რა დაუწერა ნათია მეზვრიშვილმა “იმედს” და რატომ “გადაფსიხდნენ” ისინი

ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ იმედს კომენტარი დაუწერა ისინი კი სრულიად გადაფსიხდნენ.

“ერთი რამე უნდა ესმოდეს ყველას “ოცნებაშიც” და დასავლეთშიც: ქართველ ხალხს აქვს ორი მოთხოვნა – დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. ვისაც ქართველი ხალხის და საქართველოს დახმარება უნდა, უნდა დაეხმაროს ისე, როგორც ამას აკეთებენ ამერიკელები, ბრიტანელები, ბალტიისპირეთი და ბევრი სხვა – ხალხს ეხმარებიან მათი მოთხოვნების რეალიზებაში. “ოცნება” ბერსეს მონაწილეობით რასაც აკეთებს, ამას ჰქვია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და არალეგიტიმურებთან კოლაბორაციით. “ოცნების” ამ ნაბიჯმა მთლიანად ჩამოანგრია მათივე პროპაგანდა, რომ თურმე უცხოელების ჩარევას არ დაუშვებენ საქართველოს საქმეებში. სინამდვილეში დაუშვებენ, როცა ეს “ოცნების” ინტერესშია და სუვერენიტეტიც და დამოუკიდებლობაც სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

ამიტომ, კარგად რომ გაიგოთ ქართული ოცნება / Georgian Dream TV Imedi: ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვიღაც ბერსეების ჩარევას იქ, სადაც მათი ადგილი არაა და მითუმეტეს ისეთი ფორმით, რაც არათუ ეხმარება ხალხს მოთხოვნების რეალიზებაში, არამედ გეხმარებათ თქვენ, არალეგიტიმურებს უკანონო ძალაუფლების განმტკიცებაში.

ეს კომენტარი დავუწერე იმედს, ეტკინათ და სრულიად გადაფსიხდნენ.

ასე ჩამოგემხობათ ყველა პროპაგანდა თავზე” – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა