რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი ააფეთქა კურსკის რეგიონში

რუსული წყაროები იუწყებიან, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი კურსკის რაიონის სოფელ გლუშკოვოში, ასევე იერიში განხორციელდა სეიმზე მდებარე მეორე ხიდზე, მეზობელ სოფელ ზვანოეში. განადგურებული ხიდის სურათებს აქვეყნებენ რუსული ტელეგრამის არხები და სამხედრო უწყებასთან დაახლოებული ბლოგერები. ხიდის განადგურება ტელეგრამის არხში რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა დაადასტურა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს “ტასსის” თანახმად ამ ინციდენტის […]
საგამოძიებო მედიასაშუალება “ქართულ ოცნებას” პასუხობს

საგამოძიებო მედიასაშუალება OCCRP “ქართული ოცნების” განცხადებას პასუხობს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე. OCCRP განმარტავს, რომ მათ არ აქვთ პოლიტიკური ინტერესი საქართველოში, ან მის მიღმა და აღნიშნავს, რომ მათი მისიაა მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის გასაჯაროება. “OCCRP იაზრებს ამ საკითხის პოლიტიკურ სენსიტიურობას, ჩვენი მისია და ვალდებულებაა, გავავრცელოთ ინფორმაცია, რის […]
სუჯაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ვლადიმერ ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს

უკრაინული მედია და ბლოგერები იუწყებიან, რომ კურსკის რაიონის ქალაქ სუჯაში ლენინის ძეგლი დაანგრიეს. ძეგლი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის ადმინისტრაციიდან არც თუ ისე შორს, იდგა. სავარაუდოდ, ეს შეიძლებოდა გაეკეთებინათ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც შევიდნენ სუჯის ცენტრში. დანგრეული ძეგლის ფოტოებზე ასევე ჩანს მახლობლად მდებარე დაზიანებული შენობები, მათ ატყვიათ დაბომბვის კვალი, ფანჯრები ჩამსხვრეულია. ძეგლის გარეშე დარჩენილი კვარცხლბეკის ფოტო სოციალურ […]
ნიკა მელია სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს

პარტია „ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის სტადიონიდან მოქალაქეებმა გააძევეს. „არ უნდა მოსულიყავით, არ გვსიამოვნებს ფეხბურთის მოთამაშეებს, გარეთ გადით და იქ დაელაპარაკეთ ხალხს“, – მიმართა მას ნარაზენის ერთ-ერთმა მკვიდრმა. ცნობილი ხდება, რომ ნიკა მელია, თანაპარტიელებთან და რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში შეკრებულ ახალგაზრდებთან მივიდა, რომლებიც საფეხბურთო მატჩზე იყვნენ შეკრებილები და მათთან […]
საქართველო უეფა-ს საკლუბო რეიტინგში 49-ე ადგილზე დარჩა

თბილისის „იბერიამ“ კონფერენს ლიგაზე გამოსვლა დაასრულა და ამით ქართული კლუბების ევროსეზონი დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველო 55 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზე დარჩა. ოთხმა ქართულმა კლუბმა (ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“, ქუთაისის „ტორპედო“, „იბერია“) უეფა-ს საკლუბო რეიტინგში, ჯამში, სულ რაღაც 1,250 ქულა დააგროვა. ნებისმიერ ტურნირზე მოგებაზე 0,250 ქულა იწერება, ფრეზე – 0,125, ხოლო წაგებაზე […]
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. […]
ხორვატია სავალდებულო სამხედრო გაწვევას 2025 წლიდან დაუბრუნდება

ხორვატია 2025 წლის 1 იანვრიდან აღადგენს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, – ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება თავდაცვის მინისტრ ივან ანუშიჩზე დაყრდნობით, რომლის თანახმად სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ორი თვე იქნება. ხორვატიაში 2008 წელს გაუქმდა სავალდებულო სამხედრო სამსახური და ქვეყანა გადავიდა ნებაყოფლობითი სამსახურის ფორმაზე. ხორვატიის ტელეარხ RTL-თან ინტერვიუში, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევის სისტემის აღდგენის […]
კონტრაქტის გახანგრძლივება დე ლაურენტისის მამის დაარსებულ კომპანიაში – ხვიჩასა და “ნაპოლის” ახალი შრომითი ხელშეკრულების დეტალები

დღევანდელი Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” კონტრაქტის გახანგლძრივების ახალ დეტალებზე წერს. წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ჩვენებური “პარტენოპეისთან” ახალ შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი და სეზონურად დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს ცერემონია “ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მამის ლუიჯი დე ლაურენტისის მიერ დაარსებული კომპანია Filmauro-ში შედგება, […]
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაინტერესებული მხარეები უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებენ

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაშია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. სწორედ ამ არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ცესკოში 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელზეც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან საარჩევნო გარემოს დამაზიანებელი, მანიპულაციური განცხადებები და შეფასებები გაკეთდა. საქმე ეხება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ცესკოს მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე ახალი ღობეების ინსტალაციის საკითხს. […]
მარნეულის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციაზე 1 100 000 ლარი იხარჯება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. როგორც “კომერსანტს” მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაიგება ორ ფენიანი 1 500 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. მარნეულის მერიის ცნობითვე, მიმდინარე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს. […]