საქართველო 126-ე ადგილზეა – რომელ ქვეყნებშია ყველაზე სწრაფი და ნელი ფიქსირებული ინტერნეტი

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორის – Ookla-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში 126-ე ადგილზე იმყოფება. Ookla-ს მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 28.84 მეგაბაიტია, რითაც საქართველო ტაჯიკეთსა და სენეგალს შორის მდებარეობს. საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა ასწრებს, სომხეთი 93-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 109-ე ადგილზე, რუსეთი 61-ე ადგილზე, თურქეთი კი 107-ე ადგილზეა. Ookla-ს თანახმად, ყველაზე სწრაფი […]
,, უკრაინამ ივანიშვილის ეს სცენარი არია!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი: ,,ივანიშვილის გათვლა იყო – გაიმარჯვებდა რუსეთი და დალაგდებოდა სამყარო!.. რუსეთს თავისი გავლენები შერჩებოდა; პოსტსაბჭოთა სივრცეზე იბატონებდა! ამერიკელები და ევროპელები ცხვირსაც ვერ შემოჰყოფდნენ!.. არ იქნებოდა არც დემოკრატია და არც არაფერი! აღებ-მიცემობა იქნებოდა … უხეშად – “იაშჩიკი” შამპანური დაგიჯდებოდა ნებისმიერი საქმის გაჩარხვა!.. საქართველოც შიგ იქნებოდა!.. ოღონდ, მის აბაზ-თუმან ტვინში ჩინეთიც ჩაჯდა და ჩრდ.კორეაც ჩაჯდება, […]
ეროვნული ლიგა. XXI ტური. “კოლხეთი” – “გაგრა” [LIVE]

ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში “კოლხეთი” “გაგრას” მასპინძლობს.
ყველა შეტევის ორგანიზატორი. ჩაკვეტაძის საგოლე პასი – “უოტფორდმა” ისევ მოიგო

ჩემპიონშიფის მეორე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სტოკი“ 3:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდის შეტევებს ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა, სამჯერ გაიყვანა პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. გიორგიმ ორჯერ უშედეგოდ სცადა საჯრიმოდან გატანა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდმა“ ორწუთიან ინტერვალში ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თავი კაიემბემ და ენდრიუსმა გამოიჩინეს. მერე ჩაკვეტაძის სწრაფი გარღვევისა და პასის შედეგად კაიემბემ გაიტანა და […]
თურქეთის პარლამენტში ათობით დეპუტატი მონაწილეობდა ნახევარსაათიან ჩხუბში

ათობით დეპუტატმა ჩხუბი გამართა თურქეთის პარლამენტში, სადაც ისინი კამათობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატის, ქან ათალაის მანდატის აღდგენის გამო. შეხლა-შემოხლას აღწერს The Guardian-ი. “არ არის გასაკვირი, რომ ათალაის ტერორისტს უწოდებთ. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში ისინი არიან, ვინც ამ სკამებზე სხედან”, – განაცხადა ტრიბუნიდან ათალაის თანაპარტიელმა, აჰმედ სიქმა და მმართველი უმრავლესობისკენ მიუთითა. ამით […]
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს

ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია და მანიპულაციას წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ გამოცემა “უკრინფორმთან” საუბარში განაცხადა. „ცნობები იმის შესახებ, თითქოს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს, არაკორექტულია. ეს ისეთივე მანიპულაციაა, როგორც წინა ცნობები მომდევნო წელს დახმარების ორჯერ შემცირების შესახებ,” – განაცხადა ტიხიმ. მან აღნიშნა, რომ […]
რა სჭირდება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას განვითარებისთვის? – Check-in Travel

ტურისტული კომპანია “ჩექ-ინ თრეველის” დამფუძნებელი, ია გედევანიშვილი BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” სექტორის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ საქართველოში ტურიზმი განვითარდეს, ქვეყნის ეკონომიკაში გახდეს მთავარი კონტრიბუტორი და გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილი, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა. “სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა არის ჩვეულებრივი ამბავი, რადგან ყველა ახალი ინიციატივა თავდაპირველად სახელმწიფოს მიერ იწყება და […]
უკრაინამ კანაფის სამედიცინო და სამეცნიერო მიზნით გამოყენება დააკანონა

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი სამედიცინო კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ. საუბარია დეკემბერში მიღებულ დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს კანაფის მცენარის გამოყენებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტექნიკური მიზნებით, ასევე ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სამკურნალო საშუალებების წარმოების მიზნით, რათა პაციენტებს გაუუმჯობესდეთ წვდომა აუცილებელ მკურნალობაზე. ამასთან, კანონის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იქნას კანაფის ბრუნვის ყველა ეტაპის კონტროლი და მიკვლევადობა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს იმ მედიკამენტების […]
მიხეილ სააკაშვილი – დაგპირდით, რომ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი და აქ ვარ, უსამართლო პატიმრობაში – გვინდა, ევროპის კავშირის წევრი, ერთიანი და მთლიანი საქართველო, ეს მომავალი „ოცნების” დამარცხებით იწყება

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ – დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას წარუდგინა. […]
ირაკლი ქადაგიშვილი აგვისტოს ომზე – რუსული საქმე არის ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა – 2008 წლიდან, დაახლოებით, 14-16 წლის თავზე, მათ ეს მცდელობები კიდევ ახლიდან წამოიწყეს

რუსული საქმე არის ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა და ეს ფაქტი, ეს მოცემულობა, ეს უმძიმესი ვითარება შექმნა საქართველოში – ოკუპაცია, ლტოლვილები, დაღუპული ქართველი, მშვიდობიანი თუ სამხედრო პირები, ახალი გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე ამ სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფის შედეგად მივიღეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა 2008 წლის აგვისტოს […]