“დღეს აქციაზე დგანან ის ადამიანებიც, რომლებმაც 26 ოქტომბერს მათ მისცეს ხმა“

არასამთავრობო ორგანიზაცია “განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელმა, საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართულმა ნინო ორდენიძემ “ტვ პირველის“ ეთერში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ნინო ორდენიძის თქმით, დღეს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე უკვე ის ადამიანებიც დგანან, რომლებმაც 26 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა:

“დღეს აქციაზე ის ადამიანებიც დგანან, რომლებმაც 26 ოქტომბერს მათ მისცეს ხმა, ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ ყველა გამოიყვანეს.

მე ძალიან იმედიანად ვარ და ამ პროცესს ოპტიმისტურად ვუყურებ, ახლა დიდებული პროცესი მიდის.

ჩვენი ერი გამოდის მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ ყველაფერს კარგავენ. დგანან ყველა ასაკის და პროფესიების ადამიანები. ახლა დგანან კულტურის წარმომადგენლები, ექიმები, ხელოვანები, ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში არიან დაბადებულები. მე 1980 წელს დავიბადე, 90-იანებში ვიყავი თინეიჯერი და ეს იყო საშინელება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა ორმა შვილმა ის არ გადაიტანოს, რაც მე 90-იან წლებში გადავიტანე და ვნახე“, – თქვა ნინო ორდენიძემ გადაცემაში “რეაქცია“.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა