ISFED – Meta-ს პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა – საქართველოში მოქმედი ანგარიშები რუსული კანონის საპროტესტო აქციებისას აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს

“სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ინფორამციით, Meta-ს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა. მათივე ინფორმაციით, ქსელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა და მასში 76 „ფეისბუქ“ ანგარიში, 30 „ფეისბუქ“ გვერდი და 11 „ინსტაგრამ“ ანგარიში შედიოდა. „რუსულმა ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000 აშშ დოლარი დახარჯა. საქართველოში მოქმედი ანგარიშები რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს აკრიტიკებდნენ […]

Meta-მ წაშალა რუსეთიდან მართული ანგარიშები, რომლებიც კანონის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებდნენ

Meta-მ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში წაშალა Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები, რომლებიც რუსეთიდან იყო მართული. როგორც Meta-ს ანგარიშშია აღნიშნული, წაშლილია რუსეთიდან მართული კოორდინირებული არაავთენტური ქსელები, კერძოდ, Facebook-ის 76 ანგარიში და 30 გვერდი, ასევე Instagram-ის 11 ანგარიში. Meta-ში ამბობენ, რომ “ოპერაცია” მიმართული იყო ფიქციური ახალი ამბების ვებგვერდების აღმოჩენისკენ. ასევე, აღნიშნულია, რომ ეს […]

ირაკლი კობახიძე – 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში

50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს […]

ირაკლი კობახიძე – პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, მადლობა თითოეულ მედალოსანს

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება. „მინდა, ყველას მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა. ჩვენ ერთი თვის წინ შევიკრიბეთ […]

ბაიდენი და ჰარისი პირველად იმოგზაურებენ ერთად მას მერე, რაც პრეზიდენტი არჩევნებს გამოეთიშა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი 15 აგვისტოს განახორციელებენ თავიანთ პირველ ერთობლივ მოგზაურობას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი გამოეთიშა 2024 წლის არჩევნებს. ისინი გამოვლენ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განცხადებით, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჰარისის იმედი, მოხვდეს თეთრ სახლში. AFP-ის ინფორმაციით, 81 წლის ბაიდენი და 59 წლის ჰარისი მერილენდში, ვაშინგტონთან ახლოს, საზოგადოებას ერთიანობას დაუდასტურებენ. სამ კვირაზე ნაკლები გავიდა […]

სემეკმა „თელასი“ 5000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), განმეორებითი დარღვევის გამო, „თელასი“ 5000 ლარით დააჯარიმა. სემეკის ინფორმაციით, საკითხი ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროცედურების დარღვევას ეხება. კერძოდ, ირკვევა, რომ „თელასის“ ქსელში ჩართული იყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე აჭარბებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედა ზღვარს – 500 კილოვატს, ასევე დარღვეული იყო ქსელზე მიერთების პროცედურები, რის გამოც, თავდაპირველად, მარეგულირებელმა […]

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ფიბა-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ფიბა-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, ფიბა-მ რეიტინგი განაახლა, რომლის სათავეშიც კვლავ აშშ-ს ნაკრებია. განახლებულ რეიტინგში მეორე სერბეთია, რომელმაც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალისთვის დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია დაამარცხა. ხუთი ადგილით დაწინაურდა საფრანგეთის ეროვნული გუნდი, ოლიმპიადის მასპინძლებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, […]

თამარ ჩერგოლეიშვილი – ხალხს, ვიდრე არჩევნებში შევა, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ რეჟიმს ამარცხებს, მნიშვნელოვანია, ქუჩაში აქტიურობა – სწორედ ამიტომ, 27 სექტემბერს ვნიშნავთ აქციას

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჩვენ ვნიშნავთ აქციას და მთელი ეს პერიოდი, 27 სექტემბრამდე მოვამზადებთ ამ აქციას , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტიის „ფედერალისტების“ წარდგენისას განაცხადა. როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ქუჩის აქტივობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია ხელისუფლების დამარცხება ისეთი გარანტიებით, რომ მან ამ გამარჯვების მოპარვა ვერ შეძლოს. „მიგვაჩნია, რომ დღეს […]

ISFED – Meta-ს პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა

“სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ინფორამციით, Meta-ს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა. მათივე ინფორმაციით, ქსელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა და მასში 76 „ფეისბუქ“ ანგარიში, 30 „ფეისბუქ“ გვერდი და 11 „ინსტაგრამ“ ანგარიში შედიოდა. „რუსულმა ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000 აშშ დოლარი დახარჯა. საქართველოში მოქმედი ანგარიშები რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს აკრიტიკებდნენ […]

„ფედერალისტები“ – „ევროპული საქართველოდან“ წასულებმა ახალი პარტია წარადგინეს

„ევროპული საქართველოდან“ წამოსულმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა, ახალი პარტია – „ფედერალისტები“ წარადგინეს. თამარ ჩერგოლეიშვილმა პრეზენტაციაზე პარტიის სახელიც ახსნა. მისი თქმით, საჭიროა „თავკომბალა ცენტრალიზებული სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა“. „სწორედ ამიტომ ფედერალიზმი, რადგან ფედერალიზმი არ არის მხოლოდ სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და […]