დინამო თბილისის U12 გუნდმა ბირბეკის საერთაშორისო ტურნირი წარმატებით დაიწყო

დინამო თბილისის U12 გუნდი ბირბეკის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. პატარა დინამოელები ტურნირის პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე, სამ მოწინააღმდეგეს შეხვდნენ – ბრონდბიუს, ბეერსხოტს და ანდერლეხტს და პირველი თამაში ფრედ, მეორე 1:0 და მესამე თამაში ანგარიშით 2:0 დაასრულეს. ბურთები გაიტანეს ცოტნე მიქაბერიძემ და ნიკა ხარაიშვილმა. დინამო 0️⃣:0️⃣ ბრონდბიუ დინამო1️⃣:0️⃣ბეერსხოტი ⚽️ნიკა ხარაიშვილი დინამო2️⃣:0️⃣ანდერლეხტი ⚽️ცოტნე მიქაბერიძე / ⚽️ ნიკა ხარაიშვილი […]
მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეორე ტურში ორივე ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა

სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარე მსოფლიო ქალთა გრან-პრის მეორე ტურში ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით უკრაინელ მარია მუზიჩუკს დაუპირისპირდა, ხოლო ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ყაზახეთის წარმომადგენელ, ბიბისარა ასუბაიევას ეთამაშა.ორივე ქართველმა მოჭადრაკემ შეხვედრა ყაიმით დაასრულა. II ტურის შედეგები: ალექსანდრა კოსტენიუკი ½ : ½ რამეშბაბუ ვაიშალი სარასადატ ხადემალშარიეჰი ½ : ½ სტავრულა ცოლაკიდუ ლელა ჯავახიშვილი ½ : ½ ბიბისარა ასუბაიევა […]
წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 62 ათასი აღსაზრდელი წავა

ახალ სასწავლო წელს დედაქალაქი უკვე არსებულთან ერთად ხუთი ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღით ხვდება. ეს დამატებით 1500-მდე ახალი ადგილია ჩვენი პატარებისთვის. წელს ჯამში სულ ჩვენი დედაქალაქის 62 ათასი პატარა მცხოვრები წავა ბაღში. ეს უპრეცედენტო ციფრია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ განაცხადა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, […]
ზუგდიდში Max Fight-ის რიგით მერვე ღონისძიება გაიმართა

ზუგდიდში Max Fight- ის რიგით მერვე ღონისძიება გაიმართა. ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე გამართულ შეჯიბრში მონაწილეობას 5 ქვეყნის სპორტსმენები იღებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით ჩატარდა. „ღონისძიება სამგზის მსოფლიო ჩემპიონის დავით ქირიას ორგანიზებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. კიკბოქსინგსა და MMA-ში გამართულ […]
როგორ და რატომ დაინიშნა რონალდინიო ერთ დღეში ორ ქალზე – 6 მილიონიან სასახელში ცხოვრების ამბავი

Instagram-ზე ცნობილი გვერდი Game Set & Match უცნობი ისტორიისა და იმის შესახებ გვიყვება, თუ როგორ დაინიშნა ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო 2017 წელს ორ ქალბატონზე, ამ დროს მას საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა. “რონალდინიოს ბრაზილიელ ლამაზმან პრისცილა კოელიოსთან 6-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა. ამავდროულად, “გაუჩო” რომანტიკულად იყო დაკავშირებული სხვა ქალთან – ბეატრის სოუზასთან. ერთ დღესაც მან გადაწყვიტა, რომ რიო-დე-ჟანეიროს […]
NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში
NED-მა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში დემოკრატიის ეროვნულოი ფონდი (NED) მოქმედებს როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები.“ ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით. და ამას აკეთებს დემოკრატიის განვითარების […]
ირაკლი ნადირაძე – რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში – წაგებული არჩევნების შემდგომ, ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება

დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, დამატებით ქონებები და რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში. წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება. ეს ადამიანი, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება,- ამის შესახებ ,,ერთიანობა -,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა […]
მარია ზახაროვა – უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა – მოხალისეები, რომლებიც ევაკუირებულ მოსახლეობას ეხმარებოდნენ, დაიღუპნენ

უკრაინამ კურსკის ოლქში მდებარე ხიდი დასავლური რაკეტებით დაბომბა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „პირველად, კურსკის ოლქს ცეცხლი დასავლური წარმოების სარაკეტო გამშვები დანადგარების, სავარაუდოდ, ამერიკული HIMARS-ებით გაუხსნეს“, – განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოხალისეები დაიღუპნენ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ. „თავდასხმის შედეგად, გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმის ხიდი მთლიანად […]
ირაკლი ნადირაძე – ფაქტია, Black Sea Arena ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მას ჯიუტად აფინანსებს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით

ფაქტია, Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა მას ჯიუტად აფინანსებს ათობით მილიონი ლარით, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი მილიონობით ლარს ჩუქნიან ამ ადამიანებს, სადაც უამრავი […]
AstraZeneca-ს ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტმა FDA-ს ავტორიზაცია მიიღო

AstraZeneca მის მიერ წარმოებულ ფილტვის კიბოს სამკურნალო მედიკამენტზე FDA-ს ავტორიზაციის მიღებაზე აცხადებს. Reuters-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატი არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე ზრდასრულ პაციენტებში დამატებით სამკურნალო საშუალებას დაამტკიცა. Imfinzi ადამიანის მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც ბლოკავს სიმსივნის უნარს დაასუსტოს იმუნური სისტემა. ამასთან, გამოიყენება ქიმიოთერაპიის ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს პრეპარატი აშშ-ში, ამავე დაავადების […]