რუსული მედია – ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხს განიხილავენ

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხი იქნება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდება.
გიორგი ბოტკოველი – საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და დაიბადებიან გმირები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის მომავლისთვის თავი გაწირონ – გიორგი ანწუხელიძე სამაგალითოა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის წევრებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან მივიდა და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სწორედ საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და ყოველთვის დაიბადებიან გმირები, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. „დღეს […]
არჩილ გორდულაძე – 2030 წლისთვის ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებითა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით შევძლებთ, მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობისთვის

2030 წლისთვის ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ მშვიდობიანი პოლიტიკით, დემოკრატიული განვითარებითა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით შევძლებთ, მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ისინი ყოველთვის ყველაფერ იმას გააკეთებენ, რაც ქვეყნის მომავლისთვის იქნება აუცილებელი. „იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი სრულფასოვნად გავხდეთ, აუცილებელია რომ გვქონდეს […]
სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 40 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, თანამებრძოლებმა, მისივე სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს, მათ გმირის საფლავი გვირვინით შეამკეს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, […]
ნიკა მელია – „კოალიცია ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს – მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ის არის ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი

მიგვაჩნია, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ 26 ოქტომბრის გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ქართველ ხალხს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი აქვს და ამისთვის მზად არის. „კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სრული სვლით აგრძელებს სვლას 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, სადაც ქართველი ხალხის ნება პოზიტიურად უნდა აისახოს ქვეყნის მომავალზე. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას […]
NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული ცრუ ინფორმაცია სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით
NED-ის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული ცრუ ინფორმაცია სწორედ იმ დეზინფორმაციული და ფეიკ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ადგილი ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს, რომლის თანახმადაც „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს“ (OCCRP) და „საერთაშორისო […]
OCCRP და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ – რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები

OCCRP და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ – რეალურად ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან დესტრუქციული პარტიები, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები ჩვენ გუშინ გავეცანით დეტალურად საგარეოს ანგარიშს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ჭრილში, არანაირი საფუძველი არა მაქვს ობიექტურად, რომ ეჭვი შევიტანო იმ დასკვნაზე, რაც იქ ეწერა, იმიტომ, რომ ჩვენც პოლიტიკოსებიც, საზოგადოებაც, ყველა კარგად ხედავს, თუ […]
ხათუნა სამნიძე უერთდება „კოალიციას ცვლილებისთვის“

„მე მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან, რომელთა იმედიც მექნება არჩევნებამდე და მის შემდეგ… მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ის ავადმყოფობა, რომლის გამოც ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად“, – თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. როგორც კოალიციის პრესსამსახურში აცხადებენ, მათ ასევე შეუერთდა ორგანიზაცია „სალამი“. 2024 წლის 26 ოქტომბერს […]
გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის“ “რესპუბლიკური პარტია” და ორგანიზაცია “სალამი” შეუერთდნენ

გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფიციალურად შეუერთდნენ “რესპუბლიკური პარტია” და ორგანიზაცია “სალამი”. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, “ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი და მზაობა და სწორედ ამ მიზანს ისახავს დღევანდელი ერთიანობა”. კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებისგან. “ […]
ირაკლი კირცხალია – OCCRP და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფინანსდებიან NED-ის მიერ – რეალურად, ეს არის კანტორები, რომლის გავლითაც ფინანსდებიან დესტრუქციული პარტიები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანაყოფები

ჩვენ გუშინ გავეცანით დეტალურად საგარეოს ანგარიშს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ჭრილში, არანაირი საფუძველი არა მაქვს ობიექტურად, რომ ეჭვი შევიტანო იმ დასკვნაზე, რაც იქ ეწერა, იმიტომ, რომ ჩვენც პოლიტიკოსებიც, საზოგადოებაც, ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ იქცევიან ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საქართველოში ფიგურირებენ, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის შეკითხვას […]