უნიჭო ნაცსექტა კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ OCCRP-ს დოკუმენტს ეხმიანება. როგორც აბაშიძე წერს, „უნიჭო ნაცსექტის “ჭრიალა არღანი” კვლავ ვითომ ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს ამჯერად არარსებული ქონების გადაფორმებაზე რუსეთში. მისივე თქმით, რადიკალთა ეს შაპიტო-სცენარი ოცნებად რჩება, ხოლო საქართველოს ამ ორომტრიალიდან გაყვანის პოლიტიკურ მესაჭედ კი კვლავ “ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება. „უნიჭო ნაცსექტის […]
ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ტატო კოტეტიშვილის ფილმი “წმინდა ელექტროენერგია” ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დაჯილდოვდა. “გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჟიურის არაჩვეულებრივ წევრებს, ჩვენს გუნდს და ჩვენს მხარდამჭერ აუდიტორიას. თქვენი თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეძღვნება ქართულ კინომოძრაობას: “ქართული კინო საფრთხეშია”, – აცხადებენ ფილმის პროდიუსერები Nushi film-დან. “მინდა ეს ფილმი ქართულ კინოსაზოგადოებას მივუძღვნა, რომელიც სავსეა საინტერესო და ნიჭიერი ადამიანებით, თუმცა ახლა […]
ევროპული საქართველო “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმას შეუერთდა

პარტია ევროპული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ერთიანობის კოალიციას შეუერთდა – ინფორმაცია გაერთიანების შესახებ დადასტურდა 17 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ყრილობაზე. ამ შეკრებაზე ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კოალიციური გამსხვილების მთავარ მოტივატორად ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკასვილი დაასახელა. აღნიშნა, რომ კოალიციური გამსხვილების მთავარი მოტივატორი, მიხეილ სააკაშვილი იყო. „ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან […]
კონტემ ოსიმენის შესახებ გააკეთა კომენტარი

„ვერონასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენზე დასმულ კითხვაზე უპასუხა. „მე არ ვლაპარაკობ ფეხბურთელებზე, რომლებიც შემადგენლობაში არ არიან. სიტუაცია 100%-ით დამოკიდებულია კლუბსა და მოთამაშეზე. ამ ისტორიის დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რადგან იქამდე დაიწყო, ვიდრე მე გუნდს ჩავუდექი სათავეში“, – ციტირებს კონტეს სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენი შეიძლება „ჩელსის“ […]
1.7 მლნ-იანი ავტოპარკიდან 300 ათასი მანქანა გაჩერებულია – უტილიზაციის გეგმა არ არსებობს

თბილისში ათასობით ჯართად ქცეული ავტომობილია, რომელიც საპარკინგზე ადგილს იკავებს. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა საცობების ფონზე, რასაც მერია ჯერჯერობით ვერაფერს შველის. მართალია, ტექნიკური შემოწმების ვალდებულება არსებობს და საკმაოდ მკაცრი კონტროლია, მაგრამ კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, რა უნდა გაკეთდეს იმ ავტომობილებისთვის, რომელიც რეალურად ვერსადროს იმოძრავებს, მაგრამ სივრცეს კი იკავებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1.7 […]
გიგი წერეთელი – მთელი ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება

მთელი ბრძოლა და ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ ჩვენ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანია ერთიანობა და ამ ერთიანობით, არჩევნებზე ცვლილებების მიღწევა, რომელსაც არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოშიც ელოდებიან. „დღეს […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დაგვშალოს, დაგვყოს, წაგვკიდოს ერთმანეთს, ცრუ დილემები შემოიტანოს – ჩვენი მიზანია გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ

ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დაგვშალოს, დაგვყოს, წაგვკიდოს ერთმანეთს, ცრუ დილემები შემოიტანოს. ჩვენი მიზანია ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ, – ამის შესახებ „ერთიანობა- „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ყრილობაზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სჯერა, რომ „საქართველო შევა ევროკავშირში, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ევროკავშირის პასპორტი და უვიზოდ ვივლით აშშ-ში“. „მიხარია, […]
დონალდ ტუსკი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ ყველა ინიციატორსა და პატრონს – ერთადერთი რამ, რაც დღეს უნდა გააკეთოთ, არის ბოდიშის მოხდა და ჩუმად ყოფნა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ 1 და 2 ყველა ინიციატორმა და პატრონმა დღეს ბოდიში უნდა მოიხადოს და ჩუმად იყოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ 1 და 2 ყველა ინიციატორსა და პატრონს. ერთადერთი რამ, რაც დღეს ამასთან დაკავშირებით უნდა გააკეთოთ, არის ბოდიში მოიხადოთ და ჩუმად იყოთ”, – წერს ტუსკი.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა „ამაგრებს“ პოზიციებს კურსკის ოლქში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები „ამაგრებენ“თავიანთ პოზიციებს რუსეთის კურსკის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ოლექსანდრ სირსკიმ „მომახსენა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენ ჯარების პოზიციების გამაგრების შესახებ და სტაბილიზებული ტერიტორიის გაფართოების შესახებ“- წერს ზელენსკი Telegram-ის არხზე 17 აგვისტოს. ზელენსკის ეს განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც რუსეთის საგარეო უწყებამ უკრაინა დაადანაშაულა გლუშკოვოს რაიონში მნიშვნელოვანი […]
როცა იქნება გამჭვირვალობა, აღარ იქნება საფრთხე და სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა NED-ი სხვადასხვა არასამთავრობოებს, მათ შორის, არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ISFED-ის შემთხვევაში აკეთებდა
როცა იქნება გამჭვირვალობა, აღარ იქნება საფრთხე და სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა NED-ი სხვადასხვა არასამთავრობოებს, მათ შორის, არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ISFED-ის შემთხვევაში აკეთებდა NED-თან დაკავშირებით, ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ითვალისწინებს სწორედ გამჭვირვალობას და ღიაობას. როცა იქნება გამჭვირვალობა და ღიაობა, მაშინ აღარ იქნება საფრთხე, საშიშროება და სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ […]