ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – შვედეთმა დაადასტურა, რომ მის ტერიტორიაზე აფრიკაში გავრცელებული დაავადება – მაიმუნის ყვავილი აღმოჩნდა. ინფორმაციას და ფოტოს „ბიბისი“ ავრცელებს. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აფრიკაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საერთაშორისო დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. წლის დასაწყისიდან დღემდე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. […]
შალვა პაპუაშვილი ქართველ ოლიმპიელებს – თქვენ დაამტკიცეთ, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზომას ერისა და ქვეყნისა – რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, ჟინით ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება

თქვენ დაამტკიცეთ ის, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ზომას ერისა და ქვეყნისა – თქვენ დაამტკიცეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, ჟინით ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა. მისი თქმით, 206 გუნდს შორის საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 24-ე ადგილი […]
„აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს, მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას“ – „მეტა“ ამბობს, რომ დაბლოკა რუსული ყალბი გვერდები

კორპორაცია Meta-მ (ფლობს „ფეისბუქს“, „ინსტაგრამსა“ და „ვათსაფს“) თავის ანგარიშში განაცხადა, რომ დაბლოკა 76 ფეისბუქ-ანგარიში და 30 გვერდი, ასევე 11 ანგარიში „ინსტაგრამში“. ანგარიშის თანახმად, დაბლოკილები „კოორდინირებულ არაავთენტურ მოქმედებებში“ იყვნენ ჩართულნი. ეს ქსელი, „მეტას“ ცნობით, მოდიოდა რუსეთიდან და მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „მეტა“ იუწყება, რომ ქსელს სხვა პლატფორმებზეც ჰქონდა ანგარიშები, რათა უფრო სანდო გამოჩენილიყო და აღნიშნავს, […]
პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, მადლობა თითოეულ მედალოსანს

პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურება. „მინდა, ყველას მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ოლიმპიადა. ჩვენ ერთი თვის წინ შევიკრიბეთ […]
50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში

50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია. ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ […]
ჩინეთში სამომხმარებლო ფასები ივლისში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა – რას პროგნოზირებენ ანალიტიკოსები

ჩინეთში სამომხმარებლო ფასები ივლისში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, ამის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაშია აღნიშნული. ზრდა ძირითადად სეზონური ფაქტორების გამოა, რაც სუსტ შიდა მოთხოვნასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს ზრდის და დამატებითი პოლიტიკის მხარდაჭერის აუცილებლობას აძლიერებს. „სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) წლიურად 0.5%-ით გაიზარდა, რაც აჭარბებს მოსალოდნელ 0.3%-ს. არასტაბილური სურსათისა და ენერგომატარებლის ფასების გამოკლებით, ძირითადი ინფლაცია მხოლოდ 0.4%-ით გაიზარდა, რაც იანვრიდან […]
DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

საერთაშორისო ტელეკომპანია DEUTSCHE WELLE აჭარის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. სტატიაში საუბარია ბათუმში მიმდინარე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე. „ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოში მოგზაურობა დროში მოგზაურობას ჰგავს. და სწორედ აქ, ისტორიისა და კულტურის ამ აკვანში ყალიბდება სპორტისა და თავგადასავლების ახალი ცენტრი: ბათუმი“ […]
Meta: წაიშალა რუსული ქსელი, რომელიც “აგენტების კანონის” აქციების დროს “ოცნებას” უჭერდა მხარს

Meta ახალ ანგარიშში წერს, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაიშალა 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამ ანგარიში. მათივე განცხადებით, ეს ქსელი რუსული წარმოშობისაა და მისი სამიზნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია. ანგარიშში საუბარია, რომ ქსელი ფიქტიური ახალი ამბების მეშვეობით მუშაობდა, რომელსაც განსხვავებული ბრენდირება ჰქონდა და სამიზნე ქვეყნებზე იყო ორიენტირებული. Meta აღნიშნავს, რომ ამ ანგარიშის წერის […]
ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს აფრიკის ფარგლებს მიღმა. მათი ცნობით, აღნიშნული პიროვნება აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის მებრძოლი უცხო ქვეყნების მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეობას იმსახურებენ

უკრაინისთვის მებრძოლი უცხო ქვეყნების მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეობას იმსახურებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას მიმართა, შეიკრიბოს და მხარი დაუჭიროს “უკრაინისთვის თავდაცვით საკანონმდებლო პაკეტს”, რომელიც მოიცავს კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების სტატუსის განსაზღვრას, უცხოელი მებრძოლებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიცემას და სხვა საკითხებს. “პირველი. მკაფიოდ გარანტირებული უნდა იყოს სწორედ საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენი […]