“ჩვენმა მდუმარებამ ეს მოიტანა” – გორის მერს სურს ნაომარმა ქალაქმა ბოდიში მოიხადოს?

გორში, ხელოვნების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები ხელოვნების სახლიდან გორელ ფოტოგრაფთა კლუბის გამოძევებას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფება თბილისში აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძეც. “ძალიან გული მწყდებოდა, რომ გორი ასე დუმდა. ეს ადგილი იყო სანაგვე, ხალხი რომელიც აქ არის, იშრომა, რომ ეს შეექმნა, უნდათ გამოუშვან. ჩვენმა მდუმარებამ ეს მოიტანა, მიადგნენ ახლა და ეუბნებიან, […]
ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ავსტრალიის ელჩს, მაილს რობერტ არმიტიჯს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა არჩევნების შემდგომ არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება განიხილეს. შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს […]
„ჩირიფრუტმა“ პირველი ექსპორტი ამერიკაში განახორციელა

„ჩირიფრუტმა“ პირველი ექსპორტი ამერიკაში განახორციელა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ნოემბერში, ამერიკულ ბაზარზე 5 დასახელების პროდუქტი გაიტანა, მათ შორის, შოკოლადის სიგარა, კარამელი, შოკოლადის და ტრადიციული ჩურჩხელა. „აქამდე გვქონდა ექსპორტის მცდელობები, მათ შორის, ინგლისში, თუმცა ასეთი ოფიციალური სახე არასდროს ჰქონია. ამერიკაში ექსპორტისთვის საკმაოდ დიდი მუშაობა დაგვჭირდა. გავაკეთეთ მათი კანონმდებლობის შესაბამისი […]
ანტიკორუფციულ ბიუროში ვერ ადასტურებენ, მოეხსნება თუ არა შეზღუდვა თანამდებობის პირთა დეკლარაციებზე წვდომას

2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს. 2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს დაედო ე.წ. ავტორიზაციის ფუნქცია. ავტორიზაცია არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას. ავტორიზაცია ასევე შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობით. დეკლარაციების პორტალზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაზე დაინტერესებულ პირს წვდომა აღარ აქვს. “კომერსანტი” ამ საკითხზე ანტიკორუფციულ ბიუროს ჯერ კიდევ 4 […]
ქართული ბიზნეს სექტორი ეკონომიკაზე სანქციების მოსალოდნელ ეფექტზე მსჯელობს

რა ეკონომიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველო მიმდინარე მოვლენების გამო – მოსალოდნელი რისკების შესახებ დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, ბიზნესმენები, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები მსჯელობენ. მრგვალი მაგიდა თემაზე – პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით იმართება. “სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა – ეს არის ჩიხი, რომლიდანაც ერთადერთი […]
უკრაინასა და რუსეთს შორის შედგა დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა

რუსეთმა და უკრაინამ პარასკევს განახორციელეს დაღუპული სამხედროების ცხედრების მორიგი გაცვლა. 42 ცხედარი რუსეთს გადაეცა, 503 – უკრაინას. როგორც სამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა განმარტა, დაბრუნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებიდან 403 დაიღუპა დონეცკის მიმართულებაზე, 12 ლუგანსკის მიმართულებაზე, 57 ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, ხოლო კიდევ 31 ცხედარი გადმოასვენეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან. ცხედრებს უკრაინაში უტარდებათ სასამართლო-სამედიცინო […]
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი – ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე

ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივ რეპრესიაზე. […]
გივი ჩხარტიშვილი – მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა

მთელ ოპოზიციაში არ გამოინახა კომპეტენტური ადამიანი, რომელიც პრემიერის მოწოდებას გამოეხმაურებოდა და მიმდინარე პროცესებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მათ ქვეყნის გამყიდველები უწოდა. „თქვენ რომ ქვეყანა გიყვარდეთ, თქვენ რომ ღირსება გაგაჩნდეთ, მოსახლეობას შეცდომაში არ შეიყვანდით, […]
„მედიის თავისუფლების კოალიცია“ – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით, – ამის შესახებ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარეების მიერ საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების უსაფრთხოებაზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას […]
კაია კალასი – საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს

საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას შედეგები რომ არ მოჰყვეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი X-ზე წერს. კაია კალასის განცხადებით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერების გარდა, ასევე განიხილება დამატებითი ზომები. „საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ვერ ჩაახშობს, ამას […]