40 000-ზე მეტი პალესტინელია მოკლული ღაზის სექტორში, აცხადებს ადგილობრივი ჯანდაცვა

ისრაელს და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომში 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, – განაცხადა 15 აგვისტოს პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს. იმავე წყაროს ცნობით, დაჭრილთა რაოდენობა 92 401-ს აჭარბებს, ადგილობრივ მოსახლეთა 85% კი დევნილად იქცა. სამინისტრო დაღუპულთა შორის ერთმანეთისგან არ არჩევს მშვიდობიან მოსახლეობას და “ჰამასის” მებრძოლებს. პალესტინელთა განცხადება ემთხვევა მედიატორების მორიგ მცდელობას, როგორმე მიაღწიონ მხარეებს […]
კოსოვოს ლიდერი ამბობს, რომ მიტროვიცის ხიდი “უნდა გაიხსნას” უსაფრთხოების გამო შეშფოთებების მიუხედავად

კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს მიტროვიცაში – მდინარე იბარზე მდებარე მთავარი ხიდის გახსნა ისე, რომ არ გამოიწვიოს კონფლიქტი კოსოვოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ხიდი ქალაქს ყოფს ალბანელებით დასახლებულ სამხრეთ და უმეტესად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნაწილებად. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხიდის გახსნის გეგმების შესახებ. ამ ნაბიჯის წინააღმდეგი […]
ანა დოლიძე – ჩვენი შტაბი “ოცნების” შტაბისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი ყველა მოქალაქისთვის

თქვენ ნახეთ ჩვენი შტაბი, რომელიც “ოცნების” შტაბისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ყველა დღევანდელი და მომავალი ამომრჩევლისთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა, რაღაც გვითხრას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ ახალი შტაბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე ისაუბრა დავით გამყრელიძეზე, რომელიც პოლიტიკაში 12 წელია […]
ცოტნე ანანიძე – გია ჭყონიამ ხელი შეუწყო ქობულეთის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარობას, გარდა ამისა, ცნობილია მისი გაუხმაურებელი ქველმოქმედებები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ქობულეთში, „ქართული ოცნების“ დელეგატად ბიზნესმენ, გია ჭყონიას წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჭყონიამ ქობულეთის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარობას შეუწყო ხელი. „გია ჭყონია საქართველოს პარლამენტში, “ქართული ოცნებიდან” ქობულეთის დელეგატად დასახელდა. მას, შეეძლო, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში აეწყო ბიზნესსაქმიანობა, თუმცა მშობლიურ ქობულეთში აამოქმედა ბრწყინვალე ობიექტები, რითაც ხელი შეუწყო ქობულეთის ცნობადობის გაზრდასა […]
“სანამ კადიროვის ბათინკი არ მოგვხვდება პირდაპირი გაგებით ცხვირში, არ შევიმჩნიოთ” – ჯანგირაშვილი

დიდი შფოთვაა, დინამოს სტადიონზე რატომ არ იმართება საქართველო-ჩეხეთის მატჩიო. ახლავე აგიხსნით: ივანიშვილს უნდა ვაზიანის სამხედრო ბაზის გაუქმება, რომ საქართველოში ამერიკელი და ნატოელი სამხედროს ფეხი ამოძირკვოს სამუდამოდ. მარტო ახალი სამოქალაქო აეროპორტის აშენების იდეა არ აღმოჩნდა საკმარისი ბაზის გასაუქმებლად. საჭიროება ვერ მტკიცდება. ფეხბურთზე შეთხლეშილი საზოგადოების სენტიმენტების გამოყენებაც გადაწვიტეს და ვაზიანის ახალ აეროპორტთან მაგარ სტადიონს აგიშენებთო კობახიძემ. ზედმეტი […]
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალი პარტია „ფედერალისტები“ წარადგინეს

„ევროპული საქართველოდან“ ყოფილი ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტია „ფედერალისტების“ პრეზენტაცია თამარ ჩერგოლეიშვილმა გახსნა, რომელმაც აუდიტორიას პარტიის ახალი ლოგო წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდების შერჩევის მიზეზზეც ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხები სექტემბერში გაეცემა. ასევე, მისივე განცხადებით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაც სექტემბერში ჩატარდება. „ზუსტად ვიცით, რა უნდა […]
სერგო ჩიხლაძე – ხალხის განწყობა არის დადებითი, სურთ ცვლილებები და ერთადერთი დაკვეთა აქვთ ყველასთან, ერთიანობით, ერთად ვიდგეთ და ერთად გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს

ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს, არც ერთი დღე არ გაივლის, რომ ან რეგიონში, ან ქალაქში არ ვიყოთ , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა ჩიხლაძის თქმით, საზოგადოების მხრიდან არის ერთიანობის დაკვეთა, რათა 26 ოქტომბერს ერთიანობით შეძლოს ხალხმა გამარჯვება “ერთიანობის წევრები, ლიდერები ყოველდღიურად ვხვდებით მოსახლეობას. ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩეველს, არც ერთი დღე არ […]
იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა

იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ივლისის თვეში საქართველოს კულტურის მინისტრის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იორდანულ მხარესთან შეთანხმდა. ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. მინისტრმა ქალაქ კარაკში შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ადგილი […]
ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები არიან

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 902.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3 პროცენტით აღემატება. 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო […]
„ყაზბეგის“ საბაჟოზე სკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა – ამბობენ საელჩოში

„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა. კოალიცია „ერთიანობის“ ლიდერის, გია ჯაფარიძის მიერ „ფორმულის“ ეთერში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. „საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე“, – აცნობეს რადიო თავისუფლებას საელჩოდან. გუშინ, […]