კაია კალასი – საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს. კაია კალასის განცხადებით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერების გარდა, ასევე განიხილება დამატებითი ზომები. „საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას […]

ამერიკელი დიპლომატები ასადის დამხობის შემდეგ სირიაში პირველად ჩავიდნენ

პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის დამხობის შემდეგ სირიაში პირველად ჩასული ამერიკელი დიპლომატები ახლა დამასკოში არიან. ისინი ქვეყნის ახალ ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავენ და დაკარგული ამერიკელი ჟურნალისტის, ოსტინ ტაისის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. 20 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სირიაში იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბარბარა ლიფი, სირიაში ყოფილი საგანგებო დესპანი დენიელ რუბინსტაინი და […]

გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია – IPM

IPM-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, 56% ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ უნდა ჩატარდეს. შესაბამისი კითხვის პასუხად, 11% გამოსავლად ასახელებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და პროტესტის პოლიტიკურ სივრცეში გადატანას, 9%-ს მიაჩნია, რომ გამოსავალი მთავრობის სრული ან მაღალი თანამდებობის პირების გადადგომაა, 9%-ს მიაჩნია, რომ კრიზისი არ არსებობს, 4%-ის […]

“ეს კომენტარი დავუწერე იმედს და სრულიად გადაფსიხდნენ” – ნათია მეზვრიშვილი

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი: ერთი რამე უნდა ესმოდეს ყველას „ოცნებაშიც“ და დასავლეთშიც: ქართველ ხალხს აქვს ორი მოთხოვნა – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ვისაც ქართველი ხალხის და საქართველოს დახმარება უნდა, უნდა დაეხმაროს ისე, როგორც ამას აკეთებენ ამერიკელები, ბრიტანელები, ბალტიისპირეთი და ბევრი სხვა – ხალხს ეხმარებიან მათი მოთხოვნების რეალიზებაში. „ოცნება“ ბერსეს მონაწილეობით რასაც აკეთებს, […]

მაკა ბოჭორიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეუშფოთდა – რისთვის დაიბარეს დიპლომატი?

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შეხვედრა დასრულდა – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარეტ უორდთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო. მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს […]

“ოცნების” წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გარდა, განვიხილავთ დამატებით ზომებს – კაია კალასი

შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ისე რომ ამას შედეგები არ მოჰყვეს. დღეს მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ – შემოგვაქვს წინადადება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ასევე დამატებით ზომებს განვიხილავთ“.- წერს იქსზე კალასი.

საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა – მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად

საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა სახელმწიფომ დღეს გაააქტიურა ვენის მექანიზმი, – ამის შესახებ საფრანგეთის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში წერს. „საფრანგეთმა და ეუთოს სხვა 37-მა სახელმწიფომ დღეს გაააქტიურა ვენის მექანიზმი. მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად,“ – წერს საელჩო.

პროევროპულ აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს

პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს. მისმა ბიძამ, იოსებ ჩანადირმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ალექსი თირქიამ კლინიკა გუშინ, 19 დეკემბერს, დატოვა. ის მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში სახლში განაგრძობს მკურნალობას, შემდეგ კი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. „თვალი აქვს საოპერაციო და შუბლზე აკლია ძვლის ფრაგმენტი – საკმაოდ დიდი, რაც მოხვედრილმა საგანმა შეუმტვრია […]

კალასი: მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიებს შედეგები მოჰყვება

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს. დღეს მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ – შემოგვაქვს წინადადება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. ასევე დამატებით ზომებს განვიხილავთ.

“სასიხარულო ამბავი მაქვს” – რას წერს აქციაზე პოლიციის ძალადობის შედეგად დაშავებული ალექსი თირქია

აქციაზე პოლიციის ძალადობის შედეგად დაშავებული ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს. როგორც თირქია სოციალურ ქსელში წერს, მკურნალობას და რეაბილიტაციას გააგრძელებს. მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან. ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის” – წერს თირქია. ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, […]