2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი

2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი. 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202.3 ათასი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. განსაკუთრებით დიდი სხვაობა გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის 2021 წელს იყო. რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით საქსტატის სხვა მონაცემებს. გარდაცვალების მიზეზებს შორის […]

რუსმა სამხედროებმა მკვდარ უკრაინელ ჯარისკაცს თავი მოკვეთეს და სარზე შესვეს – მედია

რუსმა ჯარისკაცებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც სარზე შესმული უკრაინელი ჯარისკაცის მოჭრილი თავი ჩანს. უკრაინული წყაროების ცნობით, ეს ამბავი რუსეთის ბელგოროდის ოლქში მოხდა, სადაც 12 აგვისტოს უკრაინელთა მცირე ჯგუფის შეჭრის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. უკრაინსკაია პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომელიც სავარაუდოდ რუსი ჯარისკაცების საუბრის ჩანაწერებს ეფუძნება, იუწყება, რომ რუსებმა კოლოტილოვკას საგუშაგო პუნქტთან სულ 4 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და […]

შვედეთში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

შვედეთში, ე.წ. მაიმუნის ყვავილის ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი გასულ დღეებში აფრიკის კონტინენტზე იმყოფებოდა, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა. მოსახლეობის ინფორმირებისთვის, შვედეთის ოფიციალურმა პირებმა, საჯარო განცხადებები გააკეთეს და თქვეს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გამართულია და საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს. „დაინფიცირებულმა შესაბამისი ჩივილებით დროულად მიმართა საავადმყოფოს. აღმოჩნდა, რომ ის ახალი დაბრუნებულია აფრიკიდან. ინფიცირებულ […]

სამხრეთ სუდანში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სამხრეთ სუდანში მშობიარობის დროს 100,000 ახალდაბადებულ ბავშვზე დაახლოებით 1,200 ქალი იღუპება. გაერთიანებული ერების საზოგადოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2020 წელს, წინა ხუთ წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. ქალები იღუპებიან ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს. მიზეზად კი სამედიცინო დახმარებაზე და ელემენტარულ საჭიროებებზე, როგორიც არის მაგალითად, წყალი და სუფთა გარემო, წვდომის არარსებობაა. ამასთან, სუდანში პროფესიონალების ნაკლებობას განიცდიან. […]

ლიბანში, ისრაელის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანში, ისრაელის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA ავრცელებს. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ნაბატიეში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო 5 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები სირიის მოქალაქეები არიან. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო იერიშის სამიზნეს […]

პუტინის მრჩეველმა აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება და აშშ დაადანაშაულა

მოსკოვი აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს მორიგი განცხადებით ეხმაურება. რუსულ სამთავრობო გამოცემასთან საუბრისას, ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში სააკაშვილის ხელისუფლება და ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა. „ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა […]

ირაკლი ნადირაძე – დღეს ჩანიშნულ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, განიხილება კოალიციის გაფართოება და ახალი სუბიექტების შემოსვლა – იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს

დღეს ჩანიშნულია “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილება ორი მთავარი საკითხი. კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” კიდევ უფრო გაფართოება, ახალი სუბიექტების შემოსვლა კოალიციაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ერთიანობა დაამარცხებს რუს ოლიგარქ ივანიშვილს”. „დღეს ჩანიშნულია “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, სადაც ბევრ სხვა საკითხთან […]

უკრაინის საჰაერო ძალები – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 14 დრონი და ერთი „ისკანდერ-კ“-ის ტიპის რაკეტა გაუშვეს, რომლის ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონები ნიკოლაევის, ჩერკასის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში ჩამოაგდეს.

გორში მანქანა ცენტრალურ გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა

გორში, სტალინის გამზირზე, ავტომანქანა საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა. Qartli.ge-ს ინფოერმაციით, ადგილობრივი მედიის ცნობით, მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მილი დაზიანდა და საავტომობილო გზაზე თხრილი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაკეთებული.

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ – ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში პოლონურმა “ლეგიამ” დანიურ “ბრონდბიუს” ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლია. პირველი შეხვედრა ვარშაველებმა გასვლაზე 3:2 მოიგეს, სახლში კი 1:1 ითამაშეს და პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს. მატჩის ყველაზე სკანდალური ეპიზოდი კი საფინალო სასტვენის შემდეგ დაფიქსირდა. პოლონური გუნდის მთავარი მწვრთნელი გონსალო ფეიო დანიელ გულშემატკივართან მიიჭრა და უხამს ჟესტებს აჩვენებდა. “არავის მივცემ უფლებას, “ლეგიას” შეურაცხყოფა […]