თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების დელეგატები წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესის საბჭოს არჩევნებისთვის ქართული ოცნების დელეგატები წარადგინა. ბათუმში ოცნების დელეგატი იქნება – რამაზ ჯინჭარაძე, ის ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, ქობულეთში – უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში – ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინდია დიასამიძე, ქედაში – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მამუკა თურმანიძე, შუახევში – […]
POLITICO: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, საქართველო ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას

გამოცემა POLITICO წერს, რომ საქართველო, მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმით, ჩრდილოეთ კორეის გზას ადგას და ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ახალი საფრთხე ემუქრება. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს, საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადებს. როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის აკრძალვა საქართველოს უკვე ისედაც გაყინულ მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების […]
კლიმატოლოგებმა იუნესკოს 50 ძეგლი დაასახელეს, რომლებიც 2050 წლისთვის შესაძლოა გაქრეს

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 50 ადგილი, რომლებიც ახლა პოპულარული ტურისტული ატრაქციონებია, გლობალური დათბობის გამო 2050 წლისთვის შეიძლება გაქრეს დედამიწიდან. ეს არის Climate X-ის მკვლევარების დასკვნა, რომლებმაც კლიმატის მოდელები გამოიყენეს იმის პროგნოზირებისთვის, თუ როგორ იმოქმედებს წყალდიდობა, სანაპირო ეროზია, მეწყერი, ქარი, ქარიშხალი და ციკლონები მთელს მსოფლიოში, წერს Daily Mail. „ჩვენი აღმოჩენები ემსახურება როგორც მკაცრ გაფრთხილებას მთავრობებისთვის, ბუნების დამცველებისთვის […]
ჯერჯერობით უძრავი ქონება ვერ გაძვირდება, თუმცა არც გაიაფებაა მოსალოდნელი – ანალიტიკოსების პროგნოზი

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება. დარგზე სხვადასხვა გარე თუ შიდა ფაქტორი ფაქტორი ახდენს გავლენას. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სექტემბრიდან ბინების ღირებულება გაიზრდება, ნაწილი კი ფასების ზრდას პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. სპეციალისტები ვერ ხსნიან მიზეზს, მაგრამ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ქართული ბაზარი მეტწილად მსყიდველუნარიან უცხოელ მოქალაქეებზე გადაეწყო. ამ გარემოებამ კი, ცხადია, შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე […]
ბათუმში, სანაპიროზე, ორსართულიანი რესტორნის აშენება იგეგმება – მიწა 15-წლიანი იჯარით გასხვისდა

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე, ახალ, ორსართულიან რესტორანს ააშენებენ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები” წერს და აღნიშნავს, რომ მშენებლობაზე ბათუმის მერიაც თანახმაა. მათი ინფორმაციით, პროექტი კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, 26 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე სივრცეს და პატარა სკვერს მოიცავს. გამოცემის ცნობით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიამ 15-წლიანი იჯარით გაასხვისა. აღსანიშნავია, […]
“წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის, ჯეირან ომანაძის, ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს” – “ფლანგვის დეტექტორი”

“წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს და აქდდან 27 მლნ ლარი უკვე დაერიცხათ” – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ჯეირან ომანაძე, გარდა დეპუტატობისა, ამ დროისთვის “ქართული ოცნების” შემწირველია, ხოლო 2010-2014- წლებში ის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო. ”ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო საკრებულოში, […]
“ჟირონამ” “უოტფორდის” ნახევარმცველი სარეკორდო თანხად შეიძინა

“ჟირონამ” “უოტფორდისგან” 20 წლის კოლუმბიელი გარემარბი იასერ ასპრილია 18+7 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც კატალონიური კლუბის სატრანსფერო რეკორდია. ასპრილიას “ჟირონამ” კონტრაქტი 2060 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გასულ სეზონში მან ჩემპიონშიფის 44 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და “უოტფორდში” საგოლე პასებით საუკეთესო იყო.
აქციის მონაწილეები ჭორვილაში არ შეუშვეს – შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ

„ვითხოვთ სამართლიანობას“, „ნუ გვინგრევთ სახლებს“, „ვითხოვთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობას“, „ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება“, „არა ჩერნობილიზაციას“, „ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად“, – ამ შინაარსის პლაკატებითა და დანგრეული სახლების ფოტოებით შუქრუთის მოსახლეობა სოფელ ჭორვილაში არ შეუშვეს. აქციის მონაწილეებს სოფლის შესასვლელთან პოლიციის კორდონი და კაცები დახვდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ ადგილობრივები არიან და ჭორვილაში აქციის გამართვის საშუალებას ვერ მისცემდნენ. „არ გვინდა, […]
ირანის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს სამხრეთ კავკასიაში? როგორ მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეჭრა? დემოკრატიულ პარტიას, აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატები ჰყავს – ამ თემებს წარმოგიდგენთ გადაცემაში – “ხედვა ვაშინგტონიდან”
ჰარისი: “ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები”

დემოკრატიულ პარტიას, აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატები ჰყავს – კამალა ჰარისმა და ტიმ უოლცმა, პარტიის ნომინაცია ჩიკაგოში გამართულ ეროვნულ ყრილობაზე ოფიციალურად მიიღეს. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, დემოკრატ კონკურენტს აკრიტიკებს.