ევროსაბჭოს გენერალური მდივანი – გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება, აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? – გვაქვს სიტყვები, დაპირებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს – სამუშაო ჯგუფი 1 თვეზე ნაკლებ დროში შეიქმნება

გვაქვს მოლოდინი, რომ კანონი შეიცვლება. 3 დღეა აქ, დელეგაციასთან ერთად ვარ და ჩვენ აქ დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? – გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ვადაზე, თუ როდის შეიძლება აღნიშნულ კანონთან […]
ალენ ბერსე – მივმართე სახელმწიფო უწყებებს, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, ამასთან, გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული – მივიღე გარკვეული დაპირებები

მივიღე გარკვეული დაპირებები გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან. „უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის და შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. მისი ინტერპრეტირება და განმარტება […]
ირაკლი კობახიძემ შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა – შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე განმარტავს, რის შესახებ ისაუბრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართა. „ეს შეხვედრა იყო იმავე ელემენტებზე, რაც ყველა სხვა შეხვედრაზე – ვითარება საქართველოში, მოვლენების განვითარება ბოლო კვირებსა და თვეებში. [ვისაუბრეთ] საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოლის მნიშვნელობაზე, აღებულ ვალდებულებებზე – ეს მხოლოდ სიტყვებია თუ ფაქტებიც, რაც რეალობას შეესაბამება“?.. ხაზი […]
გია ვოლსკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებზე – რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ს ადმინისტრაციიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოშობილი ვითარების გამოძახილია

ყველაფერი, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, იქნება ეს ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ს ადმინისტრაციიდან, გამოძახილია იმ მძიმე ვითარების, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოიშვა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მზად არიან, თუნდაც დღედღეზე წამსვლელ ადმინისტრაციასთან, თუნდაც […]
ალენ ბერსე – აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – საქართველოსთვის კრიტიკული დროა, ქვეყანა სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, მაღალი დონის ძალადობით – ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ხალხის გვერდით არ დავდგე

აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის – საქართველოსთვის კრიტიკული დროა, საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბერსეს თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შეხვედროდა ყველას, რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი. „საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, […]
“დღეს აქციაზე დგანან ის ადამიანებიც, რომლებმაც 26 ოქტომბერს მათ მისცეს ხმა“

არასამთავრობო ორგანიზაცია “განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელმა, საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართულმა ნინო ორდენიძემ “ტვ პირველის“ ეთერში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ნინო ორდენიძის თქმით, დღეს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უკვე ის ადამიანებიც დგანან, რომლებმაც 26 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა: “დღეს აქციაზე ის ადამიანებიც დგანან, რომლებმაც 26 ოქტომბერს მათ მისცეს ხმა, ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ ყველა გამოიყვანეს. მე […]
“მათი პროპაგანდაც აღარ მუშაობს, თვითონვე არიან პარალიზებულნი” – ნოდიკო ტატიშვილი აქციიდან

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა, რომელიც პარალამენტის წინ, საპროტესტო აქციაზეა, განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქციაზე გამოიკვეთა არის რა, “ქართული ოცნების” პროგანდაც აღარ მუშაობს. “მე მახსოვს 100 და 200 ათასობით კაცი რომ იდგა გარეთ, “ოცნების“ წარმომადგენლები იძახნდნე 6 ათასი კაცი დგასო. ესენი არაფერში არ არიან ძლიერები, განსაკუთრებით იმაში უჭირთ, რომ თავიანთ ხალხს ვერ უსმენენ, იმ ადამიანებს, რომლებიც […]
“ახალ წელს აქ შევხვდები“- ირაკლი კვირიკაძე აქციიდან
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე, იმყოფება, რომელიც “პირველებთან” აცხადებს, რომ ახალი წლის შეხვედრას სწორედ რუსთაველის გამზირზე აპირებს -“მე ვერ გავრისკავდი, რომ ეს ახალი წელი სახლში გავატარო, მინდა, აქ ვიყო”. “რა თქმა უნდა, რომ აქ შევხვდები ახალ წელსაც, იმედია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად. ჩემი მეგობრები აქ აპირებენ შეხვედრას, რადგან ვართ თანამებრძოლები და მგონია, რომ მართლა განსაკუთრებული […]
“შევქმნით სამუშაო ჯგუფს” – ბერსეს თქმით, მთავრობისგან რუსული კანონის შეცვლის გარანტიები მიიღო

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს თქმით, საქართველოს მთავრობამ გარანტიები მისცა, რომ ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ რუსულ კანონს შეასწორებდა. ამის შესახებ მან ქართულ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს […]