უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა – ლუკაშენკო

Reuters-ის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი სამხედრო განათავსა. გამოცემის ინფორმაციით, მინსკმა საპასუხოდ შეიარაღებული ძალების თითქმის მესამედი მეზობელ სახელმწიფოსთან მთელი საზღვრის გასწვრივ გაგზავნა. “მათი აგრესიული პოლიტიკის გამო, ჩვენ საზღვართან სამხედრო ნაწილები გავგზავნეთ – ომის შემთხვევაში, ისინი თავდაცვისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ”, – განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა […]
გერმანიაში მუსიკალური ფესტივალის დროს პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა – დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი

გერმანიის ქალაქ ლაიფციგთან მუსიკალური ფესტივალის დროს პანორამულ ბორბალს ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა კვამლის გამო შეუძლოდ გახდა. ამასთან, გერმანიის „წითელი ჯვრის“ ცნობით, ორი ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია. დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია. მოგვიანებით პოლიციაში განმარტეს, რომ ოთხმა პირმა დამწვრობა მიიღო, ერთი კი ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა. სამაშველო ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა […]
თუქრეთში, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგებს სცემეს

თურქეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ერდოთანის “სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის წევრები ოპოზიური “მუშათა პარტიის” წევრს, აჰმედ სიქს. ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ და საბოლოოდ, კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ოპოზიციონერ დეპუტატს მმართველი პარტიის წევრები მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც მან ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებული დეპუტატის გათავისუფლება მოითხოვა. საუბარია ჯან ატალაიზე, რომელიც […]
ლიბანის სამხრეთში გაეროს სამშვიდობო ძალების სამი წარმომადგენელი დაშავდა

გაეროს სამშვიდობო ძალების – სამეთვალყურეო მისიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა ლიბანის სამხრეთში, როცა მათ მანქანასთან აფეთქება მოხდა სოფელ იარინთან. მისიის პრესმდივნის, ანდრეა ტენენტის თანახმად, მათი ავტომანქანა მკაფიოდ იყო აღნიშნული გაეროს ნიშნით. ტენენტის თქმით, „პატრულის შემადგენლობაში მყოფი სამშვიდობო ძალების ყველა წარმომადგენელი უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ ბაზაზე.“ მას აფეთქების დეტალებზე არაფერი უთქვამს. „ინციდენტს ვიძიებთ. ყველა მხარეს და მონაწილეს […]
საელჩოში ადასტურებენ, რომ „ყაზბეგის“ საბაჟოზე სკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა

„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა. ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. „საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე,“ აცხადებენ საელჩოდში. 2023 წლის 19 აპრილს აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში […]
უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხობს და აცხადებს, რომ ბელარუსთან საზღვარზე ვითარება უცვლელია

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური არ აფიქსირებს უკრაინის საზღვართან ბელარუსის ჯარების აღჭურვილობისა და პერსონალის რაოდენობის ზრდას , – ასე ეხმაურება უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, პოლკოვნიკი ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უკრაინასთან საზღვარზე ქვეყნის არმიის თითქმის მესამედი განათავსა. ანდრეი დემჩენკოს თქმით, ლუკაშენკო აგრძელებს საინფორმაციო სიტუაციის ესკალაციას აგრესიული განცხადებებით, რომლებიც […]
არჩილ გორდულაძე – OCCRP-ის „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, ამას აჰყვა ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი

კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მიერ, ამ ქვეყანაში ხორციელდება გარკვეული პირების, გარკვეული ორგანიზაციების დაფინანსება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. როგორც გორდულაძემ განმარტა, “დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED) აფინანსებს “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს” (OCCRP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ ინფორმაცია […]
19 აგვისტოს მართლმადიდებლები ფერიცვალებას აღნიშნავენ

ფერიცვალების დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ–ერთია და აღინიშნება 19 აგვისტოს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა თავისი სამი მოწაფის– პეტრეს, იოანესა და იაკობის წინაშე.ყოველწლიურად, თაბორის მთაზე, მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ ჩნდება ღრუბელი და მთელი დღესასწაული მთას დაჰყურებს. ცნობილია რომ უფალს, რომელიც მთაზე ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, თავს ღრუბელი დაადგარადგან […]
ხათუნა სამნიძე – მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი იქნება მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერს ხელისუფლებას შევცვლით და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ – დროა, ქვეყანა განვკურნოთ

მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ავადმყოფობა,ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, რომ ქვეყანა განვკურნოთ და ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად კოალიცია 4-თან ერთად, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც “კოალიცია ცვლილებისთვის” შეერთების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს. როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. „ძალიან მიხარია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ […]
გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფიციალურად შეუერთდნენ “რესპუბლიკური პარტია” და ორგანიზაცია “აქტივისტები მომავლისთვის”. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, “ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი და მზაობა და სწორედ ამ მიზანს ისახავს დღევანდელი ერთიანობა”. კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებისგან. […]