ზოლინგენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 15 წლის მოზარდი დააკავეს

ზოლინგენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 15 წლის მოზარდი დააკავეს, – ამის შესახებ დიუსელდორფის პოლიციის უფროსმა და პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პროკურორის განცხადებით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ტერორიზმი არ გამორიცხა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს

ლიეტუვა უკრაინისთვის 5 ათასზე მეტი დრონის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ კიევში, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ანჯეი დუდასთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ ლიეტუვის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი უკრაინაში სექტემბრის დასაწყისამდე ჩამოვა. იგი მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას […]

ავღანეთში თალიბანმა ქალებს საჯაროდ ხმამაღლა კითხვა და სიმღერა აუკრძალა

ავღანეთში თალიბანის რეჟიმმა ახალი კანონების ფარგლებში ქალებს საჯაროდ სიმღერა და კითხვა აუკრძალა. ახალი ე.წ. “სათნოებისა და მანკიერების” კანონების მე-13 მუხლში, რომელიც ქალებს ეხება, წერია, რომ ქალებისთვის სავალდებულოა საჯარო სივრცეში ყოფნის დროს სხეული ყოველთვის დაფარული ჰქონდეთ და რომ სახის დაფარვა აუცილებელია, რათა სხვების ცდუნება თავიდან აირიდონ. მუხლში ასევე წერია, რომ ტანისამოსი ვიწრო, თხელი ან მოკლე არ […]

აზაროვის ჩაწოდებით გატანილი ავტოგოლი და ირაკლის შეცდომა – “შახტარი” “ალეკსანდრიასთან” 3:4 დამარცხდა [VIDEO]

უკრაინის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ალეკსანდრიასთან“ 3:4 დამარცხდა. მატჩი საშინელ სიცხეში გაიმართა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ირაკლი აზაროვის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში არტიომ შაბანოვმა ნახტომში თავურით ჩაჭრა. შემდეგ მასპინძლებს მეორე გოლი დმიტრო კრისკივმა გაუტანა. 37-ე წუთზე აზაროვმა კარის წინ გათამაშებული ბურთისას, მოწინააღმდეგის პრესინგისას, შეცდომა დაუშვა და ალეკსანდრ ფილიპოვმა ანგარიში შეამცირა. მერე „ალეკსანდრიამ“ კიდევ […]

“სახელმწიფომ დასაქმებულები უნდა დაიცვას” – “ევოლუშენთან” პროტესტი გრძელდება

“ევოლუშენ ჯორჯიას” H შენობასთან საპროტესტო-სოლიდარობის აქცია, რომელიც დილის 06:00 საათიდან განახლდა, კვლავ გრძელდება. როგორც პროფკავშირ “ლაბორის” ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, პარალიზებულია შენობა, რომლითაც კომპანიის HR-ები და მენეჯერები სარგებლობენ. ასევე არ მუშაობს შენობა, საიდანაც აზარტული თამაშების ტრანსლაცია ხდება. “ლაბორის” ინფორმაციით, “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართეს, თუმცა კომპანიის მხრიდან უკუკავშირი კვლავ არ […]

სტიქიამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ახლდა წვიმა და სეტყვა, ცხინვალის რეგიონის სოფლებში ელექტროენერგიის გათიშვა და გზების დაზიანება გამოიწვია. განადგურებულია მოსავალიც. სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი ცხინვალის მიმდებარე სოფლებს მიაყენა. როგორც რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ინალ ბაზაევმა, საინფორმაციო სააგენტო „რეს”-ს განუცხადა, ელექტროენერგიის გარეშე რჩება თითქმის მთელი რაიონი. „სტიქიის შედეგები […]

აზაროვის ჩაწოდებით გატანილი ავტოგოლი და ირაკლის შეცდომა – “შახტარი” “ალეკსანდრიასთან” 3:4 დამარცხდა [VIDEO]

უკრაინის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ალეკსანდრიასთან“ 3:4 დამარცხდა. მატჩი საშინელ სიცხეში გაიმართა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ირაკლი აზაროვის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში არტიომ შაბანოვმა ნახტომში თავურით ჩაჭრა. შემდეგ მასპინძლებს მეორე გოლი დმიტრო კრისკივმა გაუტანა. 37-ე წუთზე აზაროვმა კარის წინ გათამაშებული ბურთისას, მოწინააღმდეგის პრესინგისას, შეცდომა დაუშვა და ალეკსანდრ ფილიპოვმა ანგარიში შეამცირა. მერე „ალეკსანდრიამ“ კიდევ […]

სოფელ ჭორვილასთან ხმაური იყო – ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს

ხმაური იყო სოფელ ჭორვილასთან. ერთმანეთს სიტყვიერად ჭიათურიდან ჩასული აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. ჭორვილაში მცხოვრებლებმა, აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს. მათი თქმით, პროტესტი ჭიათურაში გააგრძელონ, სოფელში კი ხმაურს არ დაუშვებენ. „პროტესტი გამოხატეთ ჭიათურაში, აქ რატომ მოდიხართ, რა შუაშია? თან მოხვედით, პლაკატებით და ჟურნალისტებით, პროვოკაცია გსურთ და არაა თქვენი პრობლემის გაჟღერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ […]

ფონიჭალაში ორი ადამიანი დაჭრეს – დაწყებულია გამოძიება

დღეს, 24 აგვისტოს თბილისში, ფონიჭალაში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მას გამოძიება დაადგენს.