ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა

ევროპის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე „მოგზაურთა მარში“ გაიმართა. ისინი აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მოქალაქეებმა მოგზაურობის ხალისი დაკარგეს და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დააბრუნოს. „უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, რაშიც ვცხოვრობდით. […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სწავლულმა მდივანმა. პროფესორმა იაშა კუტუბიძემ დამსწრე საზოგადოებას ფაკულტეტის დღე მიულოცა და მიმოიხილა ფაკულტეტის ისტორია, ისაუბრა იმ წარმატებულ პროექტებზე, რომელიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. „ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის […]

გორში, „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

„გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ დამფუძნებლები, ამავე კლუბის პროექტ „ხელოვნების სახლის“ წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილი, „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მხარდასაჭერად, გორში, „ხელოვნების სახლში“ შეიკრიბა. პროტესტის საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბს“ უზუფრუქტით გადაცემული იმ შენობა-ნაგებობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნა, სადაც „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ ერთ-ერთი […]

იტალიაში გადაწყვიტეს, რას დაარქმევენ უალკოჰოლო ღვინოს

2024 წლის ბოლოსთვის იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ფრანჩესკო ლოლობრიჯიდა ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ეძღვნება უალკოჰოლო ღვინოებს და დაამტკიცებს მათ ცალკე დასახელებას. ამის შესახებ Gambero Rosso წერს. განკარგულების პროექტი დაამტკიცა რეგიონებისა და ავტონომიური პროვინციების კონფერენციამ, საკონსულტაციო ორგანომ, რომელიც შედგება ქვეყნის რეგიონების წარმომადგენლებისგან. გამოცემის ცნობით, ფორმულირება alcool zero ან alcool free დაშვებული არ არის. ამის ნაცვლად, მწარმოებლებს […]

ალენ ბერსემ დაადასტურა, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო – ეს არის ცესკო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში

ალენ ბერსემ დაადასტურა, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო – ეს არის ცესკო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში ალენ ბერსემ დაადასტურა, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არჩევნების შეფასება არის ცესკოს […]

რა დაუწერა ნათია მეზვრიშვილმა “იმედს” და რატომ “გადაფსიხდნენ” ისინი

ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ იმედს კომენტარი დაუწერა ისინი კი სრულიად გადაფსიხდნენ. “ერთი რამე უნდა ესმოდეს ყველას “ოცნებაშიც” და დასავლეთშიც: ქართველ ხალხს აქვს ორი მოთხოვნა – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ვისაც ქართველი ხალხის და საქართველოს დახმარება უნდა, უნდა დაეხმაროს ისე, როგორც ამას აკეთებენ ამერიკელები, ბრიტანელები, ბალტიისპირეთი და ბევრი სხვა – ხალხს […]

ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმი გაააქტიურა

ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენის (ადამიანური განზომილების) მექანიზმის გაააქტიურა. 38 ქვეყნის დელეგაცია ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ალექსანდრე მაისურაძეს აცნობს ღრმა შეშფოთებას იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტში ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ადამიანური განზომილების სფეროში აღებული ვალდებულებები არის ყველა მონაწილე სახელმწიფოს […]

ერევანი მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავები შეწყვიტოს

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა “არმენპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავები შეწყვიტოს. “რაც შეეხება ერთმანეთის მიმართ წარდგენილი პრეტენზიების გაუქმებას, როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულება ფორმდება, აქ ორი ნიუანსი ჩნდება. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო ფორუმებზე განხილული გარკვეული ჰუმანიტარული საკითხების ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტის პერსპექტივა, ხოლო მეორე, ნათელი უნდა […]

მიქაუტაძის შეძენა კიდევ 4 კლუბს სურს – ცნობილია ფასი, რომლის სანაცვლოდ “ლიონი” მზადაა ქართველი გაასხვისოს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლიონის” თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით “გალათასარაი” დაინტერესდა და მოლაპარაკებები დაიწყო. დღეს კი ჟურნალისტი ეკრემ კონური თავის “ტვიტერზე” გამოქვეყნებული პოსტით ახალ ინფორმაციას იტყობინება. კონურის ცნობით, მიქაუტაძით “გალათასარაის” გარდა “ვესტ ჰემი”, “ბოლონია”, “რომა” და “იუვენტუსი” არიან დაინტერესებული და რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი “ოლიმპიკი” მზადაა 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღოს წინადადებები. გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი […]

რა ეღირება ლარი 23 დეკემბრამდე?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8082 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8091 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9174 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0074 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]