრს მოკლებულია იმაზე საუბარი, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, სანქციები გაუქმდება. “სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა არის ჩიხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ახალი არჩევნები. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ძალიან […]

„ბაკურიანი-2025“: რომში მოეწყო „მშვიდობის ცეცხლის“ ანთების ცერემონიალი

ამ სიმბოლურ და ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, „ბაკურიანი-2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, იტალიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელები, ასევე ახალგაზრდა სპორტსმენები და ანსამბლ „ბასიანის“ წევრები. ცერემონიას უძღვებოდა სახელოვანი იტალიელი სპორტსმენი, ცურვაში ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონი მასიმილიანო როსოლინო, რომელმაც შესავალი სიტყვის შემდეგ, […]

ანა დოლიძე – მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი – ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას

მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი, ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე” წერს. კოალიციის ინფორმაციით, ანა დოლიძე ნიდერლანდებში იმყოფება, სადაც ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წევრებს ხვდება. “მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა […]

ბაქო-თბილისი-ერზრუმით გაზის ტრანსპორტირება გაიზარდა

სამხრეთკავკასიური მილსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით იანვარ-ნოემბერში გაზის ტრანსპორტირება 4%-ზე მეტად გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებში წერია. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მილსადენით 20,786.7 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე 4,3%-ით მეტია. უწყების ცნობით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსასდენით აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული გაზის მთლიანი მოცულობის 57,2% გადაიქაჩა. სულ იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 36,319.3 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი […]

რუსეთმა კიევზე დარტყმას უწოდა პასუხი როსტოვის ოლქზე ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით შეტევაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დღეს კიევში დაარტყეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მართვის პუნქტს და სამხედრო დანიშნულების კიდევ რამდენიმე ობიექტს. სამინისტროს თანახმად, ეს იყო პასუხი უკრაინის ტერიტორიიდან ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით(ATACMS და Storm Shadow) როსტოვის ოლქში მდებარე კამენსკის ქიმიურ კომბინატზე 18 დეკემბერს განხორციელებულ შეტევაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით „ჯგუფური […]

„საქსტატი“ მოსახლეობის აღწერის ვადებს ახანგრძლივებს

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები ხანგრძლივდება. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა კითხვარის შევსებაზე, ნაწილთან კომუნიკაცია კი უხვი ნალექის გამო ვერ მოხერხდა. „მიმდინარე პროცესში თბილისის მოქალაქეთა ნაწილი კარს არ უღებდა მასთან სახლში მისულ “საქსტატის” წარმომადგენლებს, რაც გარკვეულწილად აფერხებდა მონაცემების შეგროვებას. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში გასული დღეების […]

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე”- ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის მიზანია, სამართალდამცველების დისკრედიტაცია. “არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი […]

პაატა მანჯგალაძე – რაში სჭირდება გომელაურს ვიცე-პრემიერობა, კობახიძის მოადგილეობა რას მატებს ვინმეს? – ეს არის, ფაქტობრივად, ჩამოშლილი სისტემის ხელით შეკოწიწების მცდელობა

ეს არის, ფაქტობრივად, ჩამოშლილი სისტემის ხელით შეკოწიწების მცდელობა.გომელაურის ვიცე-პრემიერობა არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს არაღიარებული მთავრობის პირობებში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრ ვახტაგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას. მანჯგალაძის თქმით, გომელაური ვიცე-პრემიერად ახლა მიზანმიმართულად დაინიშნა, რადგანაც „სისტემას ბზარები გაუჩნდა“. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციაში ძალიან ბევრი პატაკია […]

„პროდუქციის ფასის დაახლოებით 10%-ით გაძვირდა“ – „ბარამბო“

2024 წელი შოკოლადის მწარმოებლებისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ნედლეულზე ფასის მატებამ პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. კომპანია ,,ბარამბოში“ აცხადებენ, რომ თავდაპირველად ფასის შენარჩუნება მარაგების ხარჯზე შეძლეს, შემდეგ მოგების მარჟა დასწიეს, თუმცა საბოლოოდ მათ პროდუქციის გაძვირება 10%-ით მოუწიათ. ,,მიმდინარე წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკოლადის ნედლეულზე ფასის ზრდა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ბარამბოს პროდუქციის ნედლეულის 70% იმპორტირებულია, შესაბამისად ჩვენი ფასები […]