გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, შიომღვიმის ტერიტორია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში არმაზის ქუჩაზე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

აშშ-მა „ჰამასის“ ლიდერებს ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა

შეერთებულმა შტატებმა “ჰამასის” ლიდერს, იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე ცნობილ ფიგურას გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, „ჰამასის“ ექვს წევრს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა, ტერორიზმის დასაფინანსებლად შეთქმულება და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებით, ბრალდებულები პასუხისმგებლები არიან “ამერიკელი […]

თურქული მხარე ადასტურებს, რომ ქვეყანამ BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა

თურქეთმა BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წარმომადგენელმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. „ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გვინდა გავხდეთ BRICS-ის წევრი. პროცესი დაწყებულია“, – ციტირებს მედია ჩელიკს, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, როდის გაიგზავნა განაცხადი. მისივე თქმით, დამატებითი დეტალები შედეგების გაჩენის შემდეგ გახდება ცნობილი. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ […]

ჯო ბაიდენი პოლტავაზე თავდასხმაზე – ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი მცდელობების, გატეხოს თავისუფალი ხალხის ნება, მაგრამ უკრაინელები ქედმოუხრელად დგანან

უმკაცრესად ვგმობ ამ სავალალო თავდასხმას. ეს თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი და აღმაშფოთებელი მცდელობების, გატეხოს თავისუფალი ხალხის ნება, მაგრამ ორწელიწადნახევარია, უკრაინელი ხალხი ქედმოუხრელად დგას, – ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმას. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელი ხალის გვერდით დგომას, მათ შორის იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა […]

რაფაელ გროსი – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გააფართოებს დახმარებას უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ატომური ელექტროსადგურები სამხედრო სამიზნედ არასოდეს არ უნდა იქცნენ, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ატომური ელექტროსადგურები არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში მდებარეობენ, არ უნდა იყვნენ თავდასხმის ან სამხედრო სამიზნე. ეს არის ზოგადი პრინციპი, რომელიც ყველას ეხება”, – აღნიშნა […]

ევროკავშირი პოლტავაზე თავდასხმაზე – კიდევ ერთი მიზანმიმართული სისხლისღვრა, რომელიც ადასტურებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი

ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული სისხლისღვრა, რომელიც ადასტურებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს სასტიკი ომი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე განხორციელებულ თავდასხმას. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გამოიწვიოს ადამიანების სიცოცხლის მაქსიმალური დანაკარგი და მიაყენოს ფართომასშტაბიანი განადგურება უკრაინას. „ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთი განუწყვეტლივ ატერორებს […]

,, არ მოგბეზრდათ ამდენი სიცრუე?” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,როგორც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში ყოფილა და ამიტომ არ დაესწრებიან საშემდგომო სესიას. არ მოგბეზრდათ მეგობრებო ამდენი სიცრუე? თუ ბოიკოტზე ხართ მაშინ ჩვენსავით,ლეიბორისტული პარტიის მსგავსად, უარი თქვით ათი ათას ლარიან ხელფასებზე,ამდენივე პრემიებზე და სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურებაზე,უცხოეთში სამივლინებო მილიონებზე, მრავალრიცხოვან სააპარატო შტატებზე და ასევე მათ მილიონიან მომსახურებაზე, ჩააბარეთ […]

მატს ჰუმელსი “რომაში” გადადის

35 წლის მცველი მატს ჰუმელსი კარიერას “რომაში” გააგრძელებს, – იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო. დღეს მხარეებს შორის მილაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, ბოლო დეტალებს ათანხმებენ და კონტრაქტს მალე გააფორმებენ. ჰუმელსმა გასულ სეზონში “დორტმუნდში” ბუნდესლიგის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა.

საქართველო V მოლდოვა – ახალგაზრდულმა ბათუმში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს. რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, 21-წლამდელების მოლდოვასთან დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე ბილეთების შეძენა […]

ირანმა თეირანში რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა სადავო კუნძულების შესახებ განცხადების გამო

ირანმა დაიბარა რუსეთის ელჩი თეირანში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და არაბულმა ქვეყნებმა ამ კვირის დასაწყისში გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ ირანის პრეტენზიებს სპარსეთის ყურეში სადავო კუნძულებზე, იტყობინებოდა 2 სექტემბერს ირანის სახელმწიფო მედია. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ 1 სექტემბერს დაიბარეს რუსეთის ელჩი, რომელმაც მიიღო ნოტა მოსკოვში გადასაცემად. მასში გამოთქმულია თეირანის პროტესტი მაროკოში […]