მსხვერპლია ლვოვში რუსული სარაკეტო იერიშის შემდეგ

რუსმა სამხედროებმა 4 სექტემბრის დილით სარაკეტო იერიში მიიტანეს ლვოვზე, არის ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. როგორ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან მათ შორის არიან ბავშვებიც. უკრაინაში წუხელ არსებული დაძაბულობის გამო პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. ლვოვის მერის ანდრე სადოვოის განცხადებით, აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებში. ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით დაღუპულია სამი […]
დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებლის ნაცვლად, „ჯრტს“ ტიპის მატარებელი შეასრულებს

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებლის ნაცვლად, „ჯრტს“ ტიპის მატარებელი შეასრულებს. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი. „გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს […]
რუსული ცენზურა ქართულ ფილმზე

„2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაცია, იყო აბსოლუტურად ფაშისტური აქტი რუსეთის მხრიდან. ვფიქრობ, რუსეთში არ სურთ პუტინის სახე გამოჩნდეს მთელ მსოფლიოში, ამიტომაც ბლოკავენ ამ ფილმს,“- აცხადებს რუსუდან გლურჯიძე, რეჟისორი, რომლის ფილმის, „ანტიკვარიატის“, ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე გაუქმდა.
ბორჯომის ტყეში, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება

ბორჯომის ტყეში, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება. როგორც როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც ჩავიდნენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გუშინ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა.
“ავთანდილის მეღვინეობა“ წელს წარმოებას 40%-ით გაზრდის – რა გეგმები აქვს მეღვინეობას?

“ავთანდილის მეღვინეობა“ წელს წარმოებას 40%-ით გაზრდის, – ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ წარმოების ზრდა, მათმა ღვინომ, წარაფმა განაპირობა, რომელიც საერთაშორისო ბაზრებისა და გამოფენებიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ინფორმაციით, წარმოების გაზრდის მიზნით, მეღვინეობაში ახალი ცისტერნებიც დაამატეს და სეზონს უკვე გაზრდილი წარმოებით შეხვდებიან. „ჩვენმა ღვინომ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა „ექსპო […]
აიღე ბიზნეს სესხი MBC-ში (რ)

ბიზნეს სესხი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს დაიწყო ან განავითარო შენი ბიზნესი – შეიძინო ბიზნესისთვის საჭირო ინვენტარი, დაიქირაო პერსონალი ან დაფარო სხვადასხვა საოპერაციო ხარჯი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნეს სესხი არის ფულადი კაპიტალი, რომელიც შეიძლება შენი იდეების განსახორციელებლად გამოიყენო.
მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ივლისში 37,1 ტონა ოქრო შეიძინეს

ივლისში მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ ოქროსა და სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 37,1 ტონით გაზარდეს. წინასწარ შეფასებას მსოფლიო ოქროს საბჭო (WGC) აქვეყნებს. ოქროს ყველაზე დიდი მყიდველები იყვნენ პოლონეთი (14,3 ტონა), უზბეკეთი (9,6 ტონა) და ინდოეთი (5,4 ტონა). მარაგები გაზარდეს ასევე იორდანიამ (4,3 ტონა), თურქეთმა (3,8 ტონა), ყატარმა (2,3 ტონა), ჩეხეთმა (1,6 ტონა), ეგვიპტემ და მალტამ (თითოეული […]
რუსებმა ლვოვი დაბომბეს, დაშავებულია 17 ადამიანი

ლვოვში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 – მძიმე მდგომარეობაშია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მაქსიმ კოზიცკსა და ლვოვის მერზე, ანდრეი სადოვოიზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი სკოლა და სხვა შენობები დაზიანდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა 4 სექტემბრის ღამეს ლვოვის […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტალის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), […]
პარამოფარიკავემ ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარამოფარიკავემ ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო მან ფრანგი პარამოფარიკავე დაძაბულ ბრძოლაში 15:11 დაამარცხა.