რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს ფორმულით “115 – 155-ზე”

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს ფორმულით “155 – 155-ზე”, ამის შესახებ უწყებიან უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ქვეყანაში დაბრუნდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ტყვედ კურსკის რეგიონში აიყვანეს. უკრაინას გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები, რომელთა დაკავების დეტალებს რუსეთი არ აკონკრეტებს. რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვა იუწყება, რომ რუსეთმა დაიბრუნა […]

საქართველოს რკინიგზამ რუსულ ლოკომოტივებში 216 მილიონი ლარი გადაიხადა – “თავისუფლების ინსტიტუტი”

“თავისუფლების ინსტიტუტის” ცნობით, საქართველოს რკინიგზამ რუსულ ლოკომოტივებში 80 519 105$ [216 მილიონი ლარი] გადაიხადა. რკინიგზამ რუსული ქარხნის სააქციო საზოგადოება “ურალსკიე ლოკომოტივის” (ООО Уральские локомотивы) 10 ცალი ლოკომოტივი შეიძინა. “ურალსკიე ლოკომოტივის” ქარხანა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყურადღებითაც განებივრებულია. 2024 წლის 15 თებერვალს პუტინმა ქარხანა პირადად მოინახულა, დაათვალიერა და ელექტრო ლოკომოტივებს გაეცნო. ასევე, ქარხანასთან დაკავშირებულია რუსი […]

კანსელო შესაძლოა, ნეიმარის თანაგუნდელი გახდეს

ეს გვარდიოლაც კაი სიქიმაა,ნეტა როგორ მოგწონთ გვარდის ტიკ-ტაკი ეპლში,ბარსას უხდებოდა,ბავარიამ ვერ მოიხდინა და დაახვეინეს,სიტიზე ამაზრზენ ფეხბურთს არცერთი გუნდი არ თამაშობს,რაც ეს გამოჩნდა ფეხბურთი მოკვდა,ჟოზეს ავტობუსი თუ არ სჯობდეს კანსელო კარგი ფეხბურთელია მილან გაიღვიძე

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავდა სამი ადამიანი

რამდენიმე წუთის, ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ,,ბე-ემ-ვე”-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან. ამ […]

ირანი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ირანი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს. „ირანის ისლამური რესპუბლიკა უკრაინის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს“, – წერს ირანის საგარეო უწყება X-ზე. შეგახსენებთ, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

ხორვატიას აშშ-გან Himars-ის ტიპის საარტილერიო სისტემების შეძენა სურს – Defense News

ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს აშშ-გან Himars-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემების შეძენა სურს. ინფორმაციას Defense News-ი ავრცელებს. „მოდერნიზაცია და ახალი შეიარაღებისა და აღჭურვილობის დანერგვა ხორვატიის შეიარაღებული ძალების არსებულ შესაძლებლობებს აძლიერებს და ავითარებს“, – ციტირებს გამოცემა ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს. ხორვატიის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ჯარის აღჭურვას Himars M142 ტიპის სისტემებით აპირებს. ოფიციალურ ზაგრებს იმედი აქვს, რომ მთავრობათაშორისი ხელშეკრულება […]

ბაიდენმა ზელენსკის უკრაინისთვის $125-მილიონიანი დახმარება დაუანონსა

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა. სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს “ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ”. ამასთანავე, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარების ღირებულება $125 მილიონია. ეს ცნობა მანამდე გამოცემა Associated Press-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. […]

უკრაინა და ინდოეთი აგროსფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

უკრაინამ და ინდოეთმა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, – ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და კვების მრეწველობის სამინისტრო იუწყება. ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ინდოეთის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ მიიღეს, რომლებიც 23 აგვისტოს უკრაინაში შეხვდნენ. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და საბაზრო ურთიერთობებისთვის […]

ევროკავშირი შეწყვეტს შებოლილი პროდუქტების გაყიდვას

ევროკავშირმა აკრძალა დანამატები, რომლებიც ხორცს, სოუსებსა და ყველს კვამლის სუნს ანიჭებენ. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ასეთი დანამატების შემცველი პროდუქტები ევროპული მაღაზიების თაროებიდან თანდათან გაქრება. როგორც “ევროპულსი” იუწყება, ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ არომატის უმეტესობა, რომელიც კვამლის არომატს იმიტირებს, შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდის კიბოს განვითარების რისკს. მწარმოებლებს, რომლებიც იყენებენ […]

ვინ არიან და რამდენი წარმომადგენელი ეყოლება პრეზიდენტს საკონსტიტუციოში? – დეტალი გაირკვა

რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში – “პირველებმა” გაარკვია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძესთან ერთად ეკა ბესელიაც იქნება. ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი ბურჯანაძის და ბესელაის გარდა, კიდევ ორი უფლებამდაცველით იქნება წარმოდგენილი. როგორც ეკა ბესელია ამბობს, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დიდი გამოცდა აქვთ ჩასაბარებელი და სწორედ ახლა 29 აგვისტოს გაირკვევა, მათი პოზიცია რუსული კანონის […]