ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის, ასევე მძევლებისა და დაკავებულების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევაა. BBC-ის ინფორმაციით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ისრაელის მთავრობასთან. ბლინკენის ვიზიტი აშშ-ს ინიციატივის ფარგლებშია, რომლითაც შუამავლების – ეგვიპტისა და კატარის დახმარებით, კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა იგეგმება. “ამ წინადადებამ […]
WSJ: ისრაელმა ჰაკერების დახმარებით მოკლა “ჰეზბოლას” მეთაური, შუქრი

ისრაელმა მოახერხა მოეკლა ფუად შუქრი – რადიკალური ლიბანური, აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური – სადაზვერვო სამსახურების მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისა და ჰაკერების დახმარებით, რომელთაც ორგანიზაციის შიდა საკომუნიკაციო ქსელი გატეხეს. ამის შესახებ იტყობინება The Wall Street Journal-ი ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. გაზეთი წერს, რომ 30 ივლისს, საღამოს, ბეირუთში, შუქრი თავის ოფისში იმყოფებოდა, საცხოვრებელი შენობის მეორე სართულზე. […]
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
“ნაპოლი” 10 ფეხბურთელს გაასხვისებს

“ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება და რთული სეზონი ელოდებათ. ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ნეაპოლური კლუბი 10 ფეხბურთელს დაემშვიდობება: ოსიმენი, მარიო რუი, მაცოკი, ფოლორუნშო, გაეტანო, ძერბინი, ნგონჟი, ჩედირა, იაკარინო და საკო. ამ ორ უკანასკნელს იჯარით უპირებენ გაშვებას. ყველაზე პრობლემური ოსიმენის საკითხია, რომლის გაყიდვას ვერაფრით ვერ ახერხებენ და გუნდი […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში, მთავარ მოთხოვნებზე სიმტკიცეს ინარჩუნებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში. „ვაწარმოებთ ძალიან რთულ მოლაპარაკებებს, ვინაიდან, მეორე მხარეს დგას მკვლელი, თავაწყვეტილი და ჯიუტი ტერორისტული ორგანიზაცია. არის სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ მოქნილობა, და არის სფეროები, სადაც მოქნილობას ვერ ვავლენთ და მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, როგორ განვასხვაოთ […]
19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, ევოლუშენის გაფიცულმა თანამშრომლებმა “სოლიდარობის ჯაჭვი” დააანონსეს

ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს. უკვე 37-მე დღეა, რაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მიზეზი, შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. გაფიცვის 37 დღიდან, ბოლო 6 დღეა 4 თანამშრომელი შიმშილობდა. თუმცა, გუშინ, ერთ-ერთმა მათგანს, ლუკა კიკნაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობის შეწყვიტა მოუწია. “ევოლუშენ […]
NED-ი მჭიდრო კავშირშია „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან”, რომელიც დემოკრატიის სახელით მომხდარი პროვოკაციების განსაკუთრებული მებაირაღეა – დიდი ფინანსური უზრუნველყოფით მოქმედი ქსელი მუშაობს ქართული საზოგადოების ინფილტრაციაზე

NED-ი მჭიდრო კავშირშია „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან”, რომელიც დემოკრატიის სახელით მომხდარი პროვოკაციების განსაკუთრებული მებაირაღეა – დიდი ფინანსური უზრუნველყოფით მოქმედი ქსელი მუშაობს ქართული საზოგადოების ინფილტრაციაზე “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, “დემოკრატიის ეროვნული ფონდის” (NED) მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და OCCRP-ის მხარდაჭერაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში, დემოკრატიის სახელით მოწყობილი ყველა პროვოკაცია, ხსენებული სინდიკატის და NED-ის კოორდინაციით მოხდა. მისი […]
ირაკლი კირცხალია – OCCRP-ი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ – რეალურად, ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან დესტრუქციული პარტიები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები

ჩვენ გუშინ გავეცანით დეტალურად საგარეოს ანგარიშს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ჭრილში, არანაირი საფუძველი არა მაქვს ობიექტურად, რომ ეჭვი შევიტანო იმ დასკვნაზე, რაც იქ ეწერა, იმიტომ, რომ ჩვენც პოლიტიკოსებიც, საზოგადოებაც, ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ იქცევიან ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საქართველოში ფიგურირებენ, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის შეკითხვას […]
OCCRP-ის „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, ამას აჰყვა ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი

OCCRP-ის „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, ამას აჰყვა ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მიერ, ამ ქვეყანაში ხორციელდება გარკვეული პირების, გარკვეული ორგანიზაციების დაფინანსება, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. როგორც გორდულაძემ განმარტა, “დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED) აფინანსებს “ორგანიზებული კრიმინალისა და […]
ობლიგაციების გამოშვების შემდეგ “თეგეტას” სავალო სტრუქტურის ძირითადი ნაწილი ბონდებზე მოდის – მანანა ხინაშვილი

“თეგეტა ჰოლდინგის” ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, კაპიტალის ბაზარზე კომპანიის გააქტიურებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვების შემდეგ, “თეგეტას” სავალო სტრუქტურის ძირითადი ნაწილი – 80% ბონდებზე მოდის. ამის შესახებ მანანა ხინაშვილმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ობლიგაციების ბაზარზე გააქტიურების შესაძლებლობებსა და ფინანსურ რესურსების მოზიდვის დივერსიფიკაციას შეეხებოდა. “სანამ კაპიტალის ბაზარზე გავაქტიურდებოდით, ჩვენი სასესხო ვალდებულებებიც მეტწილად საბანკო პროდუქტებით მოზიდული […]